ფესტოსის დისკო_4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელი
მოკლე აღწერა
ფესტოსის დისკო ძვ.წ. 1850-1600 წლით დათარიღებული არტეფაქტია, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1908 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ლ. პერნიეს მიერ. ეს არის დღემდე ჩვენამადე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი ნიშან-ყალიბებით შეიქმნა
ეს საინტერესოა!
ფესტოსის დისკო ძვ.წ. 1850-1600 წლით დათარიღებული არტეფაქტია, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1908 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ლ. პერნიეს მიერ. ეს არის დღემდე ჩვენამადე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი ნიშან-ყალიბებით შეიქმნა. მისი გაშიფრვა მრავალმა მეცნიერმა სცადა ხეთური, ეგვიპტური, ბერძნული და სხვა ენებითა და დიალექტებით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. 1988 წელს კი, ქალაქ ბუდაპეშტში, საერთაშორისო კონგრესზე, ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰერბერტ ძებიშმა წამოაყენა ჰიპოთეზა ფესტოსის დისკოს წარწერის ქართველური წარმომავლობის შესახებ. ამ მტკიცებას ამყარებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ბერძნების მოსვლამდე დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის - პელაზგების ნათესაობა კოლხებთან, რასაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ შემდეგი ლინგვისტები თუ ისტორიკოსები: ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი, პაულ კრეჩმერი, ან. მეიე, ედუარდ შვიცერი, ფ. შახერმეირი, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, ვლ. გეორგიევი, აკაკი ურუშაძე, ედ. ფურნეე და მრავალი სხვა. ფესტოსის დისკოზე საკმაო ალბათობით კოლხური ოქროდამწერლობით (ხრიზოგრაფიით) ამოტვიფრული წარწერების გაშიფრვა აკადემიკოსმა გია კვაშილავამ მრავალწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად შეძლო, მაგრამ მსოფლიო აღიარებამდე კიდევ გარკვეული გზა არის გასავლელი.
როგორც ირკვევა 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით. დისკოს ავტორები უძველეს დედაღვთაება ნენა-ნანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უპირველედი ლიტ. ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის "შუშანიკის წამებაზე“ ძველის, და ეს სწორედ დისკოზე დატანილი 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია. დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, რომ პროტოქართველები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ განვითარებული კულტურა და დამწერლობა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე ბევრად ძველი, პროტოქართული კულტურაა.
4.5