მარტოობა თუ თავისუფლება?!

მარტოობა თუ თავისუფლება?!

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

4.43

(14)

2868

გაზიარება:

27.11.2025

მოკლე აღწერა

ის, ვისაც აღარ ეშინია მარტოობის, თავად ხდება სახიფათო. როცა ის აღარ ეძებს საყრდენს სხვებში, ის თავად ხდება საკუთარი თავის საყრდენი. დამოკიდებულების მქონე ადამიანი ადვილი სამართავია.

ის, ვისაც აღარ ეშინია მარტოობის, თავად ხდება სახიფათო. როცა ის აღარ ეძებს საყრდენს სხვებში, ის თავად ხდება საკუთარი თავის საყრდენი. დამოკიდებულების მქონე ადამიანი ადვილი სამართავია. მარტივია მისით მანიპულირება, ადვილია მისი დაშანტაჟება მაგალითად მარტოობით. მას ადვილად დაემუქრები და მართავ მარტო დარჩენის შიშით, მაგრამ ვინც ისწავლა, როგორ იყოს საკუთარი თავისთვის საკმარისი, ის _ მოუხელთებელი გახდება.

მას ვერ იყიდი ლამაზი კამპანიით, ვერ მოქრთამავ ურთიერთობებით, ვერ დააკავებ განშორების შიშით და ვერ გატეხავ იზოლაციით. რთულია მისთვის ე.წ. ემოციური  კარუსელის მოწყობა. ის თავისუფალია!

თავისუფალი ადამიანის ქმედებები კი ამოუცნობია, რთულია მისი წინასწარ განჭვრეტა. სისტემას, რომელიც შიშზე დგას, უჭირს მათი მართვა.

მარტოობა სუსტებისთვის სასჯელია, ხოლო ძლიერები მას საკუთარ ძალად აქცევენ. როცა ადამიანს ბედნიერებისთვის აღარ სჭირდება სხვა, ის თავად ხდება ვინც ირჩევს და აღარ არის ვინმეს არჩევანი. ასეთი ადამიანი თავად ირჩევს ვის იგუებს საკუთარ ცხოვრებაში. ის თავად აწესებს საკუთარ პრინციპებს და წესებს და ამ შეზღუდვაში თავისუფალია. ის საკუთარ თავს ფლობს.  როცა ადამიანს გაშვება აღარ უჭირს, როცა მარტოობა მისი ძალაა, როცა არჩევანი მისი პრეროგატივაა, ეს ყველაფერს ცვლის.

ის ისწავლის საკუთარი თავის ფასს. ისწავლის საკუთარი თავის ნდობას. და როცა სიმშვიდისთვის საკუთარი თავი ეყოფა, ის სრულებით დაიხსნის თავს სისტემისგან და მის წინაშე ქედს მოიხრის სამყარო.

დატოვე შეფასება

4.43

(14)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze