დისოციაციური ამნეზია
მოკლე აღწერა
დისოციაციური ამნეზია დისოციაციური აშლილობის სახეობაა, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გახსენების შეუძლებლობით, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ სიტუაციაში არ დაივიწყებს.
დისოციაციური ამნეზია
გსმენიათ, რა არის ეს?
დისოციაციური ამნეზია დისოციაციური აშლილობის სახეობაა, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გახსენების შეუძლებლობით, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ სიტუაციაში არ დაივიწყებს. ეს შეუძლებლობა, როგორც წესი, გამოწვეულია ტრავმით ან სტრესით. დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის სამედიცინო ისტორიას და ამნეზიის სხვა მიზეზების გამორიცხვას.
მკურნალობა ფსიქოთერაპიაა, ზოგჯერ ჰიპნოზთან ან მედიკამენტებთან ერთად.
დისოციაციური ამნეზიის დროს, დაკარგული ინფორმაცია, როგორც წესი, პაციენტის გონების მიერ შეგნებულად არ აღიარებული იქნება, თუმცა მაინც მისი ავტობიოგრაფიული მეხსიერების ნაწილს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ დავიწყებული ინფორმაცია შეიძლება ცნობიერებისთვის მიუწვდომელი იყოს, ის ზოგჯერ ქცევაზე გავლენას ახდენს.
მაგალითად, ქალი, რომელიც ლიფტში გააუპატიურეს, ლიფტში ასვლაზე გაუცნობიერებელ უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შესახებ არაფერი ახსოვს.
დისოციაციური ამნეზია, სავარაუდოდ, შეუმჩნეველია. მისი გავრცელება სათანადოდ დადგენილი არ არის.
დისოციაციური ამნეზია შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმული ან სტრესული მოვლენით, რომლის მოწმეც ადამიანია (მაგ., ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება, ომი, გენოციდი, სტიქიური უბედურებები, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, სერიოზული ფინანსური პრობლემები) ან ძლიერი შინაგანი კონფლიქტით.
(მაგ., დანაშაულის გრძნობით გამოწვეული იმპულსებით ან ქმედებებით გამოწვეული შფოთვა, გადაუჭრელი ინტერპერსონალური პრობლემები, კრიმინალური ქცევა).
_ზოგადი საცნობარო მასალები
დისოციაციური ამნეზიის სიმპტომები და ნიშნები
დისოციაციური ამნეზიის ძირითადი სიმპტომია მეხსიერების დაკარგვა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ დავიწყებად. ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ტიპის მოვლენების დროს ან ბავშვობის პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში.
მისი ფორმებია:
.ლოკალიზებული
.შერჩევითი
.გენერალიზებული
იშვიათ შემთხვევებში, დისოციაციურ ამნეზიას თან ახლავს მიზანმიმართული მოგზაურობის, უფრო კი უმიზნო ხეტიალის სურვილი; ამ მოვლენას გაქცევა ეწოდება (ლათინური სიტყვიდან „fugere“, რაც "გაქცევას“ ნიშნავს).
ლოკალიზებული ამნეზია გულისხმობს ზუსტად კონკრეტული მოვლენის გახსენების უუნარობას. როცა გავიწყდება კონკრეტული სიტუაცია ან კონკრეტული დროის პერიოდი; მეხსიერების ეს ხარვეზები, როგორც წესი, ტრავმასთან ან სტრესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, პაციენტებს შეიძლება დაავიწყდეთ ბავშვობაში მასზე ძალადობა, თვეების ან წლების განმავლობაში განცდილი ან ინტენსიური ბრძოლის დღეები.
ამნეზია შეიძლება მისი გამომწვევი შემთხვევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არც კი გამოვლინდეს და მისი გააქტიურება დაიწყოს მხოლოდ ტრავმული მოვლენიდან რამდენიმე დღის ან მეტი ხნის შემდეგ. და დავიწყება შესაძლოა გაგრძელდეს, წუთებიდან ათწლეულებამდე, მისი მოქმედების დრო არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. პაციენტები, როგორც წესი, მეხსიერების დაკარგვის ერთ ან რამდენიმე ეპიზოდს განიცდიან.
შერჩევითი ამნეზია გულისხმობს მეხსიერების დაკარგვას მხოლოდ კონკრეტული პერიოდის გარკვეული მოვლენების ან ტრავმული მოვლენის მხოლოდ ნაწილის მიმართ. პაციენტებს შეიძლება ერთდროულად ჰქონდეთ ამნეზიის ორივე ტიპი: ლოკალიზებული და შერჩევითი.
4