ინტიმურობა საზოგადოებრივ ადგილებში: რა იმალება ამ ფენომენის უკან?!

ინტიმურობა საზოგადოებრივ ადგილებში: რა იმალება ამ ფენომენის უკან?!

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

3.67

(3)

504

გაზიარება:

20.09.2025

მოკლე აღწერა

რა იწვევს მსგავს სურვილს? ნუთუ ის, რომ ოჯახური საძინებელი მოსაწყენია, თუ კიდევ სხვა რამ ხდება? საინტერესო იქნება გავარკვიოთ, თუ რატომ წყვეტენ ადამიანები პარტნიორებთან ასეთი სარისკო ექსპერიმენტების ჩატარებას

 
რა იწვევს მსგავს სურვილს? ნუთუ ის, რომ ოჯახური საძინებელი მოსაწყენია, თუ კიდევ სხვა რამ ხდება? საინტერესო იქნება გავარკვიოთ, თუ რატომ სურთ ადამიანებს პარტნიორებთან ასეთი სარისკო ექსპერიმენტების ჩატარება. ასევე განვიხილოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, თუ
როგორ ავიცილოთ თავიდან ინტიმური სიამოვნებების საჯარო სანახაობად გადაქცევა.
 
რა უბიძგებს ადამიანებს საჯარო ადგილებში სექსისკენ?
 
როგორც  ფსიქოლოგი მარიამ ფატუევა განმარტავს: ამ ფენომენით, ადამიანები ცდილობენ ადრენალინის დონის ამაღლებას და აქტისგან უფრო მეტი აგზნების და აქიდან გამომდინარე მეტი სიამოვნების მიღებას: „ეს განსაკუთრებით მიმზიდველი შეიძლება იყოს მათთვის, 
ვისაც უყვარს თავგადასავლები და განიცდის სექსუალურ აღგზნების რისკისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება უფრო აღაგზნებდეს  საჯარო სექს-ადგილები, (თვითმფრინავის ტუალეტი, პარკი, კაბინეტი სამსახურში, საჯარო სივრცის სხვა სარისკო ადგილები) რადგან გარემოსა და ატმოსფეროს ცვლილება აძლიერებს გრძნობებს და იწვევს ინტიმური ურთიერთობისგან უფრო მეტ კმაყოფილებას.“
 
 ექსპერტი კიდევ ერთ საინტერესო საკითხს აღნიშნავს: „ბევრ ადამიანს აღაგზნებს მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ სხვების წინაშე საკუთარ სექსუალურობას დაუფარავად ავლენს. ხშირად ისინი ამის დამალვას არც კი ცდილობენ, რაც ზრდის მათი გამოაშკარავების რისკს.“
თუმცა, საჯარო სივრცეში ეტიკეტის წესების დაცვა მაინც მნიშვნელოვანია — არასდროს იცი, რას იფიქრებენ ადამიანები შენს ასეთ საქციელზე, მაშინაც კი, თუ ისინი ღიად მოაზროვნეები ჩანან, ანდაც თავადაც აქვთ მსგავსი მიდრეკილებები.
 
 
სასარგებლო ცხოვრებისეული ხრიკები, თუ ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტთ
საწოლი შესაძლოა სექსუალური ექსპერიმენტებისთვის შესაფერისი ანდაც საკმარისი არ იყოს, თუ მსგავსი აქტისთვის განიხილავთ ოთახს, რომელსაც, როგორც წესი საჯაროდ იყენებენ.  სავარაუდოდ, ისეთ კვალს დატოვებთ, რომლის დანახვაც სხვას არ სურს და ეს უბრალოდ უხერხული და არაეთიკურია.
 
მაგალითად მოვიყვანოთ კვლევაში მონაწილე ადამიანის მონათხრობი.
 
 ვიქტორია, 21 წლის: „ერთხელ ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი ოთახი დაგვითმეს, როდესაც მე და ჩემი ქმარი რემონტს ვაკეთებდით და  ერთად გადავდიოდით საცხოვრებლად. ჩვენ
შეგვეძლო მოცდაც, მაგრამ ვნება უბრალოდ უსაზღვრო იყო. ვცდილობთ, კვალი არასდროს დაგვეტოვებინა, ამიტომ საწოლის იდეა მაშინვე მივატოვეთ.  რატომ უნდა გვედარდა ამაზე, როცა ოთახში ტუმბოები და მაგიდა იყო? ეს სასიამოვნო გამოცდილება დიდხანს დაგვამახსოვრდა.“
 
 
 
გამოცდილი ექსპერიმენტატორები ამბობენ, რომ ღამის დადგომამდე ლოდინიც კი არ სჭირდებათ - რადგან სექსი დღისით ხალხსავსე წვეულებაზე კიდევ უფრო გამომწვევი და აზარტული შეიძლება იყოს.
 
როგორ? 
 
40 წლის ინესა გვეუბნება: „ჩვენ გვყავს საკმაოდ ხმაურიანი მეგობრები; როცა სახლში ბევრი ხალხია, ეს ჩვენთვის ხელსაყრელია და როდესაც რამდენიმე დღით მათთან ვრჩებით, სანამ სამზარეულოში ყველა ხმაურობს ან ბავშვები სახლში დარბიან, ჩვენზე არავინ ფიქრობს და არც არავინ გვისმენს.  ეს კერძო სახლია, ბევრი წყნარი ადგილით, სადაც ჩვენ ვახერხებთ განმარტოებას და ეს ექსტრემის შეგრძნება ჩვენს ურთიერთობას ფერებს და ვნებას სძენს.“.
 

ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საფრთხის დაუცველობის და ექსტრემის შეგრძნება ხშირად ძალიან კარგად მუშაობს. ეს იწვევს ისეთ ახალ შეგრძნებებს, რომლებიც დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში და შემდეგაც, როცა მსგავსი გამოცდილების დრო და ადგილი არ არის, მოგონებებიც კი საკმარისია, რომ ინტიმური ურთიერთობა ჩვეულზე სასიამოვნო გახდეს. მსგავსი სახალისო და ექსტრემალური ექსპერიმენტები ხომ სწორედ ისაა, რაც წყვილის ინტიმურ ურთიერთობას მუდმივად სიცოცხლით, ინტერესით და ვნებით ავსებს.  გვახსოვდეს, რომ ინტიმის არცერთი ფორმა არაა მიუღებელი და უცნაური,  უცნაური მხოლოდ მისი არ ქონის სურვილია.

დატოვე შეფასება

3.67

(3)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze