ქცევები, რომელიც ადამიანებს ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად და მიმზიდველად აგრძნობინებს თავს

ქცევები, რომელიც ადამიანებს ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად და მიმზიდველად აგრძნობინებს თავს

ავტორი
ანა ნებაძე

ანა ნებაძე

შეფასება

2

(1)

34

გაზიარება:

28.06.2025

მოკლე აღწერა

ალბათ ყველას გყავთ, მინიმუმ ერთი ასეთი ნაცნობი - 40 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც ახალგაზრდების წრეში მოხვედრისას, თავს უფრო მსუბუქად, ხალისიანად და ცოცხლად გრძნობს, ვიდრე ყველა დანარჩენი. გაინტერესებთ რა არის მათი საიდუმლო?

როცა ახალგაზრდობაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით რომ საქმე ძვირადღირებულ კანის მოვლის საშუალებებსა და ბოსტნეულის წვენებში არ არის ( თუმცა ეს დამატებითი ბონუსია თქვენთვის 😊 ). საქმე მათ ქცევაშია.

ახალგაზრდობა მხოლოდ თქვენს უჯრედებში არ არის - ეს თქვენს სულშია. სტატიაში მოცემულია რამდენიმე დახვეწილი, საჭირო ქცევა, რომელიც ადამიანებს ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად აჩენს და თავს უფრო ახალგაზრდულად აგრძნობინებს.



ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარე ადამიანები ერთგვარ გონებრივ ნაპერწკალს ატარებენ. ისინი სვამენ კითხვებს, ცდილობენ ახალი რაღაცები ისწავლონ ად შეითვისონ, აღფრთოვანებულნი არიან იდეებით.

იქნება ეს ახალი აპლიკაციის გამოყენების სწავლა თუ დილის 2 საათზე ღრმა ზღვის მედუზების შესახებ კითხვა, ისინი არასდროს აძლევენ ტვინს საშუალებას დაიღალოს.

ფსიქოლოგები ამას „გამოცდილებისადმი გახსნილობას“ უწოდებენ, თვისებას, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ მოქნილობასთან და - გასაკვირია - ცხოვრებისეული კმაყოფილების ზრდასთან ერთად.

საქმე იმაში არ არის, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო. საქმე იმაშია, რომ საკმარისად დაინტერესებული იყო ისწავლო.


ფიზიკური ვარჯიში

გაითვალისწინეთ, რომ არ არის სავალდებული კვირაში ხუთჯერ განსაზღვრულ დროს იაროთ სპორტდარბაზში. საქმე არ ეხება ვარჯიშების ყოველდღიურობას ან ყოველი ნაბიჯის თვალყურის დევნებას.

ადამიანებს, რომლებიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ხშირად აქვთ ერთგვარი მოქნილობა მოძრაობისას. საჭმლის მომზადების დროს ცეკვავენ. დილით გასაჭიმ ვაჯიშებს ასრულებენ.

როდესაც შეუძლიათ, მანქანის მართვის ნაცვლად ფეხით დადიან. მათ სხეულის ენაში სიმსუბუქეა - მოდუნებული მხრები, ღია პოზა, შეგრძნება, რომ საკუთარ სხეულში ცხოვრობენ და არა უბრალოდ მიათრევენ მას.

მოძრაობა გავლენას ახდენს განწყობაზე, ხოლო განწყობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იქცევით.

ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.


სიცილი - ხშირად საკუთარ თავზეც

აი მაგალითად: შეხვედრის წინ ყავა გადაისხით. რას გააკეთებდით? ალბათ ინერვიულებდით, აღელდებოდით და თქვენი დღე დიდი ლაბათობით საკმაოდ ცუდად ჩაივლიდა, არადა შეგეძლოთ უბრალოდ გაგეცინათ და საერთოდ არ გეგრძნოთ უხერხულობა იმის გამო რასაც ვერანაირად ვერ შეცვლიდით.

ასეთი მომენტები გვახსენებენ რომ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამენ, მეტად ადვილად მისადგომები არიან. სიცილს რაღაც მარადიული აქვს, რაც ადამიანებს აბედნიერებს.

და აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ, სიცილი რეალურად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ენდორფინებს.

ასე რომ, დიახ, საკუთარ უხერხულობაზე ხითხითი შეიძლება სიტყვასიტყვით კარგი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.



ძლიერი ემოციური საზღვრები

თუ არსებობს ერთი ქცევა, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად აბერებს თქვენს მდგომარეობას, ეს მუდმივი ემოციური გამოფიტვაა.
ადამიანებს რომლებიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც წესი, აქვთ ფარული ძლიერი საზღვრები. დიახ, ისინი კეთილები არიან. მაგრამ ისინი ღრუბელივით არ იწოვენ მათ გარშემო არსებულ ყველა კრიზისს. მათ იციან, როგორ თქვან „ამას ახლა ვერ გავუძლებ“ დანაშაულის გრძნობის გარეშე. ისინი ირჩევენ, სად დახარჯონ თავიანთი ენერგია. საზღვრების დაწესების ეს სახეობა თვითშეფასების ფორმაა და იცავს თქვენს ნერვულ სისტემას. ფსიქოლოგია მას „ემოციურ რეგულირებას“ უწოდებს - და ეს გრძელვადიანი მდგრადობის გასაღებია.



განსხვავებული სტილი

ოდესმე შეგიმჩნევიათ, თუ როგორ ასხივებს ახალგაზრდულ ენერგიას ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი აქსესუარი - დიდი საყურეები, თამამი სათვალე, ფერადი შარფი?

ეს შემთხვევითი არ არის.

ადამიანები, რომლებიც თავდაჯერებულად გამოხატავენ თავიანთ სტილს, როგორც წესი, თავდაჯერებულობას ასხივებენ. არ აქვს მნიშვნელობა, მათი ჩაცმულობა მოდურია თუ განსაკუთრებით მიმზიდველი. საქმე მათშია. ეს ავთენტურობა ყველაფერში ჩანს.

ერთხელ ვნახე 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც ეცვა საბრძოლო ჩექმები, მკვეთრი ვარდისფერი პომადა ესვა და ვინტაჟური მაისური ჰქონდა მორგებული.

ის კაფეში მყოფი თინეიჯერების ნახევარზე უფრო მაგრად გამოიყურებოდა. არა იმიტომ, რომ „ცდილობდა“ ახალგაზრდულად გამოჩენილიყო - იმიტომ, რომ საკუთარი თავის მსგავსად იცვამდა.



რეალური კავშირები

მოდით, ვიყოთ გულახდილები: ყველა მემის, ჟარგონული ტერმინის ან აპლიკაციის განახლების თვალყურის დევნების მცდელობა შეიძლება დამღლელი იყოს.

ადამიანები, რომლებიც ძალისხმევის გარეშე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, არ მისდევენ კულტურულ ვალუტას. ამის ნაცვლად, ისინი ფოკუსირებულნი არიან კავშირზე.

ისინი საუბარში არიან ჩართულნი.

ისინი ამყარებენ თვალის კონტაქტს.

ისინი უფრო მეტს უსმენენ, ვიდრე საუბრობენ.

ისინი დაინტერესებული არიან თქვენით და არა თქვენი გამომწერების რაოდენობით.

ასეთი ინტერპერსონალური ყოფნა მაგნიტურია.

თქვენ მათთან ურთიერთობისას თავს შემჩნეულად გრძნობთ - და ეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი დაბერების საწინააღმდეგო შრატი.



თამაშების სიყვარული

სად ვუშვებთ შეცდომას? ალბათ ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე სადღაც, ჩვენ დავიწყეთ ისე მოქცევა, თითქოს გართობა ფუფუნება იყო ან - უარესი - უმწიფრობა.

მაგრამ თამაში აუცილებელია. ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან და თავს ახალგაზრდულად გრძნობენ, სიხარულს ყოველდღიური, პატარა გზებით ანიჭებენ უპირატესობას. ისინი ქვიშის ციხესიმაგრეებს აშენებენ დისშვილებთან ერთად.

ისინი ცდილობენ როლიკებით სიარულს.

ისინი ხატავენ სასაცილო ნახატებს ან მღერიან კარაოკეს, ამის კარგად გამოუცდელობის გარეშე.

აქ ფსიქოლოგიური ტერმინია „ფლოუ“ - ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც სრულად ხარ ჩაფლული რაღაც მხიარულში და გამომწვევში. ეს ამცირებს სტრესს, ზრდის კრეატიულობას და დიახ, გინარჩუნებს გონებრივ ახალგაზრდობას.



სიკეთე და არა ვალდებულება

არსებობს განსხვავება ვალდებულებაზე დაფუძნებულ სიკეთესა და ნამდვილ, რეალურ სიკეთეს შორის.

ახალგაზრდული ენერგია ხშირად ნამდვილი კეთილშობილებიდან მოდის - კომპლიმენტის მოლოდინის გარეშე ვინმესთვის კომპლიმენტის თქმა, ღიმილით კარის დახურვა, მეგობრის მოკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გინდა.

ეს არ არის დიდებული ჟესტები. მაგრამ ისინი სითბოს ასხივებენ და სითბო უკვდავია.

ადამიანები, რომლებიც თავს ახალგაზრდულად გრძნობენ, მიდრეკილნი არიან ინვესტიცია მოახდინონ მცირე სიკეთეებში არა იმიტომ, რომ ასე უნდა მოიქცნენ, არამედ იმიტომ, რომ მოსწონთ კავშირის შეგრძნება.

მათი თანაგრძნობა არ არის პერფორმანსული - ის რეალურია.




დასკვნა

ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არაფრის რადიკალური გაკეთება არ არის საჭირო. უბრალოდ, რამდენიმე ასეთი ჩვევა გამოიყენეთ და დანარჩენი თქვენს ბუნებრივ ენერგიას მიანდეთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რამდენად ახალგაზრდულად იგრძნობთ თავს.

დატოვე შეფასება

2

(1)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze