განცფილდის ეფექტი_რეალობა, რომელიც არ არსებობს.

განცფილდის ეფექტი_რეალობა, რომელიც არ არსებობს.

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

0

(0)

171

გაზიარება:

12.03.2026

მოკლე აღწერა

ჩვენ ხშირად თუ არა ზოგჯერ მაინც გვიჩნდება კითხვა, რა არის რეალობა? არსებობს კი ის სინამდვილეში? მოდით განვიხილოთ განცფილდის ეფექტი. იქნება პასუხები ამ კითხვებზე სწორედ აქ ვიპოვნოთ.

🔮 განცფილდის ტექნიკა: როგორ დავინახოთ ის, რაც არ არსებობს

 

რა არის განცფილდის ტექნიკა?

- ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება პარაპსიქოლოგიაში ტელეპათიის და სხვა პარანორმალური ფენომენების შესასწავლად.

- ტექნიკა მოიცავს სენსორული ინფორმაციის შემცირებას, ან სრულ უარყოფას, რათა ტვინმა "შექმნას" აღქმები.

 

როგორ მუშაობს:

1. მონაწილეს უკეთია სპეციალური სათვალე, რომელიც აჩვენებს ერთგვაროვან, გაურკვეველ სურათს (მაგ., თეთრი ხმაური).

2. მონაწილეს აქვს ყურსასმენი ასევე თეთრი ხმაურით.

3. ამ დროს მონაწილეს ეძლევა დავალება აღწეროს, რას "ხედავს" ან "გრძნობს".

 

*რა ხდება ამ დროს?

- ტვინი ცდილობს იპოვოს ნაცნობი ნიმუში ან რაიმე გასაგები მნიშვნელობა გაურკვეველ სტიმულებში.

- ხშირად მონაწილეები აღწერენ ვიზუალურ ან აუდიო გამოსახულებებს, რომლებიც არ არსებობს რეალურად.

 

გამოყენება:

- ეს ტექნიკა პარაპსიქოლოგიურ კვლევებში

- ჰიპნოზის და მედიტაციის ტექნიკებში

- შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება

 

 

 

—  თეთრი ხმაური და მსგავსი სენსორული დეპრივაცია "გამოიწვევს" განცფილდის ეფექტს — აღქმის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც ჩნდება, როდესაც ადამიანი იღებს ერთგვაროვან, სტრუქტურისგან დაცლილ სტიმულებს და ტვინი იწყებს "დამატებით ინფორმაციის გამოგონებას".

 

განვმარტოთ, რომ სენსორული დეპრივაცია — ეს არის ერთი ან მეტი გრძნობის ორგანოზე გარე ზემოქმედების ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა, რაც იწვევს ნერვული იმპულსების  შემცირებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება აგერიოს, რეალურად მოხდა თუ არა რაღაც მოვლენა, თუ შენ თვითონ მოიგონე.

 

 

განცფილდის ეფექტი და განცფილდის ტექნიკა: მცირე ისტორია

 

როგორც სახელიდან უკვე მიხვდით, განცფილდის ეფექტი და განცფილდის ტექნიკა – ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებებია. განცფილდის ტექნიკა ეფუძნება განცფილდის ეფექტს, ამიტომ ჯერ ცოტა მეტი ვთქვათ მასზე.

 

ჩვენ უკვე ვიცით, რომ განცფილდის ეფექტი — ეს არის აღქმის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ჩნდება, როდესაც ადამიანი იღებს ერთგვაროვან სტიმულებს და ტვინი იწყებს "დამატებით ინფორმაციის გამოგონებას". შედეგად, ადამიანს შეუძლია დაინახოს ნათელი გამოსახულებები, ნიმუშები და ჰალუცინაციებიც კი, მოისმინოს უჩვეულო ხმები ან იგრძნოს ცვლილებები სხეულში.

 

ტერმინი Ganzfeld ("განცფილდ") გერმანულიდან თარგმანში ნიშნავს "ერთგვაროვან ველს",

 

ეს ტერმინი პირველად შემოიტანა გერმანელმა ფსიქოლოგმა ვოლფგანგ მეცგერმა, როდესაც საზოგადოებას გააცნო ერთგვაროვანი სტიმულების გამოცდაზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები. ექსპერიმენტების შედეგები გამოქვეყნდა სტატიაში Optische Untersuchungen am Ganzfeld ("განცფილდის ოპტიკური კვლევები") 1930 წელს, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს მასალები დიგიტალიზებული იყო.

მეცნიერმა ამ მიმართულებით შემდგომი კვლევები დეტალურად აღწერა წიგნში Laws of Seeing («ხედვის კანონები»),

ანუ გამოდის, რომ ფაქტობრივად არაფრისგან, როდესაც ტვინი მოწყენილია მას შეუძლია შეგიქმნაა ისეთი ვირტუალური სამყარო, სადაც თქვენც კი შეგეპარებათ ეჭვი რომ ნამდვილად ცხოვრობთ. დაფიქრდით იმაზე, რამდენად რეალურია სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, იქნებ ესეც თქვენი ტვინის მორიგი თამაშია?!

 

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze