ედგარ ალან პო
მოკლე აღწერა
მისი სიკვდილი დღემდე გამოცანაა. 1849 წლის 27 სექტემბერს პო რიჩმონდიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა. ამის შემდეგ მისი კვალი სამი დღით დაიკარგა. 3 ოქტომბერს ის ბალტიმორში ქუჩაში იპოვნა ერთ-ერთმა გამვლელმა, ჯოჟეფ უეკერმა,
დგარ ალან პო - (1809 – 1849)
ამერიკელი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა.
პო ითვლებოდა დეტექტიური ჟანრის შემქმნელად. ის არ ეძებდა მონსტრებს გარეთ, პო ყოველთვის იკვლევდა ადამიანის გონების ბნელ კუთხეებს.
ედგარ ალან პო ასევე იყო პოეტი, რედაქტორი და ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი ერთ-ერთი ვნობილი ლექსია ,, ყორანი,, (The Raven)
მისი ცხოვრება, მისივე ნაწარმოებებივით ტრაგიკული და ბურუსით მოცული იყო. დაობლდა ადრეულ ასაკში. ჰქონდა ფინანსური პრობლემები და რთული დამოკიდებულება ალკოჰოლთან.
მისი სიკვდილი დღემდე გამოცანაა. 1849 წლის 27 სექტემბერს პო რიჩმონდიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა. ამის შემდეგ მისი კვალი სამი დღით დაიკარგა. 3 ოქტომბერს ის ბალტიმორში ქუჩაში იპოვნა ერთ-ერთმა გამვლელმა, ჯოჟეფ უეკერმა, რომელმაც აღნიშნა: მას დახმარება სჭირდებოდა, დიდ გასაჭირში იყო. პოს ეცვა სხვისი ჭუჭყიანი სამოსი, იმყოფებოდა ნახევრად უგონო მდგომარეობაში და ვერ ხსნიდა რა შეემთხვა.
პო ვერც ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ვერ ახერხებდა თანამიმდევრულ ლაპარაკს და გარდაიცვალა 7 ოქტომბერს.
მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,ღმერთო, დაეხმარე ჩემს საწყალ სულს,,.
ედგარ ალან პოს სიკვდილის ყველა სამედიცინო ჩანაწერი და გარდაცვალების მოწმობა დაკარგულია, რაც მის აღსასრულს ამოცანად ტოვებს.
დღეს 19 იანვარს ედგარ ალან პოს დაბადების დღეა.
0