რა არის ნამდვილი ბედნიერება ქალებისთვის? 🤔
მოკლე აღწერა
ექსპერტების თქმით, ქალები უფრო ბედნიერები არიან შვილების ან მეუღლის გარეშე, შესაძლოა ადრე ეჭვი გვეპარებოდა ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში, მაგრამ ახლა მეცნიერება ამას ადასტურებს: გაუთხოვარი და უშვილო ქალები პოპულაციის ყველაზე ბედნიერი ქვეჯგუფია. ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტების თქმით, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ბევრად მეტად ბედნიერი და მჩქეფარე ცხოვრება აქვთ, ვიდრე მათ დაქორწინებულ და შვილების აღმზრდელი თანატოლებს.
დროის ცვლილება = მოსაზრებების ცვლილებას
დრო შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ჩვენი შეხედულებები უამრავ სხვადასხვა საკითხზე, დღესდღეობით ბედნიერება აღარ ასოცირდება იმ საკითხებთან რაც ჩვენს დედებს და ბებიებს ბედნიერებად მიაჩნდათ - ეს ეხება განსაკუთრებით ქორწინებას და შვილების აღზრდას.
„მეცნიერები დიდხანს იკვლევდნენ ერთი და იგივე ადამიანებს სხვადასხვა დროის მონაკვეთში და საბოლოოდ დაასკვნეს ასეთი რამ, ქორწინება კაცებისთვის ყოველთვის მეტად მომგებიანია ვიდრე ქალებისთვის, მეტიც, ხანდახან კაცის დაქორწინება აუცილებლობასაც კი წარმოადგენს თუნდაც იმიტიომ რომ მისი ცხოვრება დასტაბილურდეს და კალაპოტში მოექცეს, თუმცა თუ ქალი არ დაქორწინდება ეს არ არის კატასტროფა, პირიქით, დაუქორწინებელი ქალები მეტად ბედნიერები არიან, ნაკლებ რისკზე მიდიან, სამსახურში მეტ ფულს შოულობენ, არიან ფიზიკურად მეტად ჯანმრთელები და შედარებით დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე დაქორწინებული ქალები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი მოსახლეობის ქვეჯგუფი ის ქალები არიან, რომლებიც არასდროს გათხოვილან და შვილები არ ჰყოლიათ.
სხვა კვლევებმა გაზომეს საშუალოდ როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის ქორწინების ფინანსური და ჯანმრთელობის მხრივ სარგებელი, მამაკაცებს ქორწინება ჯანმრთელობის მხრივ უფრო მეტ სარგებელს აძლევდა, რადგან ისინი ნაკლებ რისკზე მიდიოდნენ. ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ძირითადად ორსულობა და მშობიარობა ახდენდა გავლენას, საშუალო ასაკის დაქორწინებულ ქალებს კი ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების უფრო მაღალი რისკიც კი ემუქრებოდათ, ვიდრე მათ მარტოხელა თანატოლებს.
ქალებისთვის მარტოხელა, უშვილო ცხოვრების წესის სარგებლის მიუხედავად, მეცნიერების თქმით, არსებული ნარატივი, რომ ქორწინება და შვილები წარმატების ნიშნებია და სამკვდრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნიშნავს, რომ შეიძლება ზოგიერთმა მარტოხელა ქალმა უბედურად იგრძნოს თავი.
ალბათ ყველას გყავთ ნაცნობი ორმოც წელს გადაცილებული ქალი რომელიცარასდროს გათხოვილა და შვილებიც არ გყავთ, თუ ასეა ისიც მოსმენილი გექნებათ როგორ ესაუბრებიან მას ოჯახის წევრები ან ნაცნობები.
- „ღმერთო ჩემო, სამწუხაროა რომ შვილი არ გყავს, იქნებ ერთ დღეს სწორ მამაკაცს შეხვდე და ეს შეიცვლება“.
- ''არ ინერვიულო ჯერ ახალგაზრდა ხარ, მოასწრებ გათხოვებას და შვილის გაჩენას''.
და ეს ხდება ისე რომ მას არავინ ეკითხება სურს თუ არა ეს, იქნებ სწორედ იმიტომ არ ყავს შვილები რომ არ უნდოდა ჰყოლოდა თუმცა ეს ბევრისთვის წარმოუდგენელია, იქნებ ის თვლისრომ ქორწინება მას კი არ გააბედნიერებს სიცოცხლეს შეუმოკლებს და უბედურს გახდის, ან ვინ იცის ვინ არის მისთვისსწორი ან არასწორი მამაკაცი.
ასე რომ, სანამ რამეს იტყვით და სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩაყოფთ ცხვირს კარგად დაფიქრდით 🤗
4.75