ოჰ, ეს დაუსრულებელი მიზეზები :)
მოკლე აღწერა
სტატიაში მოცემულია წიგნების კითხვაზე უარის თქმის, რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებული, ცოტათი უცნაური და პირადად ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი საბაბი.
1. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ წიგნები ძალიან ძვირია, ამიტომ მათ არ შეუძლიათ მათი შეძენა.
2. ზოგი ამბობს, რომ წიგნების კითხვა სტუდენტებისთვისაა და ისინი აღარ არიან სტუდენტები (ისინი, ვინც წიგნების კითხვას მხოლოდ იმიტომ წყვეტენ, რომ აღარ არიან სტუდენტები, სამუდამოდ განწირულები არიან).
3. ზოგი ამტკიცებს, რომ წიგნების კითხვა სრულიად მოსაწყენია.
4. სხვები ცდილობენ ამტკიცონ, რომ სწავლისშეწყვეტასთან ერთად წიგნების კითხვის შეწყვეტაც სრულიად ნორმალურია.
5. ზოგი ამბობს, რომ კითხვის დრო არ აქვთ (გაიკვირვებთ, რადგან ადამიანებს საკმარისი დრო აქვთ სხვა საქმეებისთვის, როგორიცაა დაბანა, ჭამა, სექსი, სამსახურში წასვლა, ძილი, ჭორაობა და ა.შ., დროს ყველაფრისთვის პოულობენ წიგნების კითხვის გარდა).
6. ზოგი ღიად ამბობს, რომ წიგნების კითხვა მხოლოდ განათლებულებისთვისაა.
7. სხვები ამბობენ, რომ წიგნების კითხვა სინამდვილეში მდიდრებისთვისაა, ( ეს ყველაზე უცნაური მიზეზია )
8. ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ არ იცის რომელი წიგნები წაიკითხოს. წაახალისეთ ვინმე წიგნების წასაკითხად და სავარაუდოდ, დაგისვამენ კითხვას: რომელი წიგნები?
9. მეორე მხრივ, ზოგი ამტკიცებს, რომ ბევრს კითხულობს - მისთვის ბევრი კი საკმარისთან ასოცირდება და თან არ ახსოვს რა წაიკითხა ბოლოს.
10. ზოგი მტკიცედ თვლის, რომ წიგნების კითხვა ან არკითხვა ერთი და იგივეა, რადგან ყველანი მოვკვდებით.
11. ზოგი ამბობს, რომ გაუნათლებელია და ამიტომ ვერ კითხულობს ( გაიკვირდებათ, რადგან ასევე არსებობს აუდიოწიგნები და ზრდასრულთა სკოლები ).
12. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათი მთავარი საზრუნავი ფულის შოვნაა, ამიტომ წიგნების კითხვა დროის ფუჭად კარგვაა.
13. სხვები ამბობენ, რომ მხოლოდ მათ ბიზნესთან, რელიგიასთან ან სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ წიგნებს კითხულობენ ( ასეთი ადამიანები უკიდურესად ცალმხრივები არიან ).
14. ზოგი ამბობს, რომ წიგნების კითხვას მნიშვნელობა არ აქვს.
15. ბევრი ამბობს, რომ თუ ძალიან ბევრს კითხულობ, გაგიჟდები.
16. ზოგი აღიარებს, რომ წიგნების კითხვა დამღლელია, ამიტომ ვერ ახერხებენ.
17. ზოგიერთმა სრულიად არ იცის, რომ წიგნების კითხვა უზომოდ მნიშვნელოვანია.
ბარემ ერთ რამეს დავამატებ, ჩემი მეზობელი ნათელა ბებო ( დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გარდაიცვალა ) მუდამ ეჩხუბებოდა შვილიშვილებს, ნუ კითხულობთ დაბრმავდებითო, ახლა კი მისი შვილი უშლის კითხვას ოჯახში მყოფ ბავშვებს იმ მიზეზით რომ თურმე შეიძლება შემთხვევით რამე ისეთი შემოეკითხოთ რაც რელიგიას, ტრადიციას ან პირადად მათ შეურაცხყოფთ :( თუმცა რომ კითხოთ რომელი წიგნია ასეთი ვერ გიპასუხებთ :(
თქვენ გაქვთ საბაბი თუ არა? :)
4