რა არის ოცნება, გიფიქრიათ ამაზე?
მოკლე აღწერა
მეცნიერება ვარაუდობს, რომ ეს გონების თავისუფლად ხეტიალის შესაძლებლობაა საკუთარ ქვეცნობიერში. უფრო სასიამოვნო და სახალისო, ვიდრე რეალობა. ოცნებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი განწყობა და ხელი შეუწყოს ჩვენსავე შემოქმედებითობას. გაგვხადოს უფრო პროდუქტიული.
რა არის ოცნება, გიფიქრიათ ამაზე?
მეცნიერება ვარაუდობს, რომ ეს გონების თავისუფლად ხეტიალის შესაძლებლობაა საკუთარ ქვეცნობიერში. უფრო სასიამოვნო და სახალისო, ვიდრე რეალობა.ოცნებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი განწყობა და ხელი შეუწყოს ჩვენსავე შემოქმედებითობას. გაგვხადოს უფრო პროდუქტიული. მე უმეტესად დიდი მეოცნებე ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაშქრობაში ვარ. ბუნებაში ყოფნას აქვს რაღაც განსაკუთრებული, მაგიური ექფექტი, რაც ყოველდღიური საზრუნავებისგან თავის დაღწევაში მეხმარება და საშუალებას მაძლევს, ჩემმა გონებამ იქ იხეტიალოს, სადაც სურს, რაც სასიამოვნო შეგრძნებას მაძლევს და ხშირად, ჩემი, როგორც ავტორის შემოქმედებითობას აძლიერებს. თუმცა, ვაღიარებ, რომ მაწუხებდა ის აზრები, რომ შეიძლება თავისუფლად გონების ხეტიალმა შეიძლება გამხადოს დეპრესიული -ეს ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება! თუმცა, აღმოჩნდა, რომ პირად გამოცდილებასა და მეცნიერებას შორის ეს უფსკრული საუკეთესოდ აიხსნება იმით, თუ როგორ აკლასიფიცირებენ მკვლევარები გონების ხეტიალის სხვადასხვა სახეობას. ყველა კვლევა არ ეთანხმება მათ შორის საზღვრის არსებობას. სამეცნიერო კვლევები უფრო ცხად სურათს გვიხატავს იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს თავს, როდესაც გონებას ვუშვებთ სახეტიალოდ მხოლოდ არა თავისუფლად. იმას ვგულისხმობ, რომ ოცნებამ შეიძლება სინამდვილეში უფრო ბედნიერი და კრეატიული გაგვახადოს - თუ ამას სწორად გავაკეთებთ, ანუ თუ სწორად მოვახერხებთ , საკუთარი ფიქრების მართვას. ოცნება შეიძლება კარგი იყოს კრეატიულობისთვის.გონების ხეტიალი საუკუნეების განმავლობაში ასოცირდებოდა შემოქმედებითობასთან. თუმცა, როგორც კალგარის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯულია კემისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, შემოქმედებითობასთან ეს კავშირი შესაძლოა დამოკიდებული იყოს თქვენს მიერ განხორციელებული გონების ხეტიალის ტიპზე.ამ კვლევაში მკვლევრებმა ელექტროენცეფალოგრამის ტექნოლოგია გამოიყენეს იმის სანახავად, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც სხვადასხვა სახის „გონების ხეტიალში“ ვართ ჩართულნი. ამისათვის მათ ადამიანებს სთხოვეს შეესრულებინათ ჩვეულებრივი, განმეორებადი დავალება და დროდადრო შეაწყვეტინეს, რათა გაეგოთ, რაზე ფიქრობდნენ, ამავდროულად კი მუდმივად აკვირდებოდნენ მათი ტვინის აქტივობას.ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა ფიქრები, რომლებსაც კემი „შეზღუდულს“ ანუ მართულს უწოდებს, მოიცავდა ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა მეუღლესთან ჩხუბზე ფიქრი ან სამსახურში პრობლემის გადაჭრის გზების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიქრები არ იყო დაკავშირებული მიმდინარე დავალებასთან, ისინი მაინც გარკვეულწილად ფოკუსირებული იყო ერთ კონკრეტულ თემასთან. სხვებმა აღნიშნეს, რომ ფიქრობდნენ სასიამოვნო საგნებზე და მათი ოცნებები „თავისუფლად“ მიედინებოდნენ - ანუ ისინი ერთი თემიდან მეორეზე ხტებოდნენ - დაახლოებით ასე: ოცნებობდნენ იტალიაში მომავალ შვებულებაზე, შემდეგ ფიქრობდნენ, სჭირდებოდათ თუ არა ახალი საცურაო კოსტუმი, შემდეგ კი ძველ შეყვარებულზე ოცნებობდნენ. მათ ბევრად ხალისით მუშაობდნენ და უადვილდებოდათ მიცემული დავალების შესრულება. როდესაც კამმა და მისმა კოლეგებმა ადამიანების აზრები მათი ტვინის ერთდროულ აქტივობას შეუსაბამეს, მათ აღმოაჩინეს გონების ხეტიალის სხვადასხვა ტიპის ხელმოწერის ნიმუშები. კერძოდ, თავისუფლად მოძრავი აზრები დაკავშირებული იყო ტვინის შუბლის ქერქში ალფა ტალღების გაზრდილ რაოდენობასთან - ეს იყო შესანიშნავი და ახალი აღმოჩენა, ამბობდა კემი. „ამ ნეირონული მარკერის აღმოჩენაში ნამდვილად გასაოცარი ის არის, რომ ის დაკავშირებულია შემოქმედებითობის კვლევებთან“, ამბობს ის. „როდესაც შუბლის ქერქში ალფა რხევას შეიტანთ, ადამიანები უკეთ ასრულებენ შემოქმედებით ამოცანებს“.ტვინის ამ ტიპის აქტივობა კარგად უკავშირდება შემოქმედების ერთ კონკრეტულ ასპექტს - დივერგენტულ აზროვნებას ან „ჩარჩოს გარეთ“ აზროვნებას, ამბობს ის. როდესაც იდეებს გენერირებთ, გსურთ, რომ შეძლოთ მრავალი მიმართულებით წასვლა და არ იყოთ შეზღუდული, რის საშუალებასაც თავისუფლად მოძრავი აზროვნება იძლევა. დადასტურებულია, რომ გონების ხეტიალი ასევე აძლიერებს კონვერგენტულ აზროვნებას: რა ხდება მას შემდეგ, რაც იდეებს განიხილავთ და საუკეთესოს არჩევა გიწევთ, დასძენს ის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ გონების ხეტიალი შემოქმედებით მიზანს ემსახურება.თუ თქვენს გონებაში პრობლემა დაგროვდა და გამოსავლის პოვნა გჭირდებათ, მისი ცოტა ხნით უკანა პლანზე გადადება ალბათ დაგეხმარებათ“, - ამბობს ის. „გონების ხეტიალი ხელს უწყობს ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც უბრალოდ წამიერად და მარტივად მოგივათ, როგორც ნათურის ანთების მომენტი“. ეს იმეორებს კლერ ზედელიუსის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ყოფილი წევრის, 2015 წლის კვლევის შედეგებს. მან შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს გონებაში ხეტიალი ადამიანების კრეატიულობაზე. ექსპერიმენტარულ ტესტზე მუშაობისას, სადაც მათ უნდა მოეფიქრებინათ ახალი სიტყვა (მაგ., „საკვები“), რომელიც შეესაბამებოდა სამ, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვას (მაგ., „თევზი, სწრაფი და ცხარე“).. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც გონებას ათავისუფლებდნენ უკეთ ასრულებდნენ ამ ამოცანას, პასუხი მათ მომენტალურად უჩნდებოდათ, ვიდრე მათ, ვინც ფიქრების მართვას ცდილობდა „ხალხმა არც კი იცის, როგორ მიაღწიეს პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას - ის უბრალოდ მოულოდნელად გამოჩნდა“, - ამბობდა ის. თავისუფლად ფიქრი გონებას ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, რადგან ფაქტია, რომ რაც უფრო ცდილობ გონება მარწუხებში მოაქციო მით უფრო ისტრესება ის და მით უფრო ნაკლებ პროდუქტიულია
დატოვე შეფასება
0
კომენტარები