ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
5
17
15.06.2025
მოკლე აღწერა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართულ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაისა პარდაიევა დაამარცხა იპონით.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს.
ეთერ ლიპარტელიანი არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).
ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში 5‑ე ადგილი დაიკავა.
5