იყო თუ არა სექსი საბჭოთა კავშირში?

იყო თუ არა სექსი საბჭოთა კავშირში?

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

5

(2)

34

გაზიარება:

21.07.2025

მოკლე აღწერა

ამ საკითხის შესახებ სულელური კანონები და შეზღუდვები რომ არსებობდა - ისტორია ამას მოწმობს. თუმცა, სექსი, როგორც ამბობენ, ყოველთვის იყო 😁 უფრო მეტიც, ქალთა ''გარყვნილების'' ფესვები თითქმის რევოლუციამდელ ხანაში იღებს სათავეს, თუმცა ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ეპოქები ამ საკითხში მოკრძალებითა და მორიდებით გამოირჩეოდა.

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, საბჭოთა კავშირში არსებობდა სექსუალური მოთხოვნილებების მარტივი დაკმაყოფილების ე.წ. მორალის დეკლარაცია და შიგ აღწერილი იყო თუ რამდენჯერ და ვისთან ჰქონდათ გასული საუკუნის 20-იანი წლების კომკავშირის წევრებს სექსი.

გაინტერესებთ როგორ დაამყარა საბჭოთა კავშირში სექსუალური წესრიგი იოსებ სტალინმა და რა წვლილი მიუძღვის მორალის დაკნონებაში?

1. ისტორიკოსები ამბობენ, რომ არქივებში დღემდე სადღაც ინახება უჩვეულო დადგენილების ასლი და ეს დადგენილება ყველაზე საინტერესო ფაქტებს შეიცავს. მზად ხართ? აი, ისიც: ყველა კეთილსინდისიერ კომკავშირელ გოგონას სქესობრივი კავშირი უნდა ჰქონოდა, ხაზგასმულია - „პირველივე მოთხოვნისთანავე“ - რა თქმა უნდა იგივე კეთილსინდისიერ კომკავშირელთან.

მისი კეთილსინდისიერება განისაზღვრებოდა იმით, იხდიდა თუ არა ის „წევრობის გადასახადს დროულად“ და, რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობდა თუ არა საზოგადოებრივ სამუშაოებში. ამბობენ, რომ არსებობდა აქტისას „ქალის სხეულისთვის“ განკუთვნილი სპეციალური სამოსიც კი.

2. 1922 წლის დემონსტრანტები შესაძლოა „გარყვნილების სათავეებთან“ ახლოს ყოფილიყვნენ. თუმცა, ეს დემონსტრაციები საკმაოდ უჩვეულო იყო - ეს სრულიად შიშველი ადამიანების აღლუმები იყო. „რეტრო-ნუდისტები“ მოსკოვსა და იმდროინდელ პეტროგრადში შეიკრიბნენ. მათ ხელში არანაკლებ შთამბეჭდავი პლაკატები ეჭირათ წარწერით „ძირს სირცხვილი! ძირს ძველი კანონები, ტრადიციები და აკრძალვები“ - ეს იყო ამ უაზრო წესების შედეგი, რაც იმ პერიოდში გავრცელებული იყო.

3. იგივე ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის ოციანი წლები, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმითაც იყო გამორჩეული, რომ ნუდისტური პლაჟები სავსე იყო. ძალიან, ძალიან მამაცი „აქტივისტებით“ ქუჩებში შიშვლები დადიოდნენ და ამ ფორმით მაღაზიების მონახულებასაც კი ბედავდნენ - ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც იყვნენ.

ასევე არსებობს ცნობები ზოგიერთი კომუნის შესახებ, სადაც „ყველას ყველასთან ეძინა“, ეჭვიანობის სცენები არ იმართებოდა და ასეთი სიტუაციით არავინ ღიზიანდებოდაა. განა სწორედ ამ დროიდან არ გაჩნდა „ჯგუფური სექსის“ კონცეფცია?

4. ბოლშევიკები გამოირჩეოდნენ „თავშეკავების“ საკითხშიც და ეს ხუმრობა არ არის: 1924 წელს ფართოდ გავრცელდა მემორანდუმი ზოგიერთ დაბეჭდილ გამოცემაში- „რევოლუციური პროლეტარიატის მცნებები“. 12 პუნქტში ნათქვამი იყო, რომ კაცობრიობის გადარჩენა ადვილი არ არის და რომ აუცილებელია სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავება, ენერგიის დაზოგვა,

რათა თავი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გადაენახათ. და არ გაებედათ სექსი იმ ადამიანთან, ვინც ბოლშევიკი არ იყო.

5. ალექსანდრა კოლონტაის შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა. ქალბატონი ძალიან საკამათო ადამიანი იყო. თუმცა, მისი ერთ-ერთი თეორია დღემდე შემორჩა და კარგად არის ცნობილი - ე.წ. „ჭიქა წყლის თეორია“.

გოგონა და მისი მეგობარი კლარა ცეტკინი არსებითად პირველი ფემინისტები იყვნენ და გულმოდგინედ იცავდნენ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის იდეას. რა სურდა კოლონტაის? არაფერი განსაკუთრებული - თავისუფლება ყველა ქალისთვის. უპირველეს ყოვლისა, არჩევანის თავისუფლება. ამბობენ, რომ ალექსანდრას ქმარი, როგორც მამაკაცი, სუსტი იყო და მას ძალიან სურდა ხორციელი სიამოვნებები. სწორედ კოლონტაიმ მოიფიქრა იმ წლებისთვის შოკისმომგვრელი სლოგანი:

რომ ახალ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ესწრაფოდნენ, „სექსუალური მოთხოვნილებების“ დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება - ისევე, როგორც ერთი ჭიქა წყლის დალევა. სხვათა შორის, თეორიამ ბევრი ქალის გონებაში ჰპოვა გამოხმაურება.

6. ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ „ხალხთა მამამ“ იოსებ სტალინმა ამ სფეროში წესრიგის დამყარება საკუთარ თავზე არ აიღო. სტალინმა ნათლად განაცხადა: არა აბორტებს, ერთი კაცი - ერთი ქალი, ადრეული სექსუალური ცხოვრება მავნებელია, მასტურბაცია კიდევ უფრო მავნებელია. მაგრამ აკრძალვამ ოქროს შუალედის ნაცვლად, უკიდურესობები კვლავ გამოიწვია. 1940 წლამდე „ხორციელი სიამოვნებები“, ანუ სექსი, რატომღაც სწორედ ამგვარად იყო ნახსენები ენციკლოპედიებში,

მაგრამ ამ წლის შემდეგ - თითქოს სექსი სიტყვა არც არასდროს ყოფილა. გახსოვთ, მაშინ ვენერა მილოსელის გამოსახულება მისი გამომწვევად გამოწეული მკერდით აკრძალულად გამოცხადდა? რადგან გარყვნილების მაპროვოცირებლად იქნა მიჩნეული.

7. ახალი ცვლილებების ქარი ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდეგი გენერალური მდივნის დროს უბერავდა. თუმცა, მაინც ჯერ კიდევ სუსტად, - სექსი სმიღებული და აღიარებული იყო ნაეილობრივ, მაგრამ არა სრულად. ფილმებში კოცნის მომენტებს ფაქტობრივად არ აჩვენებდნენ, და ისინი საწოლის სცენებში მჭიდროდ შეკრული პიჟამოებით იყვნენ. ქუჩაში საჯაროდ კოცნაც არ იყო რეკომენდებული - მორალის პოლიცია მზადყოფნაში იყო და ალერსში გართული და გამოჭერილი წყვილები უმიზეზოდ მკაცრ საყვედურს მიიღებდნენ.


8. ლეონიდ ბრეჟნევის დროს ამ საკითხში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. ასე რომ, ახალგაზრდები პარტიის პოლიტიკას მაქსიმალურად ეგუებოდნენ, მით უმეტეს, რომ ყველა „ახალბედას“ „საცხოვრებლის პრობლემა“ ჰქონდა.

მაგრამ მოქალაქეების საქებრად უნდა ითქვას, რომ - მორალუს დაუწერელი კანონები დაცული იყო, შიშველი სიარული აკრძალული იყო სანაპიროზეც კი, ქუჩებში რომ აღარაფერი ვთქვათ. თავისუფალი სიყვარული არ შეიძლებოდა, მაგრამ სახელმწიფო მაინც უხდიდა შეღავათებს მარტოხელა დედებს, რითაც უნებლიეთ აღიარებდა, რომ თავისუფალი სექსი სსრკ-ში მაინც არსებობდა.

9. ერთხელ ტელეკონფერენციის დროს გაისმა ლეგენდარული ფრაზა „სსრკ-ში სექსი არ არის!“ - გახსოვთ ასეთი სატელევიზიო შოუები? 1986 წლის ივლისში, ბოსტონსა და ლენინგრადს შორის ტელეკონფერენციის დროს, ერთ-ერთმა ამერიკელმა მონაწილემ დაიჩივლა, რომ ამერიკაში ყველა რეკლამა სექსზე იყო ორიენტირებული და რუს ქალებს ჰკითხა, როგორ მიდის საქმეები სექსთან დაკავშირებით თქვენს ქვეყანაში?

სწორედ მაშინ შეიქმნა ეს სლოგანი. მისი ავტორი, გაითვალისწინეთ, ლენინგრადის სასტუმროს ადმინისტრატორი, ლუდმილა ივანოვა იყო (ის ნამდვილად ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც არასდროს ენახა მეძავები და არაფერი იცოდა სექსის შესახებ). გარდა ამისა, ქალბატონი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, რომელსაც „საბჭოთა ქალთა კომიტეტი“ ერქვა.

ამ ქალბატონმა საკმაოდ მტკიცედ განაცხადა და (ჩანაწერები შემორჩენილია): „კარგი, ჩვენ სექსი არ გვაქვს. ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ“. თუმცა, მიმოქცევაში და ისტორიაში შემოვიდა განზოგადებული ფრაზა, რომ საბჭოთა კავშირში სექსი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

10. თუმცა, თუ ობიექტურად შევხედავთ, მაშინ კავშირში, მაგალითად, ბრეჟნევის პერიოდში, ამ ასპექტში მართლაც ძალიან მკაცრი შეზღუდვები იყო.ხოლოდ ტრადიციული სექსუალური ცხოვრება არსებობდა. პორნოგრაფიის გავრცელება მკაცრად ისჯებოდა - ის ბოლომდე ვერ ამოძირკვეს, თუმცა, უკანონო იყო, მაგრამ მისი ფარულად მიღება, წაკითხვა და ყურება მაინც ხდებოდა და ზოგადად, მისი მოპოვება რთული არ იყო.





-
რას დაამატებდით? ხომ არ გაქვთ თქვენთვის ნაცნობი განსხვავებული ფაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით? 😏

დატოვე შეფასება

5

(2)
კომენტარები