ოდაქსელაგნია, პარაფილია თუ უწყინარი ალერსი.

ოდაქსელაგნია, პარაფილია თუ უწყინარი ალერსი.

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

5

(4)

362

გაზიარება:

26.07.2025

მოკლე აღწერა

ოდაქსელაგნია — პარაფილია, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას კბენის დროს, ან როდესაც მას კბენენ.   რა არის ეს, დომინირების სურვილი თუ უხეში და თავისუფალი ფორმით გამოხატული სინაზე: მაინც საიდან მოდის სექსის დროს კბენის სურვილი?

ოდაქსელაგნია — პარაფილია, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას კბენის დროს, ან როდესაც მას კბენენ.
 
რა არის ეს, დომინირების სურვილი თუ უხეში და თავისუფალი ფორმით გამოხატული სინაზე: მაინც საიდან მოდის სექსის დროს კბენის სურვილი?
 
ნაკბენი, როგორც სექსუალური ხასიათის მოფერების ერთ-ერთი ფორმა, უძველესი დროიდან არის ცნობილი და ძუძუმწოვრების ყველა სახეობაში გვხვდება.
 
ეს არის კონტაქტის ის მეთოდი, რომელიც გარკვეულ მომენტში შეიძლება მიუთითებდეს პარტნიორზე დომინირების სურვილზე და იმის დემონსტრირებაზე, თუ ვინ არის ბოსი, ხოლო სხვა დროს - სინაზეს და მზრუნველობას გამოხატავდეს.
ეს ნამდვილად სიმბოლურად დამუხტული ურთიერთქმედების ფორმაა. კბილები არის ის „იარაღი“, რაც ადვილად იწვევს ტკივილს, ამიტომ კბენის ხარისხის რეგულირებით, პარტნიორი მეორე პარტნიორს უგზავნის შეტყობინებას მის მიმართ დამოკიდებულების და სურვილის შესახებ, - ამბობს ფსიქოთერაპევტი იგორ ლიახი.
 
ფსიქოთერაპევტ ანდრეი ხავანოვის თქმით, სიყვარულის და ალერსის მწვავე გამოხატვის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის კბენის, მოჭერის, ცემის, ტკივილის მიყენების სურვილი ფართოდ არის გავრცელებული და, როგორც ჩანს, კულტურულ კონტექსტზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ამ ფენომენს „საყვარელი აგრესია“ ეწოდება.
ამ ფენომენის სამეცნიერო კვლევა შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღემდე კვლევის საგანს წარმოადგენს. მთავარი ჰიპოთეზა ის არის, რომ კბენით ჩვენ ვაკონტროლებთ განცდილ და განსაცდელ ემოციებს, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში გავცემთ ან ვიღებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემოციების რეგულირებისა და დაბალანსების მექანიზმები აქტიურდება ისე, რომ გრძნობებმა არ დაგვამარცხოს.
სხვათა შორის, სიყვარულის და ალერსის მწვავე შეტევამ შეიძლება ერთდროულად გააღვიძოს როგორც აგრესია, ასევე, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, კვების სურვილი.
 
ფაქტია, რომ გრძნობების და ქცევის ასეთი უძველესი და მნიშვნელოვანი ფორმების - სიყვარულის, მზრუნველობის, აგრესიის, შიმშილის - ნერვული ცენტრები ტვინის ჰიპოთალამუსის რეგიონში, ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და ერთ-ერთი მათგანის ძლიერი აგზნება შეიძლება სხვებზეც გავრცელდეს, რაც ფეტიშის
(გადატ. უპირობო, უსიტყვო აღიარების, ბრმა თაყვანისცემის საგანი)
ასეთ უცნაურ ნიმუშს ქმნის.- განმარტავს ანდრეი ხავანოვი.
 
ფსიქოთერაპევტი ალექსეი ვილკოვი გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია თქვენი გრძნობების გამოხატვა (თუნდაც ამ გზით), მაგრამ ყოველთვის აუცილებელია პარტნიორის რეაქციის და სურვილის გათვალისწინება. თუ ის მზად არის ასეთი იმპროვიზირებული ქმედებებისთვის, მაშინ ორივე კმაყოფილი და ბედნიერი იქნება.  თუმცა, ბევრ ადამიანს ეს მიუღებლად ეჩვენება და არ იწონებს სიყვარულის გამოხატვის ამ ფორმას. ამიტომ სხვა შემთხვევაში, თუ პარტნიორის თანხმობა არ გაქვს ეს უკვე ძალადობად აღიქმება.
 
 
ვისაუბროთ ამ ფენომენზე უფრო ვრცლად. განვიხილოთ ნაკბენები სექსში, ანუ ოდაქსელაგნია, როგორც პოპულარული ფეტიში.
რა არ მოსდის ადამიანებს თავში სექსის, პრელუდიის და უბრალოდ საყვარელ ადამიანთან სიახლოვის დროს?! ბევრი აღიარებს, რომ უცნაურ გრძნობას განიცდის - სურვილს, რომ ძლიერად უკბინოს პარტნიორს, სიტყვასიტყვით, ასე ვთქვათ, „მოკბიჩოს მისი სხეული“. და ეს სურვილი საკმაოდ შემაწუხებელია - იმდენად, რომ დიდი ძალისხმევა გიწევს თავის შესაკავებლად.
ნორმალურია თუ არა ეს? ღირს თუ არა სექსის დროს კბენის პრაქტიკა? როგორ გავაკეთოთ ეს სწორად, რომ ზედმეტი გრძნობებისა და ემოციებისგან მოგვრილი კბენის წყურვილი დავიკმაყოფილოთ? მოდით, ეს თემა ექსპერტებთან ერთად დეტალურად განვიხილოთ.
 
.რა არის კბენის მიზეზი სექსში? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არსებობს სპეციალური ტერმინიც კი - ოდაქსელაგნია. სამეცნიერო თვალსაზრისით, ეს არის სექსუალური პარაფილია, (   პარაფილია (ბერძ. παρά — გარდა, გარეშე; φιλία — სიყვარული) — სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით პარაფილიას მიაკუთვნებენ F65 ჯგუფის დიაგნოზს (ფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევა, პიროვნულობისა და მომწიფების ასაკში ქცევის დარღვევა, სექსუალური უპირატესობის დარღვევა) რომლის დროსაც ადამიანი განიცდის უჩვეულო სექსუალურ აღგზნებას, რომელიც დაკავშირებულია კბენასთან. ხშირად ეს ფეტიში ასოცირდება სადიზმთან, მაზოხიზმთან და ზოგადად BDSM კულტურასთან.
თუმცა, სტატისტიკის, გამოკითხვებისა და კვლევების მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი პერიოდულად გრძნობს პარტნიორის კბენის სურვილს. ფეტიშის თავისებურება ის არის, რომ ნაკბენები ძირითადად „თამაშის“ ხასიათისაა - ისინი არ გულისხმობენ კანის გახვრეტას ან დაზიანებას. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი შეიძლება გაიტაცოსამ ქმედებამ, და საზღვრები ვერ დაიცვას „თამაშსა“ და ძალადობას შორის.
 
.კბილების კვალის ან კანზე სილურჯის დატოვება - ეს ყველაფერი აგზნების ხარისხზეა დამოკიდებული. ამ ფეტიშის მიზეზები ზუსტად არ არის ცნობილი. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კბენის სურვილი პრიმიტიული ინსტინქტების გამოვლინებაა. ამრიგად, ძლიერი ემოციების არჩევანი ხდება, ეიფორიის განცდა ჩნდება და აგზნება იზრდება.
ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ის აზრი, რომ კბენის სურვილი მათ საშუალებას აძლევს გამოხატონ და გაანთავისუფლონ საკუთარი შინაგანი ველური, ვამპირი ან პრიმიტიული არსება. 
 
.უნდა კბენდეთ თუ არა პარტნიორს სექსის დროს და როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? კბენაში ცუდი არაფერია სექსის დროს ან მის წინ.
მთავარია, პარტნიორს არ ავნოთ და მისი სურვილის წინააღმდეგ არ დააზიანოთ. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი იკავებს იმპულსებს, რადგან არ ესმის, როგორ კბენდეს სწორად პარტნიორს, რათა ერთდროულად დატკბეს ამით და საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო იყოს და არა მტკივნეული. მოდით, გავარკვიოთ, როგორ ხდება ეს:
 
_კბენის ძალა. ყველას განსხვავებული ტკივილის ზღვარი აქვს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: კბენის ძალა ისეთი უნდა იყოს, რომ პარტნიორს ავნოს. გაუგებრობებისა და წყენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ განიხილოთ საზღვრები, განიხილოთ მისაღები და ასატანი ტკივილის დოზა.. შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ნაკბენის ძალა, ექსპერიმენტი ჩაატაროთ - იდეალურ „ოქროს შუალედამდე“ მისასვლელად, რომელიც ორივეს მოერგება.
 
_კბენის ადგილი. აქ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია კბენა იმ ადგილებში, სადაც კანი უფრო სქელია. უმჯობესია არ კბენდეთ ინტიმურ ადგილებში, ბარძაყის შიდა მხარეს, კისერზე ან წინამხრებზე - იქ კანი ძალიან ნაზია და მისი დაზიანების ალბათობა ძალიან მაღალია. თუმცა ესეც პირადი შეთანხმების და სიამოვნების ამბავია.
 
_ხმის თანხლება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კბენის დროს უმჯობესია თავი შეიკავოთ ზედმეტი ხმებისგან, რადგან ეს დამაბნეველი იქნება და სექსის განწყობაზე იმოქმედებს. რა თქმა უნდა, თუ ეს ამაღელვებელი წუწუნი ან მსუბუქი ღრენაა - მაშინ რატომაც არა?!
 
_შესაფერისი მომენტი. ასევე აღსანიშნავია, რომ კბენა ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. უმჯობესია ამის გაკეთება მაშინ, როდესაც თქვენი ყურადღება მთლიანად ერთმანეთისკენაა მიმართული და, როგორც ამბობენ, საქმე სექსს ეხება ყველაფერი ინდივიდუალურია.
 
_ნორმა თუ პათოლოგია? ექსპერტების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. ზოგი მიიჩნევს, რომ ოდაქსელანგია ნორმალური ვარიანტია, ზოგი კი ამ ფენომენს პარაფილიად, ანუ პოტენციურად საშიშ ფეტიშად მიიჩნევს. თუმცა, მეცნიერებს ყველაფრის გაზვიადება მოსწონთ: იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი პერიოდულად განიცდის აღელვებას და კბენის სურვილს,
ასეთი საშიში რომ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მთელ მსოფლიოში „კბენის“ ნამდვილი პანდემია იქნებოდა. ასე რომ, ოდაქსელაგნია სრულიად ნორმალური მოვლენაა. რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს კბენდეთ იმ დონემდე, რომ მას ატკინოთ თავი უნდა აკონტროლოთ.  ამაზე უნდა ისაუბროთ, ეს ხომ სირცხვილი არაა არა?  არ უნდა ჩაახშოთ პარტნიორის კბენის სურვილი, იმის გარკვევამდე მაინც, თუ რას ფიქრობს ის ამ საკითხზე. თუ ეს სურვილი გაგიჩნდებათ, ამაში არაფერია საშიში და სასირცხვილო.
მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და გახსოვდეთ უსაფრთხოების წესები.

😏😛☝️

დატოვე შეფასება

5

(4)
კომენტარები