მფრინავი ჰოლანდიელი - გემი მოჩვენება

მფრინავი ჰოლანდიელი - გემი მოჩვენება

ავტორი
antonio gover

antonio gover

შეფასება

5

(1)

60

გაზიარება:

05.07.2025

მოკლე აღწერა

ევროპულ საზღვაო ლეგენდაში ''მფრინავი ჰოლანდიელი'' სამუდამო ცურვისთვის განწირული გემი მოჩვენებაა, მეზღვაურებისთვის მისი გამოჩენა გარდაუვალ კატასტროფას ნიშნავდა, არსებობს უამრავი შემთხვევა როცა მეზღვაურები ამტკიცებდნენ რომ ''ის'' დაინახეს, თუმცა დღემდე მისი არსებობის დამადასტურებელი, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს...

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, კაპიტანი ვანდერდეკენი თავის ხსნას ქარიშხლის დროს კეთილი იმედის კონცხის შემოვლის ნაჩქარევ დაპირებაზე დებს და ამგვარად, სამუდამოდ ამ გზას ადგას; სწორედ ეს ინტერპრეტაცია ქმნის გერმანელი კომპოზიტორის რიჰარდ ვაგნერის ოპერის ''მფრინავი ჰოლანდიელი'' (1843) საფუძველს.

კიდევ ერთი ლეგენდა ასახავს კაპიტან ფალკენბერგს, რომელიც მარადიულად მიცურავს ჩრდილოეთის ზღვაში და ეშმაკთან ერთად თამაშობს კამათლებს თავისი სულისთვის. კამათლის თამაშის მოტივი მეორდება ინგლისელი პოეტის, სამუელ ტეილორ კოლრიჯის ''მოხუცი მეზღვაურის სიმღერაში'' (1798); მეზღვაური ხედავს მოჩვენებით გემს, რომელზეც სიკვდილი და სიცოცხლე თამაშობენ კამათლებს მის მოსაგებად. შოტლანდიელმა მწერალმა სერ უოლტერ სკოტმა გადმოსცა ლეგენდა თავის თხრობით პოემაში ''როკები'' (1813); გემზე მკვლელობა ხდება და ეკიპაჟში ჭირი ვრცელდება, რის გამოც გემის ყველა პორტი იკეტება.

სხვათაშორის გაგიკვირდებათ და დღესაც უამრავი ადამიანი არსებობს ვისაც მფრინავი ჰოლანდიელის არსებობის სჯერათ და შიშით კანკალებენ იმის წარმოდგენისას რომ ერთ დღესაც შეიძლება სადმე გადაეყარონ 🙂

დატოვე შეფასება

5

(1)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze