კოსმოსში ყველაზე უნიკალური 🌳

კოსმოსში ყველაზე უნიკალური 🌳

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

3.57

(7)

627

გაზიარება:

18.03.2026

მოკლე აღწერა

ერთ კითხვას დაგისვამთ, თუ იცით რა არის კოსმოსში ყველაზე იშვიათი და აქედან გამომდინარე, ყველაზე ძვირფასი მასალა? თქვენ ფიქრობთ, ეს რაიმე ძვირფასი მეტალია?

ერთ კითხვას დაგისვამთ, თუ იცით, რა არის კოსმოსში ყველაზე იშვიათი და აქედან გამომდინარე, ყველაზე ძვირფასი მასალა?

თქვენ ფიქრობთ ოქრო, ძვირფასი მეტალები და ძვირფასი ქვები? სულაც არა!

კოსმოსი სავსეა ამ მეტალებით. მხოლოდ ფსიქას ასტეროიდი, მაგალითად იმდენ ოქროს და პლატინას შეიცავს, რომ ის საკმარისი იქნებოდა, რომ მილიარდელად ექცია დედამიწის ყველა მცხოვრები.

მაშ, ალმასები? არა, ეს სულაც ვარსკვლავური მტვერია. კოსმოსში ალმასის წვიმები მოდის. ნეპტუნზე და ურანზე ალმასის წვიმა ყოველდღიური ერთფეროვნებაა. ხოლო კიბორჩხალას თანავარსკვლავედის ერთი პლანეტა სულაც ალმასისგან შედგება.

_მაშინ დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: რა არის კოსმოსის ყველაზე იშვიათი და დასაფასებელი მატერიალი?

ესაა ხე! დიახ, არ მოგესმათ! ესაა ხის მასალა და ის ჯერჯერობით მხოლოდ დედამიწაზეა აღმოჩენილი. სწორედ ამ მიზეზით ის ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი და იშვიათი მასალა ხდება. ხე ესაა, რაც მხოლოდ სიცოცხლის უწყვეტი ციკლის შედეგად წარმოიშვა. ის, რაც თავად ბადებს სიცოცხლეს! ჩვენ კი, ადამიანებს, თვალი სულ შორეული კოსმოსის სივრცეებზე გვრჩება და გვავიწყდება მთავარი, რომ ამ სამყაროში თავად ვფლობთ ყველაზე უნიკალურ სიმდიდრეს. და მას სამწუხაროდ არც ვაფასებთ და არც ვუფრთხილდებით.

დავაფასოთ და ვიზრუნოთ სამყაროს ყველაზე ძვირფას მონაპოვარზე, რადგან ის სხვაგან უბრალოდ არ მოიპოვება.

დატოვე შეფასება

3.57

(7)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze