კვანტური უკვდავება: სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ყველაზე დაუჯერებელი თეორია
მოკლე აღწერა
არსებობს თეორია, რომ ჩვენს ცნობიერებას ფიზიკურად არ შეუძლია სიკვდილის გადატანა. ეს მისტიკა არ არის, არამედ კვანტური ფიზიკის თეორიაა. კვანტური უკვდავება აცხადებს, რომ უსასრულო, მულტისამყაროში თქვენ ყოველთვის აღმოჩნდებით იმ რეალობაში, სადაც ცოცხალი ხართ.
არსებობს თეორია, რომ ჩვენს ცნობიერებას ფიზიკურად არ შეუძლია სიკვდილის გადატანა. ეს მისტიკა არ არის, არამედ კვანტური ფიზიკის თეორიაა. კვანტური უკვდავება აცხადებს, რომ უსასრულო, მულტისამყაროში თქვენ ყოველთვის აღმოჩნდებით იმ რეალობაში, სადაც ცოცხალი ხართ.
კვანტური უკვდავება ფიზიკისა და ფილოსოფიის გზაჯვარედინზე ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იდეაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ცნობიერებას ფიზიკურად არ აქვს უნარი გადაურჩეს საკუთარი სიკვდილის მომენტს სუბიექტურ რეალობაში. ეს თეორია არ მოდის ეზოთერიზმიდან, არამედ ის კვანტური სამყაროს პარადოქსების ამოხსნის მცდელობებიდან წარმოიშვა.
.კვანტური უკვდავების მნიშვნელოვანი მომენტები
სანამ დეტალებს ჩავუღრმავდებით, მოდით განვიხილოთ სტატიაში აღწერილი ძირითადი ეტაპები და იდეები:
1.მე-20 საუკუნის შუა ხანებში ფიზიკოსმა ჰიუ ევერეტმა შემოგვთავაზა კვანტური მექანიკის მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, თითოეული კვანტური მოვლენის დროს, სამყარო იყოფა ტოტებად, რომლებიც მომავალი რეალიბის ყველა შესაძლო შედეგს ახორციელებენ.
2.კვანტური უკვდავება ამ თეორიის ინტერპრეტაციის შედეგია კონკრეტული დამკვირვებლისთვის: მისი სუბიექტური გამოცდილება უწყვეტად გრძელდება მხოლოდ რეალობის იმ განშტოებებში, სადაც ის ფიზიკურად გადარჩება.
3.თეორია არ გვპირდება მარადიულ ახალგაზრდობას ან ჯანმრთელობას, მაგრამ ის გვთავაზობს თეოტიას, რომ საკუთარი სიკვდილის მომენტი ფუნდამენტურად მიუწვდომელია სუბიექტური აღქმისთვის. ცნობიერება ყოველთვის „პოულობს საკუთარ თავს“ სამყაროში, სადაც კატასტროფა თავიდან იქნება აცილებული.
4 ექსპერიმენტი სახელად „კვანტური თვითმკვლელობა“ ნათლად აჩვენებს ამ პრინციპს: გარე დამკვირვებლისთვის შედეგი შემთხვევითია, მაგრამ თავად სუბიექტი ტესტის შემდეგ ყოველთვის აღმოჩნდება ცოცხალი.
5. მრავალი სამყაროს ინტერპრეტაციის ფარგლებში ლოგიკური თანმიმდევრულობის მიუხედავად, თეორია სპეკულაციური რჩება და ექსპერიმენტული დადასტურება არ გააჩნია
6. მთავარი კრიტიკოსები ეთიკურ პარადოქსებზე (მარადიული არსებობა დაზიანებულ სხეულებში) და ფიზიკაში ცნობიერების განმარტების არარსებობაზე მიუთითებენ - მაგალითად მათთვის გაურკვეველი რჩება, თუ რა „გადართავს“ ცნობიერს სამყაროებს შორის.
.კვანტური უკვდავების თეორიის არსი მარტივი სიტყვებით
კვანტური უკვდავების თეორიის გასაგებად, უნდა მივატოვოთ ერთიანი სამყაროს ჩვეულებრივი სურათი. იდეის საფუძველია კვანტური მექანიკის მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია (MWI), რომელიც ჰიუ ევერეტმა 1957 წელს შემოგვთავაზა.
სტანდარტული „კოპენჰაგენის ინტერპრეტაციისგან“ განსხვავებით, სადაც კვანტური სისტემა გაზომვისას მხოლოდ ერთ მდგომარეობაში „იშლება“, MWI აცხადებს, რომ კვანტური მოვლენის ყველა შესაძლო შედეგი რეალიზდება, მაგრამ სამყაროს სხვადასხვა, ურთიერთმოქმედ შტოებში.
თქვენი ცნობიერება არ არის პასიური მაყურებელი, არამედ აქტიური წამყვანია ალბათობების ოკეანეში. წარმოიდგინეთ პოტენციური სიკვდილის ნებისმიერი მომენტი: სიმაღლიდან ვარდნა, გულის შეტევა, თუნდაც სუპერნოვას აფეთქება. იმ მომენტში, როდესაც კვანტური პროცესები განსაზღვრავს შედეგს, ანუ ამ რეალობაში დგება სიკვდილი, სამყარო იტოტება. ზოგიერთ ტოტში თქვენ კვდებით. ზოგში კი სასწაულებრივად გადარჩებით მოვლენათა ნაკლებად სავარაუდო ჯაჭვის წყალობით.
კვანტური უკვდავების არსი მარტივია: თქვენი სუბიექტური ცნობიერება უწყვეტად აგრძელებს არსებობას მხოლოდ იმ ტოტებში, სადაც ცოცხალი რჩებით. სწორედ ამის გამო თქვენ ვერასდროს განიცდით საკუთარი სიკვდილის მომენტს - თქვენ უბრალოდ აღმოჩნდებით რეალობაში, სადაც ის არ არსებობდა.
გიფიქრიათ რატომ ხდება, რომ ადამიანს არასდროს ესიზმრება, რომ საკუთარ სიზმარში მოკვდა. თუ ვიტყვით, რომ სიზმარი ჩვენს ქვეცნობიერში დალექილი მოგონებები და გამოცდილებაა, რატომ არ გვაქვს მოგონებები საკუთარ სიკვდილზე? იქნებ იმიტომ, რომ ის რეალურად არც კი გამოგვიცდია?!
თქვენი არჩეული განშტოების გარე დამკვირვებლისთვის თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ. თქვენთვის კი ეს ერთადერთი შესაძლო გამოცდილებაა.
.აზრობრივი ექსპერიმენტი: „კვანტური თვითმკვლელობა“ და იღბლიანი ფენომენი
კვანტური უკვდავების არსი საუკეთესოდ არის ილუსტრირებული „კვანტური თვითმკვლელობის“ სახელით ცნობილი აზრობრივი ექსპერიმენტით (ჰანს მორავეცი, ბრუნო მარშალი, 1980-იანი წლების ბოლოს). წარმოიდგინეთ,
თქვენკენ მიმართული იარაღი. იარაღი თავად „წყვეტს“ სროლას, ერთი კვანტური ნაწილაკის მდგომარეობის (მაგალითად, მისი ბრუნვის) აქედან გამომდინარე გასროლის ალბათობა 50%-ია.
თქვენ აჭერთ ჩახმახს. MWI-ის მიხედვით, სამყარო მყისიერად იყოფა:
A განშტოებაში (50%) ტყვია „გასროლილ“ მდგომარეობაშია - თქვენ მკვდარი ხართ.
B განშტოებაში (50%) ტყვია „გაუსროლელ“ მდგომარეობაშია - თქვენ ცოცხალი ხართ.
თქვენი, როგორც დამკვირვებლის, ცნობიერება მხოლოდ B განშტოებაში აღმოჩნდება. A განშტოებას უბრალოდ გამოტოვებს. ამიტომ თქვენ ხედავთ, რომ იარაღმა არ გაისროლა. თუ ექსპერიმენტი კვლავ გამეორდება,
თქვენი ცნობიერება კვლავ აღმოჩნდება იმ განშტოებაში სადაც თქვენ გადარჩით. 10, 100, 1000 მცდელობის შემდეგ, ფაქტობრივად წარმოუდგენლად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ. მაგრამ ეს ბუნებრივია: თქვენ ყოველთვის იმ რეალობის ტოტში ხართ, სადაც მოწყობილობა ანუ იარაღი გაუმართავია. ეს არის კვანტური უკვდავება მოქმედებაში - ერთგვარი იღბლის ილუზია, როგორც ცნობიერებისთვის არსებული გარდაუვალობის ფაქტი. ანუ კვანტური უკვდავობის პრინციპის მიხედვით, ყოველ ჯერზე, როცა თქვე სასწაულებრივად გადაურჩით სიკვდილს, მაგალითად უბედურ შემთხვევას, სადღაც სხვა განშტოებაში შესაძლოა თქვენ მოკვდით, უბრალოდ ამ რეალობაში ეს არც კი გახსოვთ.
.რით განსხვავდება კვანტური უკვდავება „ შროდინგერის კატისგან“
მთავარი განსხვავება დამკვირვებლის როლსა და გამოცდილების სუბიექტურობაშია. კლასიკურ ექსპერიმენტში, დახურულ ყუთში მყოფი კატა, რომელშიც ატომის დაშლის შედეგად უკვე გააქტიურებული საწამლავია, ითვლება, როგორც ცოცხლად, ასევე მკვდარად, სანამ ყუთი არ გაიხსნება („სუპერპოზიცია“). დაკვირვება სისტემას ერთ მდგომარეობაში აქცევს.
ამ შემთხვევაში დამკვირვებელი სისტემის შიგნითაა: თქვენ ერთდროულად კატაც და დამკვირვებელიც ხართ;
კოლაფსი არ ხდება, ხდება მორიგი განშტოება: როდესაც ყუთს გარე დამკვირვებელი ხსნის, ის თავის რეალობაში ცოცხალ ან მკვდარ კატას ხედავს.
მაგრამ თავად კატის ცნობიერება (თუ მის არსებობას ვივარაუდებთ) მხოლოდ იმ ტოტებში იარსებებს, სადაც ის გადარჩა. კატისთვის სუპერპოზიციები
„ცოცხალი/მკვდარი“ სუბიექტურად არ არსებობს - ის ყოველთვის ცოცხლად აღმოჩნდება ექსპერიმენტის შემდეგ რეალობის თავის შტოში.
.კვანტური უკვდავების თეორიის ისტორია
კვანტური უკვდავების თეორიის ისტორია არის რადიკალური სამეცნიერო იდეის აღიარებისთვის ბრძოლის ისტორია. ის არ დაბადებულა ვაკუუმში,
და კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციის ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის მცდელობების შედეგად. მისი გზა - უარყოფილი დისერტაციიდან სამეცნიერო კონფერენციებზე ცხარე დებატებამდე მიდის.
1957წ: ჰიუ ევერეტი და მულტისამყაროს თეორიის დაბადება
ამერიკელმა ფიზიკოსმა ჰიუ ევერეტ III-მ თავის სადოქტორო დისერტაციაში წამოაყენა უნივერსალური ტალღური ფუნქციის თეორია
გაბატონებული კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის რადიკალური ალტერნატივის წინააღმდეგ.
მის „მრავალი სამყაროს ინტერპრეტაციაში“ ნათქვამი იყო, რომ სამყაროს ტალღური ფუნქცია არასდროს იშლება. ამის ნაცვლად, თითოეული კვანტური გაზომვისას, რომელსაც მრავალი შესაძლო შედეგი აქვს, სამყარო „იყოფა“ იმდენ ასლად, რამდენი შედეგიც არსებობს და თითოეული ასლი მათგან ერთ-ერთს ახორციელებს. ყველა შტო რეალურია და პარალელურად არსებობს.
კვანტური მექანიკის თეორიის შემქმნელმა, ნილს ბორმა და მისმა მიმდევრებმა ეს იდეა არ მოიწონეს და მას „მეტაფიზიკური“ და „არაეკონომიუს“ უწოდეს. იმედგაცრუებულმა ევერეტმა აკადემიური კარიერა მიატოვა. თეორიის განხილვა დროებით შეწყდა.
