მონტესუმას ანუ აცტეკური ოქროს საგანძური

მონტესუმას ანუ აცტეკური ოქროს საგანძური

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

5

(3)

465

გაზიარება:

30.07.2025

მოკლე აღწერა

რა თქმა უნდა, ბევრ ჩვენგანს სმენია აცტეკთა მმართველის, მონტესუმას საგანძურის შესახებ. თუ არა, მაშინ გადავინაცვლოთ ცენტრალურ მექსიკაში, მე-16 საუკუნის დასაწყისში - ესპანელი დამპყრობლების მიერ ამ ტერიტორიის აქტიური კოლონიზაციის პერიოდში.

მონტესუმას ანუ აცტეკური ოქროს საგანძური
 
რა თქმა უნდა, ბევრ ჩვენგანს სმენია აცტეკთა მმართველის, მონტესუმას საგანძურის შესახებ. თუ არა, მაშინ გადავინაცვლოთ ცენტრალურ მექსიკაში, მე-16 საუკუნის დასაწყისში - ესპანელი დამპყრობლების მიერ ამ ტერიტორიის აქტიური კოლონიზაციის პერიოდში.
გაგაცნობთ ამ ამბის მთავარ პერსონაჟებს: მონტესუმას, აცტეკების მმართველს (თუმცა ის საკუთარ თავს მსოფლიოს იმპერატორს უწოდებდა!), ერნან კორტესს, ესპანელ კონკისტადორს, რომელმაც ევროპელებისთვის შოკოლადი და ვანილი აღმოაჩინა, მაგრამ ამავდროულად აცტეკების სახელმწიფო გაანადგურა.
პედრო დე ალვარადო კიდევ ერთი ესპანელი დამპყრობელი იყო, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა აცტეკების მიმართ მათ დედაქალაქ ტენოჩტიტლანში.
 
ამგვარად, 1519 წელს. მცირე ჯგუფი ესპანელი ჯარისკაცებისა ერნან კორტესის მეთაურობით აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქში - ტენოჩტიტლანში ჩადის. ინდიელების რელიგიური შეხედულებები და იდეები  ახალმოსულებს მათ აიძულებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ და მათ მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ, რადგან ადგილობრივები მათ ღმერთების მაცნეებად აღიქვამენ და შესაძლოა,
და თავად ღმერთებადაც კი! აცტეკები კორტესს და მის მეომრებს თბილად დახვდნენ და საიმპერატორო სასახლეში მიიწვიეს.
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღწერილ პერიოდში აცტეკების სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ ითვლებოდა. ქვეყნის მმართველი, მონტესუმა, ასევე ზღაპრულად მდიდარი იყო. რა თქმა უნდა, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები,
რომლებიც დედაქალაქში კონკისტადორებმა შენიშნეს, ესპანელი დამპყრობლების მოხიბვლას ახერხებდნენ და ისინი იაზრებენ, რომ რაც ჩანს ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.თუმცა რამდენადაც არ უნდა თაყვანს სცემდნენ აცტეკები „თეთრ ღვთაებებს“, მათი ყოფნა გარკვეულწილად ტვირთი იყო ინდიელი მმართველისა და დიდგვაროვნისთვის. იმისათვის, რომ მათი გული მოეგოთ, მაგრამ ამავდროულად რაც შეიძლება სწრაფად გაეგზავნათ უკან, საიდანაც ისინი მოვიდნენ,
მონტესუმამ გადაწყვიტა, კორტესის მეშვეობით ესპანეთის მეფისთვის სხვადასხვა სიმდიდრე ეჩუქებინა. თუმცა, კორტესი მიხვდა, თუ რამდენად მეტი საგანძური შეიძლებოდა აცტეკების დედაქალაქში შენახულიყო და იმათი დედაქალაქის დატოვებას არ ჩქარობდა.
 
მწუხარების ღამე
 
ესპანელ დამპყრობლებს შორის ხშირად თავს იჩენდა შიდა გაუგებრობა და მეტოქეობის სული. ნაკლებად იღბლიანებს შურდათ უფრო იღბლიანების წარმატებები. შურისა ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, რა თქმა უნდა, თავად კორტესი იყო. ერთ დღეს, კორტესსა და კუბელ გუბერნატორს (ასევე ერთ-ერთ ესპანელ დამპყრობელს) შორის სერიოზული ინციდენტი მოხდა: ეს უკანასკნელი პირველის დატყვევებას ცდილობდა.
ამ ეპიზოდის დეტალებში ჩაუღრმავებლად ვიტყვით, რომ ერნან კორტესი იძულებული გახდა გარკვეული დროით დაეტოვებინა ტენოჩტიტლანი და მისი არყოფნისას მან ლიდერად პედრო დე ალვარადო დანიშნა. იმავე დე ალვარადოს ხელმძღვანელობით, 1520 წელს, ტაძარში, სადაც აცტეკები - ძირითადად პოლიტიკური და რელიგიური თავადაზნაურობის წარმომადგენლები - მივიდნენ მნიშვნელოვანი რელიგიური ცერემონიის ჩასატარებლად, სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა.
აცტეკების ელიტის საზიზღარი და მზაკვრული მკვლელობა შურისძიების გარეშე არ დარჩენილა: უბრალო ხალხი ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდა. თუმცა, კონკისტადორებისთვის ხსნა მოულოდნელი ადამიანისგან მოვიდა: აცტეკების იმპერატორმა მონტესუმამ და მისმა არმიამ მათი დახმარება გადაწყვიტეს! მონტესუმა თანატომელებს დაჰპირდა, რომ თუ ისინი აჯანყებას შეაჩერებდნენ, დამპყრობლები თავად დატოვებდნენ მათ მიწებს.
აცტეკები მონტესუმას ქმედებებს ღალატად მიიჩნევდნენ, რისთვისაც ლიდერმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა კიდეც...
 
ხსნა და დანაკარგი
 
ამ დაგვიანებამ და, როგორც ჩანს, ფორტუნამაც ესპანელებს სიკვდილი თავიდან ააცილა. უფრო მეტიც, მათ მაინც შეძლეს მონტესუმას უთვალავი საგანძურის ხელში ჩაგდება (ასეთი იყო მათი დიდი მადლიერება ლიდერის მიმართ, რომელმაც ისინი გადაარჩინა!) და გემებზე ჩატვირთვა.
მაგრამ საგანძური იმდენად მძიმე იყო, რომ რამდენიმე გემი მათი სიმძიმის ქვეშ ჩაიძირა. გადარჩენილები საბოლოოდ ესპანეთში გაემგზავრნენ. თუმცა, ამბავი და კონკისკადორთა სიხარბე ამით არ დასრულებულა.
 
ერთი წლის შემდეგ კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა. ის დარწმუნებული იყო, რომ აცტეკებმა მონტესუმას გადარჩენილი საგანძური ფსკერიდან ამოიტანეს (ეს ტბაზე მოხდამ, რადგან გმები სწორედ იქ დატვირთეს).
მან მოითხოვა, რომ ახალ მმართველს გაემხილა, სად იყო დამალული საგანძური, მაგრამ ბელადმა საიდუმლო შეინახა. 1520 წლის მოვლენების შემდეგ, რომელიც მწუხარების ღამის სახელითაა ცნობილი, ესპანელები და სხვა ევროპელები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ აცტეკების ოქროს მთელ მექსიკაში, მაგრამ უშედეგოდ.
აცტეკური ოქროს ლეგენდა დღემდე აღაფრთოვანებს მრავალ თავგადასავლების მაძიებელს. თქვენც მათ შორის ხართ?

 

დატოვე შეფასება

5

(3)
კომენტარები