კორდიცეფსი_ პარაზიტი სოკო და ზომბი ჭიანჭველები
მოკლე აღწერა
სოკოები ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში ათასობით წლის განმავლობაში. კერძოდ, კორდიცეფსის სოკო, რომელიც ამ სტატიაში იქნება განხილული, გამოიყენება დაღლილობისა და დაბერების საწინააღმდეგოდ, ენერგიისა და ლიბიდოს გასაზრდელად და კიბოსა და გულის დაავადებების საწინააღმდეგოდაც კი.
კორდიცეფსი_ პარაზიტი სოკო.
.რა არის კორდიცეფსი სინამდვილეში? .ბუნებრივი მკვლელი თუ სუპერწამალი?
ზოგადად დოკოებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, რადგან მსოფლიოში 150 000-ზე მეტი სოკოა აღმოჩენილი და შესწავლილი. და კიდევ რამდენია შესასწავლი?
სოკოები ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში ათასობით წლის განმავლობაში. კერძოდ, კორდიცეფსის სოკო, რომელიც ამ სტატიაში იქნება განხილული, გამოიყენება დაღლილობისა და დაბერების საწინააღმდეგოდ, ენერგიისა და ლიბიდოს გასაზრდელად და კიბოსა და გულის დაავადებების საწინააღმდეგოდაც კი.
დღეს ვისაუბრებთ ამ სოკოს სამეცნიერო კვლევაზე და იმაზე, ღირს თუ არა მისი მოხმარება და რა მიზნებისთვის.
კორდიცეფსი პარაზიტული სოკოა, რომელიც რამდენადაც მიმზიდველი და საინტერესოა, იმდენად ამაზრზენია საკუთარი ბუნებით.
ბუნებაში კორდიცეფსის სოკო მკვლელია. სინამდვილეში, კორდიცეფსი სოკოების მთელი ჯგუფია. მისი უიშვიათესი სახეობები იზრდება ჩინეთის, ნეპალის, ტიბეტისა და ინდოეთის ჰიმალაის რეგიონებში, ზღვის დონიდან 3-4 ათასი მეტრის სიმაღლეზე. მეცნიერების აზრით, შესწავლილი 750 სახეობიდან კორდიცეფსის მხოლოდ 35 სახეობაა სამკურნალო.
კორდიცეფსი, როგორც აღვნიშნეთ, პარაზიტული სოკოა,
მისი სპორები, მაგალითად, ჭიანჭველებს და სხვა მწერებს აინფიცირებს - სოკო ასე მათზე კონტროლს იღებს. განიტოტება მწერის სხეულში და მართავს მას.
მწერისგან ქმნის ერთგვარ მორჩილ ზომბს და აიძულებს მას მოქმედებას საკუთარი სურვილისამებრ.
აი, როგორ იზრდება ის: სოკოვანი სპორა მწერზე ეშვება და აინფიცირებს მას. სოკოს გონიერი მიცელიუმი ვრცელდება მთელ მწერზე, ავსებს მასპინძლის მთელ სხეულს და იკვებება მისი ქსოვილებითა და საკვები ნივთიერებებით. როდესაც მწერი კვდება, მისი თავიდან ზედაპირზე ჩნდება სოკოს ნამდვილი სახე, რომლის მეშვეობითაც სამიოდ კვირაში სოკო თავის სპორებს კიდევ უფრო ავრცელებს.
გასაკვირია, რომ კორდიცეფსის თითოეული სახეობა მხოლოდ კონკრეტულ მწერს აინფიცირებს, მაგალითად, ჭიანჭველების ერთ სახეობას და სხვა სახეობებზე გავლენას არ ახდენს. ამ სოკოს შეუძლია ჭიანჭველების მთელი კოლონიაც კი გაანადგუროს.
კორდიცეფსის სარგებელი:
კორდიცეფსის ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით აღმოსავლურს, შემდეგი სასარგებლო თვისებები აქვს:
.ანთების საწინააღმდეგო თვისებები
რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ კორდიცეფსი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს, რომელსაც კორდიცეპინი ეწოდება. ეს ხელს უწყობს სხვადასხვა წარმოშობის ანთების წინააღმდეგ ბრძოლას: ფილტვების დაზიანება, ასთმა, ართრიტი, ჰეპატიტი, ათეროსკლეროზი და ა.შ.
გაზრდილი ფიზიკური გამძლეობა
.28 ადამიანზე ჩატარებულ კვლევაში, რომლებიც 3 კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდნენ და მოიხმარდნენ სოკოს ნარევს კორდიცეპსთან ერთად, ვარჯიშის ეფექტურობის ერთ-ერთი საზომის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაუფიქსირდათ: მაგალითად ჟანგბადის მოხმარების მაჩვენებელი გაიზარდა.
სხვა ეფექტები:
კვლევები აჩვენებს, რომ კორდიცეფსი სოკოს რამდენიმე სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კიბოს თერაპიაში.
.მას ასევე შეუძლია სისხლში შაქრის დონის შემცირება და ინსულინის რეცეპტორების რეზისტენტობის გაზრდა.
ოფიოკორდიცეფსი კორდიცეფსის ერთ_
ერთი სახეობას.
სწორედ ამ სახეობის გამო გავრცელდა მითი, რომ კორდიცეფსი ჭიანჭველებს ზომბებად აქცევს. თუმცა ამაში საკმაოდ ბევრი სიმართლეა.
ოფიოკორდიცეფსი ტროპიკულ ტყეებში პარაზიტობს ჭიანჭველების ერთ კონკრეტულ სახეობაზე. მწერის სხეულის სრულად იმორვილებს. სოკო აიძულებს ჭიანჭველას ავიდეს რაც შეიხლება მაღალ ხეზე, რათა რაც შეიძლება კარგად დააინფიციროს ქვემოთ მდებარე მწერები სპორების შესხურებით. ამავდროულად, მიცელიუმი არ ეხება მწერის ტვინს და ნერვიულ სისტემას. რათა არ დაუკარგოს მას მოძრაობის უნარი და მართოს ის, როგორც მარიონეტი.
სიკვდილის წინ მწერი პარაზიტის გამრავლებისთვის შესაფერის ადგილს ეძებს, ყბები მტკიცედ ეჭიდება ღეროს, საიმედოდ აფიქსირებს საკუთარ სხეულს და ჭიანჭველა ნელ-ნელა კვდება... კორდიცეფსი კი, მისით იკვებება, სპორებს ახალ მსხვერპლზე აფრქვევს.
საშინელი სოკო მსხვერპლის სხეულში მთელ უჯრედულ ქსელს ქსოვს, რომლის დახმარებითაც ის ფაქტიურად აკონტროლებს მასპინძლის სხეულის ყველა კუთხეს. ცოტა ხნის წინ, გამოვიდა სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალიც კი, რომელშიც კორდიცეფსის სპორები პრაქტიკულად ანადგურებენ კაცობრიობას და ადამიანებს ზომბებად აქცევენ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასეთი საფრთხე არ არსებობს. მაგრამ სოკო ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს მეცნიერებისთვის.
მაგალითად, მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მოულოდნელად მისი უახლოესი ნათესავი ბაიკალის ტბაში აღმოაჩინეს.
საკვები დანამატის სახით, ის ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა - ჰოლივუდშიც კი. მსახიობი გვინეტ პელტროუ მას სმუზიში ურევს, ანჯელიკა ჰიუსტონი კი ყავას ამზადებს. სოკო, სავარაუდოდ, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, მუხტავს ენერგიით, აუმჯობესებს მეხსიერებას...
მის სამკურნალო ძალას ძველ ჩინეთშიც კი სწამდათ, სადაც ტრადიციული მედიცინა დღემდე იყენებს კორდიცეპსს. სხვათა შორის, ერთ რეგიონში სოკო არა ჭიანჭველებს, არამედ მუხლუხოებს იჭერს. რუსმა მიკოლოგმა მიხეილ ვიშნევსკიმ ეს ფაქტი ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე ექსპედიციის დროს შენიშნა.
ეს ინფიცირებული მუხლუხოები, როგორც წესი, დიდ ფასად იყიდება. ზოგადად, ბუნებაში კორდიცეფსის ასობით სახეობა არსებობს.
რეალური სარგებელი კორდიცეფსის სოკოსგან:
1. ზრდის იმუნურ ფუნქციას
კორდიცეფსის მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას.
კორდიცეფსი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, კერძოდ პოლისაქარიდებს, რომელიც განაპირობებს ზემოთ ჩამოთვლილ შესაძლებლობებს.
2. ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს გონებრივ მანიპულაციებს.
კორდიცეფსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც დაგეხმარებათ ებრძოლოთ თავისუფალ რადიკალებს, რათა თავიდან აიცილოთ ოქსიდაციური სტრესი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს დაბერების სიმპტომების შემცირებას.
ამის გარდა, კორდიცეფსის ექსტრაქტი აძლიერებს იმ ანტიოქსიდანტების აქტივობას, რომლებიც პაუსიხიმგებელია ტვინის გამართულ მუშაობაზე. ესენია: სუპეროქსიდის დისმუტაზა და გლუტათიონ პეროქსიდაზა.
3. აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას
კორდიცეფსი ითვლება ენერგიულ და აღმდგენ ადაპტოგენად, ამიტომ მას ხშირად იყენებენ დაღლილობის, კუნთების ტკივილის სამკურნალოდ და სისუსტის შესამსუბუქებლად.
კორდიცეფსი ასტიმულირებს ATP-ს, რომელიც ითვლება ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ვარჯიშის დროს. იგი შეიცავს ადენოზინს, ნუკლეინის მჟავას, რომელიც საჭიროა ატფ-ის, „ენერგიის გადამზიდველის“ შესაქმნელად, რომელიც კუნთებში ფიზიკური აქტივობის დროს იშლება.
4. აძლიერებს სექსუალურ ფუნქციას
სექსუალური ჯანმრთელობა ორივე სქესის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კორდიცეფსისგან მზადდება ლიბიდოს გასაძლიერებელი და რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებელი საკვებდანამატები, რომლის გამოყენება როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც შეუძლია.
კორდიცეფსის გამოყენებისას ორგანიზმი ჟანგბადს უფრო ეფექტურად იყენებს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის ნაკადი, რაც ერთ ერთი მთავარი ფაქტორია სექსუალური ფუნქციებისთვის.
ენერგიისა და გამძლეობის ზრდა, ანთების დაბალი რისკი, ეს არის ის პრობლემები, რომლებსაც კორდიცეფსი ებრძვის. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, სექსუალური ჯანმრთელობის უგულებელყოფა იწვევს ბევრ პრობლემას. (უშვილობა, სუსტი ლიბიდო)
5არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
კორდიცეფსის ორი აქტიური კომპონენტი, დ-მანიტოლი კორდიცეპინი და დეოქსიადენოზინი, ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მოქმედებაზე, რაც ხელს უწყობს ინსულინის და სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამიტომაც კორდიცეპსის საკვებდანამატები ებრძვის სისხლში შაქრის მაღალ დონეს.
6. მხარს უჭერს გულის ჯანმრთელობას
ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა ძლიერი კავშირი კორდიცეფსსა და გულის ჯანმრთელობას შორის. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კორდიცეფსი იცავს გულს დაზიანებისგან, იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც ერთ ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია გულის კორონარული დაავადების.
ცუდი LDL ქოლესტერინის დონის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც მისი რაოდენობა მაღალია იგი გროვდება არტერიებში, რაც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
ასევე კორდიცეფსი ამცირებს ტრიგლიცერიდებს, რომელიც თავის მხრივ ზრდის გულის დაავადებების რისკს.
4.5