იმედგაცრუება, საშიში მოვლენა თუ უმნიშვნელო ბუნებრივი მდგომარეობა 🙁

იმედგაცრუება, საშიში მოვლენა თუ უმნიშვნელო ბუნებრივი მდგომარეობა 🙁

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

4.8

(5)

734

გაზიარება:

12.05.2026

მოკლე აღწერა

რა იწვევს იმედგაცრუებას და რამდენად შეიძლება მან ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მოახდინოს გავლენა? ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გიგრძვნიათ საშინელი იმედგაცრუება, მაგრამ დარწმუნებული ვარ არასდროს გისაუბრიათ იმაზე რასაც ეს გრძნობა ბადებს ჩვენს არსებაში...

ცხოვრება ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის...

ბანალური დასაწყისია არა? არადა მართლა ასეა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ ადამიანები გვაწბილებენ. ან ჩვენ ვაწბილებთ მათ, ზოგჯერ ჩვენი იმედები, ოცნებები და მოლოდინები საყრდენგამოცლილი, ძველისძველი შენობასავით ინგრევა და ცამტვერდება. წლების განმავლობაში იმედგაცრუება იმდენჯერ მიგრძვნია, უკვე სათვალავი ამერია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც მიგიღიათ იმედგაცრუების საკუთარი ულუფა. შესაძლოა, ახლაც ამ საშინელ გრძნობას განიცდით.


როგორ იბადება იმედგაცრუება?

იმედგაცრუება უამრავმა სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება იმედი გაგიცრუოს იმან რომ დილით, გახუხულ პურის ნაჭერზე გასმული მარწყვის ჯემი ისეთი ტკბილი არ აღმოჩნდა როგორიც გეგონა, ან იმან რომ შენმა ფავორიტმა სპორტსმენმა ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, წელს შენი ცისფერი ვარდი არ აყვავდა, წყლის საკმაოდ ძვირადღირებული გამათბობელი საკმარისზე ცუდად ათბობს წყალს, ისამსახურში ხელფასი არ მოგიმატეს, შენი მეზობელი კი რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხა ასესხე, უგზო უკვლოდ დაიკარგა და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა, ან სულაც იმის გამო შეიძლება გაგიცრუვდეს იმედი რომ რაღაც არასწორად გაიგე ან დაინახე...


იმედგაცრუების დონეები და სიმძაფრე

იმედგაცრუებამ სხვადასახვანაირად შეიძლება იმოქმედოს შენზე, ეს იმაზეა დამოკიდებული რა გიცრუებს იმედს და ზოგადად რამდენად მძაფრად აღიქვამ ხოლმე მოვლენებს, მაგალითად ავიღოთ პოპულარული კერძის არადამაკმაყოფილებელი გემო და ღალატი იმ ადამიანის მხრიდან ვინც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით არაშესაბამისი შედარებაა არა? თუმცა საკმაოდ ლოგიკური, კერძის შემთხვევაში შენი იმედგაცრუების დონე ძალიან დაბალია და შეიძლება რამდენიმე წუთში აღარც გახსოვდეს, ღალატი კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს შენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.


მოლოდინი და რეალობა

იმედგაცრუება განსაკუთრებით მძაფრია მაშინ, როდესაც რეალობა არ შეესაბამება იმას, რაც გეგონა რომ უნდა ყოფილიყო, შენში ამ დროს იმედგაცრუება იჩენს თავს ( რომელიც ხშირად შერწყმულია წყენასთან, ბრაზთან, სასოწარკვეთასთან ან სევდასთან ). ზოგჯერ მას შეუძლია ისეთი ინტენსივობით იმოქმედოს, რომ ძლიერად დაგვწყვიტოს გული. არავინ არის დაზღვეული იმედგაცრუებისგან. არც შენ, არც მე... უბრალოდ უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ ამ გრძნობას, რადგან ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რაც ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ამის აღიარება საუკეთესო გამოსავალია.


რამდენად სწორად ვაფასებთ რეალობას?

ამბობენ, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება. მაგრამ ძალიან ხშირად შენ იმდენად ხარ კონცენტრირებულნი დახურულ კარზე, რომ კარგავ შესაძლებლობას იმ კარში შევიდეთ, რომელიც ღიაა და ამ დროს იმედგაცრუებაც არ აყოვნებს.

დაიმახსოვრე, როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე გარდაუვლად იხსნება. როდესაც სინანულში, წყენასა და დარდში ხარ ჩარჩენილი გუშინ მომხდარის გამო ან ღელავ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება ვერ შეამჩნიო დღეს შენს წინ გაღებული კარი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმედგაცრუება შეიცავს ეკვივალენტურ ან უფრო დიდ სარგებელს. მე უბრალოდ უნდა ვიპოვო ის. შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის. საბოლოო ჯამში, ჩვენი წარმატება ცხოვრებაში არ განისაზღვრება იმით, თუ როდის მიდის ყველაფერი გეგმის მიხედვით, არამედ იმით, თუ როგორ ვრეაგირებთ, როდესაც ეს არ ხდება.

როდესაც იმედგაცრუებას განიცდი, საუკეთესო, რაც კი შეგიძლია გააკეთო, არის წინ გადადგა ნაბიჯი მომავალი დღისკენ, ნებისმიერი გამოწვევისკენ ( რაც არ უნდა მოულოდნელი, უსამართლო ან საშიში იყოს ) საკუთარი თავის ნდობით, მომავლის რწმენით და ფართოდ გაშლილი ხელებით ყველა გამოცდილების მიმართ, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს. ყველაზე ძვირფასი ხშირად ყველაზე მტკივნეულია. ეს ცხოვრება მხოლოდ აწმყოში შეიძლება იცხოვრო. ნუ დაკარგავ დღეებს გუშინ მომხდარის გამო სინანულსა და წყენაში ან ხვალ მოსახდენის გამო შიშსა და შფოთვაში.


რა არის სიმართლე?

სიმართლე ის არის, რომ თუ ცხოვრება ყოველთვის ისე წავა, როგორც როგორც შენ გინდა, ვერ შეძლებ მის სრულად დაფასებას. სწორედ ცხოვრებისეული იმედგაცრუებების მეშვეობით ვაფასებთ ჩვენს ტრიუმფებს, ვტკბებით ჩვენი წარმატებით და ვქმნით გონებრივ, ემოციურ და სულიერ მდგრადობას, რაც გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავუმკლავდეთ ნებისმიერ სხვა სირთულეს, დაბრკოლებას ან გულისტკივილს, რაც შეიძლება მთის მწვერვალზე დაგვხვდეს. რადგან ცხოვრება, თავისთავად, ყოველთვის იქნება რაღაც სხვა, რასაც არ ველოდით და რაც გვინდა თუ არა მაინც დაგვხვდება ბილიკის ბოლოს 🤗







დატოვე შეფასება

4.8

(5)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze