ევას ქალიშვილები

ევას ქალიშვილები

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

4.21

(14)

539

გაზიარება:

12.07.2025

მოკლე აღწერა

ეს სამყარო ყოველთვის ბრმა და ყრუ იყო ქალების მიმართ, ყოველთვის სასტიკი იყო, ყოველთვის მკაცრი. ბიჭი ვერ გაუჩინა.... გაიგო გოგო იყო, აბორტი გაიკეთა... გვარისგამგრძელებელი.... მანამ აჩინა ბავშვები, სანამ ბიჭი არ ეყოლა....

"14 წლისა აღმკვევეს, 70 წლისა აქ შევიქენი, რა ლამაზი იყავი ბიჭო!" აი ეს ფრაზა ხომ ყველას გსმენიათ, ხომ ძალიან გერომანტიულებთ? ხოდა აქ არის ერთი სიტყვა გასაღები: "აღ(მ)კვეცეს!"

ამაზე მეტი ტრაგედია და ქალთა დისკრიმინაცია სად გსმენიათ? რაო? საქართველო ასეთი კულტურის ქვეყანა არ იყოო ამ დისკრიმინაციაში მონაწილე და რაც და რა ჭირიც გვჭირს ჩვენ ქალებს საუკუნეების მანძილზე მოგვეჩვენა არა? სულ კომუნისტების ბრალია ხო? 😂 კიი როგორ არა! დავიჯერეთ!!!

"აღმკვეცეს!

გამათხოვეს!

გავუჩინე!

დავახვედრე!

წესია!!!

რა უნდა?!

ვინ ეკითხება?!

რას შეძლებს?!

მარტო მიდის?!

რახან მარტოა ესეიგი....

წითელი თმა აქვს ესეიგი...

მოკლე კაბა აცვია ესეიგი....

განათხოვარია ესეიგი...."

ეს სამყარო ყოველთვის ბრმა და ყრუ იყო ქალების მიმართ, ყოველთვის სასტიკი იყო, ყოველთვის მკაცრი.

"ბიჭი ვერ გაუჩინა....

გაიგო გოგო იყო, აბორტი გაიკეთა...

გვარისგამგრძელებელი....

მანამ აჩინა ბავშვები, სანამ ბიჭი არ ეყოლა....

რძლად უნდა....

დედობა პროფესიააა....

პროფესია: დიასახლისი...."

აუ დავიღალე, რომ ასე გამწარებით გაავებით და გააფთრებით ებრძვით იმას, რაც სიმართლეა.

სამყარო, ლიტერატურა და ქალები_ მაია წყნეთელი, ჟანა დარკი, სუადი, ლეილა, შორენა კოლონკელიძე, სორაია, ანჟელიკა, თამარ მეფე, ნესტან_დარეჯანი, შუშანიკი.... რომელი ერთი ჩამოვთვალო? რომელი ამათგანი იყო ბედნიერი? ზოგი ძალად გათხოვილი, ზოგი გაუპატიურებული, დევნილი, შეურაცხყოფილი, არდაფასებული, ნაცემი, მოკლული, ჩაქოლილი, ჩაქვესკნელებული!!!!

პერსონაჟები? გმირები? ყველაფერი ხომ სადღაც სიმართლიდან იწყებოდა?! გარშემო მიმოიხედეთ, რამდენი ნინო, ელზა, სალო თამო, ქეთი, ნათია..... რამდენი სევდიანი თვალები და რამდენი ლამაზად შეფუთულ სოც. ქსელს ამოფარებული ტკივილი და სევდა. ვერასრულებული ოცნებები, მიზნები, რომლებიც ვერ მიიღწევა. მერე ოჯახის "იდილიას" შეფარებული ეს ქალები, ამტკიცებენ რომ დიასახლისობა პროფესიაა.

ჩვენ დღესაც ვიწვით, ვიმარხებით, ვკვდებით. უბრალოდ ფიზიკურად არ გვეტყობა. გვრცხვენია აღარ ვიმჩნევთ. ან თუ გვეტყობა მაკიაჟი, ფილტრი და მისი ჯანი.

რატომ არ შეიძლება თანასწორობისთვის, მიღებისთვის, გაგებისთვის ბრძოლა არ გვჭირდებოდეს?! რა შუაშია აქ ფემინიზმი? სულაც არა! უბრალიდ უსამართლობაა სამყაროს დასაწყისიდანვე ვათრევთ ამ უსამართლობას ჩვენ, ევას ქალიშვილები.

ვე რა

დატოვე შეფასება

4.21

(14)
კომენტარები