მერაბ დვალიშვილი და ნინა დრამა საქართველოში არიან ❤️

მერაბ დვალიშვილი და ნინა დრამა საქართველოში არიან ❤️

შეფასება

0

(0)

39

გაზიარება:

12.06.2025

მოკლე აღწერა

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. დვალიშვილი დღეს რიყის პარკში გულშემატკივრებს შეხვდა, ასევე მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

''ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ქართველ გულშემატკივარს საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთ ენერგიას ვიღებ, რომ არასოდეს მინდა ამ სპორტს თავი დავანებო და გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ჯანი და ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ'', – განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.

ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. მერაბი შეერთებულ შტატებში 21 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა გამხდარიყო MMA-ს მებრძოლი და ვარჯიში რეი ლონგოსა და მეტ სერას ხელმძღვანელობით დაიწყო.

2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

2024 წლის 14 სექტემბერს, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
2025 წლის 18 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, როდესაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ჩემპიონი დღეს დილით დაბრუნდა საქართველოში მეგობრებთან ერთად რომელთა შორისაც არის ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რი ნინა მარი დანიელი, ცნობილი როგორც ''ნინა დრამა''


ავტორი: ლილა ნესი

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები