მარტოობის მოყვარული მოგზაურების საყვარელი ველური ადგილები ევროპაში

მარტოობის მოყვარული მოგზაურების საყვარელი ველური ადგილები ევროპაში

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

0

(0)

48

გაზიარება:

29.06.2025

მოკლე აღწერა

ისინი აღფრთოვანებულნი რჩებიან არაჩვეულებრივი პეიზაჟებით, ისლანდიის შავი ქვიშის უდაბნოებიდან პოლონეთის მომაჯადოებელ ტყეებამდე, გზად მგლების, დათვებისა და ყაყაჩოების თანხლებით...

იტალიის ნაკლებად ცნობილი მწვერვალები

იულიუსის ალპები ძირითადად სლოვენიაშია, მაგრამ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ ამ მთის ქედის ნაკლებად ცნობილ იტალიურ ნაწილში, პეიზაჟები საოცარია: წვეტიანი თეთრი, კირქვის მწვერვალები ღრმა და იდუმალი ფიჭვნარით დაფარულ ხეობებზე.
მთამსვლელის, იულიუს კუგის წიგნები რომანტიკულად აღწერს ამ უზარმაზარ ველურ ბუნებას, რომლის ბუნდოვანებაც გაგაოცებთ. ბუნება უხვადაა სხვადასხვა დიდი ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და ფლორით სავსე. თუ გიყვართ ალპური თავგადასავლები, მაგრამ არ მოგწონთ უამრავი ტურისტი, მაშინ გაემგზავრეთ იქ!


მარტო ორქიდეებთან და ზღვის ფრინველებთან ერთად, შვედეთში

გოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე სტორა კარლსო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნაკრძალია და სტოკჰოლმიდან მატარებლით და ბორნით რამდენიმე საათის სავალზეა. ეს არის პაწაწინა, უხეში კირქვის კუნძული, ძირითადად მაღალი კლდე ალვარის (ბალახიანი ველური) პლატოთი. იქ ბევრი ორქიდეა და ზღვის ფრინველია და წარმოუდგენლად სურნელოვანი ჰაერი, ღამე შეგიძლიათ უბრალო ქოხში გაატაროთ ად ივახშმოთ, ცივილიზაციისგან მოშორებით, სადაც მობილური კავშირიც კი არ არის.



ვარდისფერი ჭაობი, ვარდისფერი ფლამინგოები, საფრანგეთი

ტულონსა და ხმელთაშუა ზღვას შორის, ადგილი გადაჭიმულია კონცხების, მარილიანი ვაკეებისა და სანაპირო კუნძულების სერიაზე, ჟიენის ნახევარკუნძულთან ახლოს სადაც უძველესი ვარდისფერი მარილიანი ჭაობები ზღვისკენ არის გადაჭიმული, სადაც ფლამინგოები და ყანჩები ბუდობენ. სანაპირო ბილიკები ციცაბო კლდეებზე ეკლიანია, ფიჭვნარი ტყეებია და მიმოფანტული კუნძულები, რომლებიც ზღვის ფრინველების და ველური ყვავილებითაა სავსე.



კამინო დე სანტიაგო შემოვლითი გზებით

მარტოობის მოყვარულებმა ჩრდილოეთ ესპანეთში 805 კმ-იანი (500 მილის) სიგრძის სანტიაგოს გზა აუცილებლად უნდა გაიაროთ. მესეტას, იზოლაციით ცნობილ ვრცელ, მაღალ ცენტრალურ პლატოზე, გადასვლისას, კალზადა დელ კოტოდან მანსილია დე ლას მულასამდე შემოვლითი გზით წადით ვია ტრაჯანას, ძველი, მოკირწყლული რომაული გზის გასწვრივ. თუ გიყვართ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმებნა, ველური ყვავილები და წარსულის მოჩვენებები, ეს გზა სწორედ თქვენთვის ყოფილა.



დათვები და მგლები რუმინეთის ტყეში

რუმინეთის კარპატების ტყეები, რომლებსაც მთები აკრავს გარს, შესანიშნავი ადგილია რამდენიმე კვირით თავის დასაკარგავად. ლაშქრობისას, ხეობებსა და ტყეებში აუცილებლად შენიშნავთ ყავისფერ დათვებს, მგლებს და ფოცხვერებს. წააწყდებით შუა საუკუნეების ქალაქებსა და სოფლებს, რომლებიც ტრადიციული ფოლკლორით მდიდარია. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამ სოფლებში არის ადგილობრივი ყველის დაგემოვნება და სიმღერების სიმღერა ბარზას ხეობაში მცხოვრებ სოფლელებთან ერთად. არ გამოტოვოთ პოსტავარულის მწვერვალზე (1800 მეტრი) ასვლა, საიდანაც ტერიტორიის შესანიშნავი ხედები იშლება.



ლაშქრობა ისლანდიაში

ლაუგავაგევურის ბილიკი ამ წარმოუდგენელი ქვეყნის პეიზაჟების მიკროკოსმოსია. გეოთერმული წყაროები, მაღალმთიანი თოვლიანი ველები, მრავალფეროვანი რიოლითის მთები, შავი ქვიშის უდაბნოები და არამიწიერი მთვარის პეიზაჟები. და ბოლოს, ტორსმერკის ჯადოსნური ხეობა - თორის ხეობა - არყის ტყეებს შორის, რომელიც სამი მყინვარით არის გარშემორტყმული. მთის ქოხებში დარჩენა ნიშნავს, რომ თავს მულტიკულტურული, საერთაშორისო მოგზაურთა საზოგადოების ნაწილად იგრძნობთ, სითბოთი და მეგობრობით, გაცვლილი ისტორიებითა და მოგონებებით.



სარდინიის ველური დასავლეთი

სარდინიის პოპულარულ ჩრდილოეთ სანაპიროს, სადაც ძალიან მდიდრები იახტებს აჩერებენ და დასახლებულ სამხრეთ სანაპიროს, სადაც დედაქალაქი კალიარია, შორის მდებარეობს რამდენიმე წყნარი ადგილი, სადაც ბუნება ყვავის. დასავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილი შედარებით განუვითარებელია. აქ შეგიძლიათ შეუერთდეთ ცხენებით მოსიარულე მხედრებს ბილიკებზე, უყუროთ ფლამინგოებს, რომლებიც მარილიან ჭაობებში ბუდობენ, ესტუმროთ ნურაგიის უძველეს ნანგრევებს და მზის აბაზანების მიღება დაიწყოთ სინისის მშვიდობიანი ნახევარკუნძულის თეთრ ქვიშიან პლაჟებზე.



ხორვატიის კუნძული სამოთხე

ლასტოვოს კუნძულების ბუნების პარკის ნაწილში, ხორვატიის შორეული კუნძული ლასტოვოს. ლასტოვოს კუნძული ბნელი ცითაა ცნობილი და ძალიან მოგეწონებათ ირმის ნახტომის კაშკაშა ნათება ცაზე. კუნძულის უმეტესი ნაწილი ტყით არის დაფარული, ეს ადგილი 1988 წლამდე იუგოსლავიის არმიის საკუთრებაში იყო. ეს არის ბუნებრივი სამოთხე ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი ბილიკებით, რომლებიც წყნარ პლაჟებამდე და საინტერესო ფლორასა და ფაუნამდე მიდის. იქ მოხვედრა დუბროვნიკიდან და კორჩულადან ხშირი ბორნებითაა შესაძლებელი.



ბეშჩადის დიდი მხეცები პოლონეთში

სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთი, ბეშჩადის ეროვნული პარკი, შეგიძლიათ წახვიდეთ ლაშქრობაში უზარმაზარი ძუძუმწოვრების სანახავად - ულამაზესი პეიზაჟები, გარეული ბიზონები, ირმები, მგლები, მურა დათვები, ფოცხვერები და გარეული ღორები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიტოვებული ლანდშაფტის მქონე ხეხილის ბაღები.





იმედია სტატია მოგეწონათ და გადაწყვეტთ იმოგზაუროთ

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze