ქალთევზა - რეალური თუ ლეგენდარული არსება 🤔

ქალთევზა - რეალური თუ ლეგენდარული არსება 🤔

შეფასება

0

(0)

64

გაზიარება:

08.08.2025

მოკლე აღწერა

ქალთევზა, ზღაპრული ზღვის არსება ადამიანის თავითა და ზედა ტანით და თევზის კუდით. მსგავსი ღვთაებრივი ან ნახევრად ღვთაებრივი არსებები ძველ მითოლოგიებშიც გვხვდება (მაგ. ქალდეველთა ზღვის ღმერთი ეა, ან ოანესი).

ევროპულ ფოლკლორში ქალთევზები ბუნებრივი არსებები იყვნენ, რომლებსაც, ფერიების მსგავსად, ჯადოსნური და წინასწარმეტყველური ძალები ჰქონდათ. მათ უყვარდათ მუსიკა და ხშირად მღეროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ, ისინი მოკვდავები იყვნენ და სული არ ჰქონდათ.
ბევრი ხალხური ზღაპარი აღწერს ქალთევზებს (რომლებმაც შეიძლება ადამიანის ფორმა მიიღონ) და მამაკაცებს შორის ქორწინებებს. უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცი იპარავს ქალთევზას ქუდს ან ქამარს, სავარცხელს ან სარკეს. სანამ ნივთები დამალულია, ის მასთან ცხოვრობს; თუ იპოვის მათ, მაშინვე ზღვაში ბრუნდება. ზოგიერთ ვარიანტში ქორწინება გრძელდება მანამ, სანამ გარკვეული შეთანხმებული პირობები შესრულდება და მთავრდება, როდესაც პირობები დაირღვება.

როგორც წესი, ქალთევზები ადამიანთათვის საშიშები იყვნენ, თუმცა ზოგჯერ კეთილგანწყობასაც იჩენდნენ. მათი საჩუქრებს უბედურებას მოჰქონდათ და, თუ განაწყენდებოდნენ, ეს არსებები წყალდიდობას ან სხვა კატასტროფებს იწვევდნენ. მოგზაურობისას მათი დანახვა გემის ჩაძირვის ნიშანი იყო. ისინი ზოგჯერ მოკვდავებს დახრჩობით სიკვდილისკენ აცდუნებდნენ, როგორც ამას რაინის ლორელეები აკეთებდნენ, ან ახალგაზრდებს წყალქვეშ ცხოვრებისთვის აცდუნებდნენ, ამ სცენის გამოსახულება ინგლისის კორნუოლის ზენორის ეკლესიის სკამზეა გამოკვეთილი.

ზოგიერთის აზრით, ამ ლეგენდების საფუძვლად წყლის ძუძუმწოვრები უდევს, როგორიცაა დუგონგი და მანატი, რომლებიც წყლის ზედაპირზე ადამიანთა წესით აწოვებენ ძუძუს თავიანთ ნაშიერებს.


ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი ქალთევზებთან შეხვედრაზე, წარმოვიდგენდი ხოლმე შუაღამისას, მთვარის შუქზე როგორ ზიან წყლისპირას, როგორ ივარცხნიან ოქროსფერ თმას ოქროს სავარცხლით და თავიანთ ჯადოსნურ სიმღერებს მღერიან, იმდენად ვიყავი შეპყრობილი მათი ნახვის სურვილით, ერთხელ შუაღამისას, სახლიდან გავიპარე რომ ჩვენი სოფლის მდინარეზე ჩავსულიყავი და დავდარაჯებოდი 😊 სამწუხაროა რომ ჯერჯერობით ქალთევზათა არსებობის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze