დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

15

გაზიარება:

09.07.2026

მოკლე აღწერა

9 ივლისი ენერ­გი­უ­ლი დღეა. ჯო­ბია ემო­ცი­ე­ბის მოთვი­ნი­ე­რე­ბა, ვნე­ბე­ბის აღ­კვე­თა და თვით­დის­ციპ­ლი­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყე­ბა. მო­ი­ქე­ცით მშვი­დად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გა­ა­კე­თო. და­ი­წყეთ მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სა­ჭი­რო­ებს ზედ­მეტ ძა­ლის­ხმე­ვას. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ებს, ეს შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­გად­გეთ.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      ენერგიის აღდგენაში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ახლობელი ადამიანები ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გვერდში დაგიდგებიან. საღამოს დაგეგმილი შეხვედრა კომფორტული და სასიამოვნო იქნება. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას - ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      ახლა კუროებისთვის იდეალური დროა გეგმებისა და ახალი იდეის განხორციელებისთვის. ყველა საჭირო თვისება გაქვთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ეცადეთ, უახლოეს მომავალში მავნე ჩვევებზე უარი თქვათ – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას – მათ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        უმჯობესია ახალი საქმეები არ დაიწყოთ – შედეგი საეჭვო იქნება. ყურადღებით იყავით – თქვენს გარემოცვაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიონ. მოერიდეთ რისკებს და სამომავლოდ გადადეთ დიდი შენაძენები. ასევე ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს, რომლებიც გამუდმებით თავს გახსენებთ და წინსვლაში ხელს გიშლით.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         კირჩხიბებისთვის გააზრებული აქტივობის პერიოდი იწყება. ნუ მისცემთ დაპირებას, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ და არც სხვისი დაპირება დაიჯეროთ. ნებისმიერ კამათში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ქაოსს და აურზაურს შემოიტანს, ამიტომ გირჩევთ, საღამო სახლში განმარტოებით გაატაროთ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         დაკავდით პიროვნული განვითარებით – ეს შეიძლება ლექციის მოსმენა ან წიგნის კითხვა იყოს. საკუთარი მიღწევების ან საინტერესო შეთავაზებების შესახებ არავის უამბოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ნაცნობებს შორის არაკეთილსინდისიერი ადამიანიც არის, რომელმაც შეიძლება თქვენი გეგმების ჩაშლა სცადოს. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. სავარაუდოდ, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუმცა ეცადეთ, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ, რადგან ეს სამუშაო პროცესზე ცუდად აისახება. უთხარით ადამიანებს სიმართლე – ეს ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 9 ივლისი გარშემო მყოფთა კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არ არის - თქვენს უწყინარ შენიშვნას შეიძლება ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მცდელობამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. უმჯობესია, პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ და დასვენების დრო გამონახოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ეცადეთ, საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების მიმართ გულწრფელობა გამოიჩინოთ. პრობლემებს ნუ გაექცევით – სასურველია, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომები ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ. არაჯანსაღ საკვებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        პირად ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელ სირთულეებს შეეჯახოთ. ახლობლებთან ურთიერთობებში ზედმეტად აგრესიული ნუ იქნებით – ეს ურთიერთობებს მხოლოდ დააზიანებს. უმჯობესია, პრობლემები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ და საუკეთესო გამოსავალი მონახოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ საკითხის განხილვა სხვა დროისთვის გადადეთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ამ დღეს კოლეგებთან მცირე უთანხმოება გელით. თუ ჭორებს და შურიანი ადამიანების პროვოკაციებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ნეგატივი თანდათან გაქრება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყოთ. ამ დღეს ზღვა ინფორმაციიდან მხოლოდ ის უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენ და თქვენს პასუხისმგებლობებს ეხება. სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ამ დღეს რამდენიმე საქმის კეთება არ უნდა სცადოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღამის წვეულებებს და ხმაურიან თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          შესაძლოა, დღეს მოგებიანი საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ და უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, თქვენი დრო გონივრულად დაგეგმოთ და, რაც მთავარია, შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, საღამო ხალხმრავლობისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაატაროთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze