ყველასთან მარტო
მოკლე აღწერა
შეგიმჩნევიათ, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც უმეტესად განმარტოებით ზის. თითქოს იქვეა და ამავდროულად თავს შორს იჭერს. მისი დანახვისას ფიქრობენ: ალბათ ზედმეტად მშვიდი და ჩუმია! თუმცა ყველაფერი ამაზე ბევრად საინტერესოდაა.
შეგიმჩნევიათ, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც უმეტესად განმარტოებით ზის. თითქოს იქვეა და ამავდროულად თავს შორს იჭერს. მისი დანახვისას ფიქრობენ: ალბათ ზედმეტად მშვიდი და ჩუმია! თუმცა ყველაფერი ამაზე ბევრად საინტერესოდაა.
ადამიანებს, რომლებიც მეგობრების შეძენას არ ჩქარობენ, ხშირად ხუთი იშვიათი ფსიქოლოგიური ასპექტი ახასიათებთ. არც ცუდია ეს და არც კარგი, მხოლოდ ქცევის ისეთი განსაკუთრებულობაა, რაც აღნიშვნის ღირსია.
1. სიღრმისეული დაკვირვებულობა
ეს ისეთი ხალხია, ვინც ძალიან ბევრს ხედავს და ამჩნევს. მაგალითად, სანამ სხვები მორიგ ხუმრობაზე იცინიან, ის ამჩნევს, რომ ვინმეს ხმა შეუთრთოლდა.
სანამ სხვები კამათობენ, მან უკვე იცის ვინ იტყუება, ვინ სიმართლეს ამბობს, ვინ საკუთარი ტკივილის დამალვას ცდილობს. მათი ტვინი ერთგვარი სკანერივით მუშაობს. ამჩნევს უხილავ დეტალებს, ემოციებს, მოტივებს და ამის გამო უჭირს მოდუნება. შინაგანად ფიქრობს, თუ მე ვხედავ მას, ისიც მხედავს მე. ამიტომ ცდილობს ემოციის დამალვას და დისტანცირებას. ასეთი ადამიანები ხშირად არა მარტო სხვის არამედ საკუთარი ცხოვრების მიმართაც ასეთი დაკვირვებულები არიან და მასაც სკანერში ატარებენ.
2. ფაქიზი ემოციური მგრძნობელობა
ეს ხალხი გაშიშვლებულ ნერვებს ჰგვანან. უმცირესი უხეშად ნათქვამი სიტყვაც კი მათში ტკივილს ბადებს და ეს გრძნობა დიდხანს მიჰყვებათ.
მათ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული მგრძნობელობა. ემპათიურები არიან. თუმცა ამას სიჩუმით ნიღბავენ და სხვებს ჰგონიათ, რომ ისინი ზედმეტად სერიოზულები არიან. ამიტომ ცდილობენ ნაკლებად გაიხსნან გარშემომყოფებთან. ყოველი პოტენციური მეგობარი მათთვის რისკია, რომ იქ ისევ ტკივილი და იმედგაცრუება დახვდებათ.
3.თვითკმარობა_ მათ საკუთარი თავის საზოგადოება სრულიად აკმაყოფილებთ. ცხოვრებას საკუთარი ინტერესებით ივსებენ. მათი ინტერესის საგანი: წიგნები, პროექტები, კვლევები, ოცნებაა. თუმცა აქ ხაფანგი იმალება: როცა ადამიანს არ სჭირდება სხვები, მის მიმართ ჩნდება ასეთი დამოკიდებულება, რომ მათ არ სურთ ურთიერთობა. საზოგადოება მათ მიმართ ცივი და მკაცრი ხდება. თითქოს ამ ადამიანებს შუბლზე აწერიათ: არ მომეკაროთ! არ შემეხოთ! ამ ჩაკეტილ ადამიანებს აქვთ თავისუფალი ადგილი საკუთარ გულში, მხოლოდ მათთვის, ვისაც ნამდვილად თვლიან.
4.არაპოპულალური გულწრფელობა_ ამ ხალხს სოციალური როლის მორგება უჭირს. მათ უჭირთ თავის მოჩვენება და ფასადურობა. ვერ ერგებიან სხვის განწყობას. ისინი ღიად არ გამოხატავენ რა აწუხებთ. არ გამოხატავენ ნდობას და არ გაიღიმებენ, როცა არ ეღიმებათ.
სამყაროს კომფორტული სიმართლე უყვარს. ამიტომ მათი უხეში და პირდაპირი სიმართლე, ლამაზი შეფუთვის, გარეშე სოციუმისგან დისკომფორტად აღიქმება. და მათ, ვინც საკუთარ სიმართლეს ლამაზი შეფუთვით და ფრთხილად არ აწვდის გარემოს ადვილად არ იღებენ.
5. სიახლის სიღრმისეული სტანდარტები_
ეს ხალხი მეგობრებს ჯილდოებივით გამოსაჩენად არ აგროვებს. მათ აკმაყოფილებთ ერთი, მაგრამ ნამდვილი მეგობარი. აქ მნიშვნელოვანი ხარისხია და არა რაოდენობა. ამგვარი ხალხისთვის საინტერესო ადამიანი უნდა იყოს სანდო, გამგები, ვისთანაც სერიალებზე კი არ იჭორავებს მხოლოდ, არამედ გულს გადაუშლის. ვისაც შინაგან სამყაროს ანდობს. და სანამ ასეთ ადამიანს იპოვნის, მისთვის მარტოობა ნორმაა. შემთხვევით ადამიანებს მუდამ თავს აარიდებს. და მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ იყოს, საკუთარ მყუდრო, პირად სივრცეს შემთხვევით ადამიანს არ აარევინებს.
ამოიცანით თქვენი თავი, ან თქვენი საზოგადოების მშვიდი და წყნარი წევრი? იცოდეთ, რომ ეს თვისება ნაკლი არ არის!
ეს ძალაა, რომელმაც ჯერ ვერ იპოვნა მისთვის საინტერესო საყრდენი წერტილი. ეს შეგვიძლია მივიღოთ, როგორც მოსამზადებელი პერიოდი, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან შესახვედრად.
2.6