გამოღვიძება, როგორ დავინახოთ რეალობა?!
მოკლე აღწერა
იუნგი წერდა, რომ ცნობიერების გაფართოვება მტკივნეული პროცესია და ეს ტკივილი ხან ფიზიკურ ტკივილს უტოლდება. ეს არ იყო მეტაფორა. ის ფსიქოლოგიურ ტკივილზე საუბრობდა, როცა „გამოღვიძებული“ იძულებულია ცხოვრება ჯერ კიდევ მძინარე საზოგადოების გვერდით გაატაროს.
იუნგი წერდა, რომ ცნობიერების გაფართოვება მტკივნეული პროცესია და ეს ტკივილი ხან ფიზიკურ ტკივილს უტოლდება. ეს არ იყო მეტაფორა. ის ფსიქოლოგიურ ტკივილზე საუბრობდა, როცა „გამოღვიძებული“ იძულებულია ცხოვრება ჯერ კიდევ მძინარე საზოგადოების გვერდით გაატაროს. როცა მას ათასჯერ ახლიდან უწევს იმის გააზრება, რასაც თავად უკვე მიხვდა. და მაშინ ყოველი დღე ემსგავსება იმ ფარსს სპექტაკლს, როცა ისე უნდა მოიქცე, თითქოს ჭეშმარიტებას ვერ ხედავ.
რაც უფრო მკაფიოდ ხედავს და შეიცნობს ადამიანი საკუთარ ჩრდილს, მით უფრო რთულია მისთვის მასობრივი პროექციის ყურება. მაგალითად, როცა შენ აცნობიერებ საკუთარ სიავეს, რთულია იმის მოსმენა, როგორ უაფყოვს ამას სოციუმი და შენგან სხვაზე გადააქვს. ხედავ, როგორ ადანაშაულებს ბრბო, როგორ სძულს, როგორ ომობს და ვერ იგებს, რომ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარსავე ანარეკლს ებრძვის. ნუთუ ამ ფარს თამაშში მონაწილეობის მიღება მშვიდად არის შესაძლებელი?
მინდა გკითხოთ, თუ შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში ისეთი გაუცხოების გრძნობა, როცა ხალხში ხარ, მაგრამ გრძნობ, რომ მათ შენი არ ესმით? იუნგი ამას ფსიქოლოგიურ მარტოობას ეძახდა, როცა ხალხით სავსე ოთახშიც კი მარტო ხარ, არა იმიტომ, რომ არ გვისმენენ, არამედ იმიტომ, რომ ვერ გაიგებენ.
როცა მაგალითად ხვდები ,რომ მეტად აღარ შეგიძლია პოლიტიკურ, რელიგიურ, თუ სხვა მსგავსი ტიპის კამათში მონაწილეობის მიღება. რადგან შენ ეს ფარსად გეჩვენება. როცა კამათი, თუ ვინ არის მართალი ან მტყუანი სპექტაკლად გეჩვენება და აზრს კარგავს. რადგან ხვდები, რომ ხალხი არა რეალურ პრობლემაზე, არამედ საკუთარ ჩრდილებთან კამათობს. და ყველა მსგავსი კამათი ხდება ერთგვარი პროექცია, რასაც ადამიანები სამართლიანობისთვის ბრძოლას უწოდებენ, არადა მხოლოდ მათი ანარეკლების ომია.
გამოღვიძებული ადამიანი განიცდის გამოფიტვას, კომუნიკაციის ყოველ ამგვარ მცდელობას მისგან მიაქვს ენერგია. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური შრომაა მისთვის, ამას გააზრებული ადამიანები იმისთვის ცდილობენ, რომ უბრალოდ იარესებონ გაუაზრებელი ადამიანების გვერდით. თუმცა ეს მათთვის დროთა მანძილზე აღარ არის მნიშვნელოვანი. მათ უწევთ სხვისი პროექციების გაფილტვრა, ბალანსის დაცვა, არ ჩარევა, ქაოსში სიცხადის შენარჩუნება. და ეს ფარში ფიტავთ. ამგვარი დაღლა ოდესმე გიგრძვნიათ? ჰოდა სულაც არაა გასაოცარი, რომ ბევრი მათგანი სიჩუმეს ირჩევს. ისინი ტოვებენ სოც. ქსელებს, თავს არიდებენ ხმაურიან თავყრილობებს, ელტვიან განმარტოებას, ეს გაქცევა არაა, ეს უფრო იმ სიმშვიდის ხელუხლებლად შენარჩუნების მცდელობაა, რაც ასეთ ფასად მოიპოვეს. მათ ამ განმარტოებაში როლების, ნიღბების გარეშე სუნთქვა ისწავლეს და აღარ ეთმობათ ეს სიცხადე. ყელში უჭერთ გარეთ გამეფებული სიცრუე და ფასადურობა. როცა სიჩუმე სიტყვებზე მეტად მკურნალია, ეს არ არის სამყაროზე უარის თქმა, არამედ პირიქით, ეს საკუთარი თავის აღიარებაა სამყაროს, როგორც ერთი მთელის ნაწილად.
ყოველ გამოღვიძებას სჭირდება დრო, რათა ფესვი გაუშვას. იფიქრეთ, შესაძლებელია სიცხადის შენარჩუნება, თუ ყოველდღიურად იხარჯები კოლექტიური არაცნობიერის თამაშებზე? რა თქმა უნდა, არა!
ზუსტად ამიტომ გამოღვიძებულის სიჩუმე სიცარიელე კი არა საკუთარ თავზე მუშაობის, საკუთარ ცნობიერში ინტეგრაციის, ჭეშმარიტების ძიების შედეგია. რადგან ვინც შიგნით იყურება მან გაიღვიძა და ამიტომ ვეღარ იცხოვრებს კოლექტიურ სიზმარში. სწორედ ამ მიზეზით ის თამაშიდან გადის.
სოციუმს ეს მის გაქრობად, განდგომად, ეჩვენება, თუმცა გამოღვიძებულს ეს სულაც აღარ ადარდებს.
5