მხოლოდ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს ეს ნაშრომი და მანაც მხარდამჭერების მოპოვება დაიწყო.
.არსებობს თუ არა კვანტური უკვდავების თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულებები? კვანტური უკვდავების იდეა ფორმალურად არ არღვევს ფიზიკის ცნობილ კანონებს, მაგრამ სერიოზული კონცეპტუალური და პრაქტიკული პრობლემების წინაშე დგას. მოდით განვიხილოთ ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
არგუმენტები შესაძლებლობის სასარგებლოდ:
.ლოგიკურად გამომდინარეობს MWI-დან, თუ მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია სწორია (და ის ერთ-ერთ წამყვანად რჩება დეკოჰერენტობასთან - სისტემის მიერ გარემოსთან ურთიერთქმედებისას კვანტური თვისებების დაკარგვასთან - და კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის მოდიფიკაციებთან ერთად), მაშინ კვანტური უკვდავება მისი ლოგიკური შედეგია შეგნებული დამკვირვებლისთვის.
.ანთროპული პრინციპი (ცნობიერების მიმართ გამოყენებული). ჩვენი არსებობის ფაქტი და ამ კითხვის დასმის უნარი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რეალობის იმ შტოში ვართ, რომელიც აქამდე ცნობიერების შესანარჩუნებლად ხელსაყრელი იყო.
.კვანტური გაურკვევლობა მაკრო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკოჰერენტობა სწრაფად ანადგურებს მაკრო ობიექტების კვანტურ ეფექტებს, სიცოცხლისთვის კრიტიკული პროცესები (მაგ., ნეირონის ზუსტი გააქტიურების დრო, დნმ-ის მუტაცია, უჯრედში ერთი იონის ქცევა) შეიძლება დამოკიდებული იყოს მიკროსკოპულ კვანტურ მოვლენებზე. ეს ქმნის განშტოების წერტილებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.
.თეორიის კრიტიკა
მიუხედავად აშკარა ლოგიკური თანმიმდევრულობისა, კვანტური უკვდავება არაერთ ფუნდამენტურ წინააღმდეგობას აწყდება. თეორიის კრიტიკა მოდის როგორც ფიზიკისგან, რომელიც ძირითადი კანონების დარღვევაზე მიუთითებს, ასევე ფილოსოფიიდან, რომელიც ცნობიერებისა და პიროვნული იდენტობის განსაზღვრის პრობლემებს აღნიშნავს.
ეს არგუმენტები ეჭვქვეშ აყენებს ასეთი არარეალური სცენარის განხორციელების შესაძლებლობას.
.ცნობიერების განსაზღვრის პრობლემა. ფიზიკა არ განსაზღვრავს ცნობიერებას. სად გადის ზღვარი? „შეგნებულ დამკვირვებელს“, რომლის გამოცდილების გაგრძელება გარანტირებულია, და რთულ სისტემას (მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს ან ცხოველს) შორის? თეორია ამ საკითხზე დუმს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დევიდ ჩალმერსის „ცნობიერების რთული პრობლემა“.
.პიროვნული იდენტობის პრობლემა. საკითხავია, რეალობის ის განშტოება, სადაც ბირთვული აფეთქების შედეგად მძიმე დამწვრობები და ტვინის დაზიანები გადაიტანეთ, ისევ თქვენ ხართ? გადაურჩება თუ არა „მე“-ს უწყვეტობა ასეთ რადიკალურ ცვლილებებს? ფილოსოფოსი დერეკ პარფიტი ამტკიცებდა, რომ მნიშვნელოვანია არა ნივთიერების უწყვეტობა, არამედ ფსიქოლოგიური კავშირის უწყვეტობა, რომელიც ასეთ სცენარებში ირღვევა.
.თერმოდინამიკისა და ენერგიის შენახვის დარღვევა
სუპერნოვაში გადარჩენის მსგავსი სცენარები მოითხოვს მაკროსკოპულად შეუძლებელ რყევებს, რომლებიც არღვევენ თერმოდინამიკის მეორე კანონს უკიდურესად მცირე ალბათობით. MWI მოითხოვს რეალობის განტოტების ფიზიკურ შესაძლებლობას. თუ მდგომარეობა ფიზიკურად შეუძლებელია
მაგალითად, ადამიანი, მთელი და უვნებელი, ვაკუუმში მილიარდი გრადუსის ტემპერატურაზეა, მაშინ ასეთი განშტოება უბრალოდ არ არსებობს. ანუ მისი ფიზიკური გადარჩენის შანსი ნულია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შონ კეროლის წიგნი „რაღაც ღრმად დამალული“.
.ექსპერიმენტული დადასტურების შეუძლებლობა. სხვა განშტოებების მკვდარ დამკვირვებლებს(ანუ „მეს“ გარდაცვლილ ვერსიას) არ შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ამიტომ ასეთი რეალობის ნებისმიერი გარე დამკვირვებლისთვის ადამიანის სიკვდილი შემთხვევით მოვლენას ჰგავს. ანუ ჩვენ შევესწარით სხვისი სიკვდილის ფაქტს. ამით ის ადამიანი ჩვენს რეალობაში დამთავრდა და ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ და ვერ დავამტკიცებთ, რომ მან სიცოცხლე სხვა განშტოებაში ისე გააგრძელა, რომ ჩვენს რეალობაში საკუთარი სიკვდილი ვერც კი გააცნობიერა. თეორია პროგნოზებს მხოლოდ სუბიექტურ გამოცდილებაზე აკეთებს, რომელიც ფუნდამენტურად გარედან არ არის დაკვირვებადი და უდავოა. ეს მეცნიერების ფარგლებს სცილდება და მეტაფიზიკის სფეროში გადადის
.კვანტური უკვდავების ფილოსოფიური ასპექტი
კვანტური უკვდავება
მხოლოდ ფიზიკური ჰიპოთეზა არ არის. ეს არის ფილოსოფიური დროის ბომბი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ინტუიციებს სიკვდილის, იდენტობისა და არსებობის მნიშვნელობის შესახებ. ის სიკვდილს აბსოლუტური დასასრულიდან რეალობის ხეზე გაყოფის წერტილად გარდაქმნის, მაგრამ ასევე ახალ, შესაძლოა უფრო ბნელ, კითხვებსაც ბადებს.
_სიკვდილი, როგორც აღქმის ილუზია
თუ თეორია სწორია, მაშინ სიკვდილი, მისი ჩვეულებრივი გაგებით, მხოლოდ ჩვენი აღქმის შეზღუდვებით წარმოქმნილი ილუზიაა. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს შტოში მყოფი სხვა ადამიანების სიკვდილს, მაგრამ მათი ცნობიერება (თეორიულად) პარალელურ სამყაროებში გრძელდება.
ჩვენივე ცნობიერება არასდროს წააწყდება ჩვენსავე არარსებობას - ის „გადავა“ გადარჩენის ახალი რეალობის განშტოებაში. რაც არ უნდა ნაკლებად სავარაუდო იყოს ის. ეს არის რადიკალური სოლიფსიზმი კვანტურ შეფუთვაში - მხოლოდ ჩემი ცნობიერების ნაკადია რეალური და უწყვეტი.
_მარადიული ტანჯვის პარადოქსი: ჯოჯოხეთი გასასვლელის გარეშე
კვანტური უკვდავების, როგორც ნუგეშის, ყველაზე ძლიერი ფილოსოფიური კონტრარგუმენტი მარადიული ტანჯვის პარადოქსია. შესაძლოა, ის ტოტები, სადაც არაადამიანურ პირობებში (კატასტროფის შემდეგ, აუტანელ ტკივილში, ვეგეტატიურ მდგომარეობაში რჩება ადამიანი, ანუ არც კვდება არც რჩება.) სიკვდილს გადარჩები, გაცილებით მრავალრიცხოვანი იყოს, ვიდრე ის ტოტები, რომლებსაც ბედნიერი შედეგი აქვთ.
თეორია ცნობიერების გაგრძელებას უზრუნველყოფს, მაგრამ არა მის ხარისხს. თქვენ განწირული ხართ სამუდამოდ „ჩავარდეთ“ იმ სამყაროებში, სადაც თქვენი არსებობა დაუსრულებელ ტანჯვას წარმოადგენს. მარადიული სიცოცხლე მარადიულ წამებად იქცევა. ეს არგუმენტი ჰიპოთეზას ბევრისთვის ეთიკურად ამაზრზენს ხდის.
.კითხვები და პასუხები:
1.თუ კვანტური უკვდავება რეალურია, რატომ არ ვხედავთ, რომ ადამიანები განიცდიან აბსოლუტურად შეუძლებელ მოვლენებს?
თეორია პროგნოზირებს კონკრეტული ცნობიერების სუბიექტურ გადარჩენას. მოცემული რეალობის გარე დამკვირვებლები ხედავენ მხოლოდ ამ რეალობაში შესაძლო შედეგებს.
ადამიანი, რომელიც თავისი რეალობის ტოტში დაცემის შემდეგ გადარჩება, სხვა ტოტების (მათ შორის ჩვენის) დამკვირვებლებისთვის ის ადამიანია, რომელიც არ დაცემულა, ან დაეცა და გარდაიცვალა. მისი წარმოუდგენელი გადარჩენა მისი ტოტის ლოკალური ფენომენია. ჩვენ, ჩვენს ტოტში, არ გვაქვს წვდომა იმ ტოტების ინფორმაციაზე, სადაც ვინმე ყველა დაბრკოლების მიუხედავად გადარჩა.
2.კვანტური უკვდავება ხსნის სიკვდილთან ახლოს მყოფ ხილვებს თუ „სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის“ გამოცდილებას?
არა, პირდაპირ ასე არ არის. თეორია სიკვდილის ნაცვლად რეალობის სხვა შტოში ცნობიერების ფიზიკურ გაგრძელებაზე საუბრობს. სიკვდილთან ახლოს მყოფი გამოცდილება (ფრენის შეგრძნება, სინათლის გვირაბი, ხილვები) ნეიროფიზიოლოგიური ფენომენია,
ხდება მომაკვდავ ტვინში მოცემული განშტოების განმავლობაში, სანამ ცნობიერება (თეორიულად) აქ არსებობას შეწყვეტს და იქ გააგრძელებს. კვლევები (მაგალითად, AWARE პროექტი) სწავლობენ ამ მოვლენებს, როგორც ტვინის ფუნქციას ექსტრემალურ პირობებში და არა როგორც სხვა რეალობაში გადასვლის მტკიცებულებას.
3.თავსებადია თუ არა კვანტური უკვდავება ციფრული უკვდავების კონცეფციასთან?
ეს განსხვავებული ცნებებია, თუმცა პოტენციურად ურთიერთგადამკვეთი. კვანტური უკვდავება MWI-ში ფუნდამენტური ფიზიკის შედეგია. ციფრული უკვდავება გონების შენარჩუნების/სიმულაციის შესახებ ტექნოლოგიური ჰიპოთეზაა. თეორია არ იძლევა გარანტიას, რომ ბიოლოგიური სხეულის სიკვდილის მომენტში თქვენი ცნობიერება ციფრულ ასლად გარდაიქმნება.
თუმცა, თუ ცნობიერების ატვირთვის ტექნოლოგია რეალობად იქცევა და თუ სკანირების/გადაცემის პროცესი კვანტურ პროცესებზეა დამოკიდებული (რაც სავარაუდოა), მაშინ MWI იძლევა ისეთი რეალობის განშტოებების საშუალებას, სადაც ცნობიერის ატვირთვა წარმატებულია და ცნობიერება ციფრული ფორმით გრძელდება. თქვენი სუბიექტური „მე“ სწორედ ასეთ განშტოებაში აღმოჩნდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ უკიდურესი ფანტასტიკის სფეროა.
დატოვე შეფასება
4.14
კომენტარები