გონების უკანასკნელი სიცხადე
მოკლე აღწერა
მედიცინაში ცნობილი ფაქტია, რომ დემენცია არ იკურნება და როცა ეს პროცესი იწყება, ის შეუქცევად სახეს იღებს. თუ ნეირონები კვდომას იწყებენ, ისინი აღარ აღდგებიან. მათი აღდგენის ნებისმიერი სურვილი ჰგავს სადენებ გადაჭრილი ნათურის ანთების მცდელობა.
მედიცინაში ცნობილი ფაქტია, რომ დემენცია არ იკურნება და როცა ეს პროცესი იწყება, ის შეუქცევად სახეს იღებს. თუ ნეირონები კვდომას იწყებენ, ისინი აღარ აღდგებიან. მათი აღდგენის ნებისმიერი სურვილი ჰგავს სადენებ გადაჭრილი ნათურის ანთების მცდელობას. მაგრამ ტერმინალური სიცხადის ფენომენი არღვევს ყველა ნაცნობ წესს. ექიმები ამ მოვლენას ენერგიის ამოფრქვევას უკანასკნელ ადარებენ. ეს ერთგვარ უკანასკნელ გარბენს ჰგავს. განვიხილოთ სიტუაცია, როცა შიზოფრენიით ანდაც დემენციით დაავადებული ადამიანი, რომელიც წლობით არის ვეგეტატიურ მდგომარეობაში, მოულოდნელად იძენს გონების სახიფათო სიცხადეს. ყველაზე უცნაური და საშიში ისაა, რომ ეს ამოფრქვევა სჯაბნის ყველაზე ძლიერ ანტიფსიქოზურ წამლებსაც კი. ამ დროს პაციენტები სიარულს ახლიდან იწყებენ, მეტყველება დაკარგულები საუბარს ახლიდან სწავლობენ, ასეთი სიცხადის დროს მეხსიერება უკანასკნელ დეტალამდე ბრუნდება. ბრუნდება წლობით მიძინებული აპეტიტი. ეს მომენტი ოჯახისთვის ბიბლიურ სასწაულს ჰგავს და ყველაფრის გამოსწორების ყალბ და მცდარ მოლოდინს იწვევს, მაგრამ სტატისტიკა შეუბრალებელია.ეს დროებითი სიცხადე არაფერს შეცვლის. უფრო სიკვდილის შეუბრალებელ ხაფანგს ჰგავს.
კვლევები აჩვენებს, რომ ეს „გამოღვიძება“ მხოლოდ 24 საათი გრძელდება, რის შემდეგაც უეცარი დასასრული დგება. ამ მომენტიდან სიკვდილი საშუალოდ რვა დღეში მოდის.
მეცნიერებამ არ იცის, თუ რა მექანიზმი ააქტიურებს ამ პროცესს, მაგრამ ორგანიზმის მიზანი ნათელია.
ეს პროცესი სიკვდილისთვის მოსამზადებელ დროს იძლევა. პაციენტები ამ ბოლო საათებს იყენებენ ისე, როგორც სჭირდებათ. ემშვიდობებიან ახლობლებს, ისტუმრებენ ვალებს, აგვარებენ მოუგვარებელ კომფლიქტებს, თითქოს ეს უკანასკნელი შანსია, თითქოს სულმა ზუსტად იცის წასვლის დრო. თითქოს ის ბრუნდება საბოლოოდ დანგრეულ სახლში, რათა სინათლე გამორთოს და სახლის კარი გამოიხუროს.
1