მარტოობა, როგორც საკუთარი თავის აღმოჩენის  გზა

მარტოობა, როგორც საკუთარი თავის აღმოჩენის გზა

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

5

(3)

304

გაზიარება:

11.04.2026

მოკლე აღწერა

როდესაც ცრუ ურთიერთობა მთავრდება და ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება, იწყება გამოღვიძების უკანასკნელი და ყველაზე რთული ეტაპი. იუნგი ამ ფაზას განდეგილის ფაზას უწოდებდა.

როდესაც ცრუ ურთიერთობა მთავრდება და ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება, იწყება გამოღვიძების უკანასკნელი და ყველაზე რთული ეტაპი. იუნგი ამ ფაზას "განდეგილის" ფაზას უწოდებდა. ეს არ არის სამყაროსგან გაქცევა, ანდაც მისი უარყოფა. ეს არის ადამიანის შინაგანი დაბადების გარდაუვალი ეტაპი, როდესაც პიროვნება, როგორც იქნა, წყვეტს მორგებული როლის თამაშს. ყველაფერს, რასაც ის აქამდე ეყრდნობოდა: მოლოდინები, შეფასებები, მოწონებები, სოციალური იდენტობის გამომსახველი ნიღბები უნდა გაქრეს, რათა ადგილი ნამდვილი „მესთვის“ განთავისუფლდეს.

 

იუნგი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი პიროვნების დაბადება მოითხოვს მისივე სოციალური პიროვნების სიკვდილს. სანამ ადამიანი მიჯაჭვულია სხვების აზრზე, ის ცხოვრობს ანარეკლის ცხოვრებით, ხოლო საკუთარი ჭეშმარიტი პიროვნება სარკის საპირისპირო მხარეს რჩება.  იუნგი ამბობდა, იმისთვის, რომ ადამიანი ყოფილიყო მიღებული, ის ირჩევდა არ ყოფილიყო უარყოფილი, ამის გამო მას უნდა ეფიქრა და მოქცეულიყო ისე, როგორც ეს მიღებული იყო და ამით კარგავდა საკუთარი ბალანსის შინაგან საყრდენს. სწორედ ამიტომ არის საჭირო იზოლაცია, რათა მარტოობაში გაჩუმდეს და გაქრეს სხვების ხმა. მხოლოდ სრულ სიჩუმეში შეიძლება საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა.

 

საკუთარი თავის ძიების პერიოდი მტკივნეულია. თავდაპირველად გეუფლება სიცარიელის განცდა. ყველაფერი, რისგანაც შენი ცხოვრება შედგებოდა ქრება და რჩები მარტო. მაგრამ სწორედ ამ სიმარტოვეში გეძლევა საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა. იმ შინაგანი სტაბილური საყრდენის პოვნის და გამოვლენის საშუალება, რომელიც არ არის დამოკიდებული სოციუმის აღქმასა და შეფასებებზე. ეს თვითმყოფადობაა და არა ეგო ან ნიღაბი. ეს თვითმყოფადობა აერთიანებს ადამიანის კავშირდაკარგულ ცნობიერსა და არაცნობიერს. ამ საყრდენის საპოვნელად გჭირდება დრო, გამძლეობა და მოთმინება. იუნგი ამ პროცესს ადარებდა მუხლუხოს პეპლად გადაქცევის პროცესს. რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სწორედ მარტოობის, იზოლაციის ანუ ჭუპრად ყოფნის პერიოდი. როცა მუხლუხო იკეტება აბრეშუმის პარკში, რათა მოკვდეს მისი წინა ფორმა და გარდაიქმნას ახალ სტრუქტურად.

 

ადამიანი მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. ამას კი შეძლებს მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებით, საკუთარი თავის აღიარების და მიღების მეშვეობით, საკუთარი ჭეშმარიტი პიროვნების შეცნობით. წინარე ეგოს სიკვდილის გარეშე არ მოხდება ეს გარდასახვა .

იუნგის თქმით, მარტოობა მტერი კი არა თავისუფალი აღქმის სივრცეა. ეს ერთგვარი შინაგანი ლაბორატორიაა, სადაც ერთდება ადამიანის ურთიერთსაწინააღმდეგო არსი_ ძალა და სისუსტე, ცნობიერი და არაცნობიერი, სიბნელე და სინათლე. აქ ადამიანი წყვეტს სიყვარულის ძებნას გარე სამყაროში, რადგან ის  საკუთარ შინაგან სამყაროს იღებს და იყვარებს და ეს სრულიად საკმარისია. და სიცარიელე ხდება უფლობა. იზოლაცია_საკუთარი ღრმა არსის გაცნობიერება. ადამიანი იაზრებს, რომ ეს სამყაროს უარყოფა კი არა, ერთგვარი მზადებაა  სწორი კომუნიკაციის ახალი ტურისთვის. სადაც ის  საკუთარი თავისგანვე გააზრებული, შემეცნებული,  აღიარებული, და თავისუფალია და ეს საკმარისია.

 

იუნგი ამბობს, რომ მხოლოდ ის, ვინც გაიარა მარტოობის ვრცელი უდაბნო შეძლებს ჭეშმარიტად თავისუფალ ურთიერთობას. რადგან ის აღარ დაწყებს გარე სამყაროში აღიარების ძებნას. ეს სიმშვიდეს მოუტანს და ის აღარ იქნება პროვოკატორი, მომთხოვნი, აღარ შეიქმნის მოლოდინებს, და სხვასთან ნებისმიერი გადაკვეთისას დარჩება კვლავ საკუთარ თავად.

ამ მომენტში მარტოობას ჩაანაცვლებს სულიერი სისავსე. ადამიანი მიხვდება, რომ არასდროს იქნება მარტო, რადგან მასში ყოველთვის იარსებებს ღრმა ცნობიერება, რომელიც  ამ მარტოობას ამოავსებს. 

დატოვე შეფასება

5

(3)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze