დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

27

გაზიარება:

04.07.2026

მოკლე აღწერა

4 ივლისი ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოსაგვარებლად კარგი დღეა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა, კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა. გა­აძ­ლი­ე­რეთ კავ­ში­რე­ბი. ჩა­ერ­თეთ შე­მოქ­მე­დე­ბით და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ფრთხი­ლად იყა­ვით ემო­ცი­ებ­თან. ხელ­საყ­რე­ლი დღეა რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      მარტოხელა ვერძებო, ინიციატივის გამოჩენას ნუ იჩქარებთ - უბრალოდ, დინებას მიჰყევით. რაც არ უნდა გააკეთოთ, ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება. გვერდზე გადადეთ ტელეფონები თუ პლანშეტები და ახლობლებთან ურთიერთობით დატკბით — ითამაშეთ, წიგნი ხმამაღლა წაიკითხეთ ან გულახდილად ისაუბრეთ. ამჟამად კარიერულ წინსვლაზე ფიქრი არ ღირს, ჯობია არსებული პოზიციის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. თუ ფულის მოგებიანად დაბანდების შანსი მოგეცათ, ხელიდან ნუ გაუშვებთ! მალე ნებისმიერი ინვესტიცია სამმაგ მოგებას მოგიტანთ. ფრთხილად! მოვლენების სწრაფი ცვლა და გადაღლა შეიძლება პანიკის მიზეზი გახდეს, თუმცა, მდიდარი ფანტაზია მაინც თამამი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ. დატვირთული განრიგის მიუხედავად, ამ დღეს მეგობრებისა და ახლობლებისთვის დროს მაინც გამონახავთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საყვარელი ადამიანები თქვენს დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. შესანიშნავი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. სხვისი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება უფულოდ დარჩეთ. ეს დღე იდეალურია ენერგიის განახლებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, შეხვდეთ მათ, ვინც თქვენთან სულიერად ახლოსაა. რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის ნუ გადადებთ. თქვენი ხვალინდელი მოქმედებები კარიერულ წინსვლასა და, შესაბამისად, საფულეზე აისახება.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        დროა დაფიქრდეთ, თქვენი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი როგორ გახადოთ. დიდი ხანია, სადმე ერთად არ გასულხართ? თუ გადაუდებელი საქმეები არ გაქვთ, ეცადეთ, დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ. მართალია, თავდაუზოგავად მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ეს შრომა მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ, ძალას შეგმატებთ. ფორტუნამ, როგორც იქნა, გადმოგხედათ! ეცადეთ, საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ და ყველაფერი გამოგივათ. შესაძლებლობის ფარგლებში, მომდევნო 24 საათი პასიურად გაატარეთ და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ხელსაყრელი დღეა სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად — დიდხანს მოგემსახურებათ და ოჯახისთვის ერთგვარ თილისმადაც იქცევა. სამსახურში დავალების წარმატებით შესრულება შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება ბონუსიც დაიმსახუროთ. მიენდეთ საკუთარ თავს და პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს ნუ წამოეგებით. ამ დღეს სწორი და კარგად გააზრებული მოქმედებით თქვენს გრძელვადიან კეთილდღეობას საფუძველს ჩაუყრით. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ამბების გაგება. ეცადეთ გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და განწყობას აგიმაღლებენ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         რომანტიკული შეხვედრები, პაემნები, წვეულებები და ახალი ნაცნობობა მხოლოდ სიხარულს მოგიტანთ, თუმცა ახალ თაყვანისმცემელთან ზედმეტად გულახდილი ნუ იქნებით. ამ დღეს დაბრკოლებები შეიძლება იქ შეგხვდეთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით, ამიტომ სკანდალები, კინკლაობა და დამნაშავეების ძებნა დაივიწყეთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება სასწრაფოდ დასასრულებელ დიდ პროექტებზე გადაიტანოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება რთული ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ და საქმეს საგრძნობლად გაგიმარტივებთ. თუ ტონუსის დაქვეითებას და უგუნებობას გრძნობთ, იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალორიები აკლია – დღეს დიეტისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         ახალი, საინტერესო ნაცნობობა თქვენს გონებას მთლიანად დაიპყრობს და თავბრუდამხვევი რომანის მოლოდინით აგავსებთ. სამსახურში საქმე გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ დაფიქრდით, კიდევ რომელ სფეროებში შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ. შესაძლოა, უახლოეს დღეებში სამსახურის შეცვლა თქვენთვის ბედის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდეს. ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ სარისკო დღეა. ფულთან დაკავშირებული გარიგებებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა მნიშვნელოვანი თანხა დაგაკარგვინოთ. საღამოს უმჯობესია, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ. მთლიანობაში, იმედის მომცემი დღეა როგორც მუშაობისთვის, ისე განტვირთვისთვის – პრობლემები გვერდს აგივლით და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც დაგეგმეთ.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ბოლოს და ბოლოს, ვენერა გააქტიურდება და იუპიტერთან კვინკონსს შექმნის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის კრიტიკულ შენიშვნებს უფრო ყურადღებით მოუსმინოთ – იდეალური ადამიანები არ არსებობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესობისკენ შეცვლა არ შეგიძლიათ. წინ მშვიდი და სასიამოვნო დღე გელით, სადაც ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ იმუშავებს. გარშემომყოფები ადვილად დაგეთანხმებიან და თქვენს გადაწყვეტილებებს მოიწონებენ. პირად ცხოვრებაშიც სრული ჰარმონიაა. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად იდეების რეალობად ქცევის უნარი, მახვილი გონება, მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი და შეუპოვრობა დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო წყლის სიახლოვეს, სუფთა ჰაერზე გაატაროთ – ბუნებაში სეირნობა ენერგიით აგავსებთ.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ამ დღეს ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება, ემოციური სცენები და დაპირისპირება. სავარაუდოდ, სიმშვიდისა და სტაბილურობის მისაღწევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა ამას თავს მშვენივრად გაართმევთ. უახლოეს დღეებში შეიძლება ახალი პროექტები ან მოვალეობები გამოჩნდეს, რაც დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. ფინანსური მოტივაციის მიუხედავად, ეცადეთ, არ გადაიღალოთ და სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსის შენარჩუნება შეძლოთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური სირთულეები, მაგრამ პანიკას ნუ აჰყვებით – უბრალოდ, ხარჯებში მეტი ეკონომია და გონიერება უნდა გამოიჩინოთ. ნუ გადაიღლებით — თქვენი შრომისუნარიანობა დროებით დაქვეითებულია და დიდმა დატვირთვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავოთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        სიყვარული დაგეხმარებათ, რომ ყველა სირთულეს და დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეჭვიანობაა. პლანეტები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნებისმიერ დაპირისპირებასა და კამათს მოერიდოთ, რადგან ოპონენტზე მეტად თქვენ დაზარალდებით. ფინანსური თვალსაზრისით, ვარსკვლავები ამჟამად არ გწყალობენ, ამიტომ ჯობია, ხარჯების შემცირებაზე იფიქროთ. საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ სპეციალისტებს ნუ ანდობთ. თუკი რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ჰორიზონტზე ახალი რომანის კონტურები მოჩანს, თუმცა, თავად თუ ხართ მზად ამ ურთიერთობისთვის? დაფიქრდით ამაზე, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ. ეცადეთ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გააანალიზოთ, პარტნიორის პოზიცია გაიგოთ და საკუთარ შეცდომებზე იმუშაოთ. მოერიდეთ თქვენი ახალი იდეების ხელმძღვანელობისთვის გაზიარებას – გამორიცხული არ არის, რომ უფროსმა თქვენი ნამუშევარი მიითვისოს. მოერიდეთ თაღლითებს, განსაკუთრებით შორ გზაზე მგზავრობისას. გარემოებები შეიძლება თქვენს საზიანოდ შემოტრიალდეს და ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოთ. მალე გადაღლილობა აუცილებლად თავს შეგახსენებთ, ამიტომ დასვენების დრო უნდა გამონახოთ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        თუ გსურთ, ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, საკუთარ წარსულში ქექვა შეწყვიტეთ! გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა გარშემომყოფებზე აისახება. თუ ამჟამინდელი ურთიერთობა რამედ გიღირთ, ჯობია მოზღვავებულ ემოციებს არ აჰყვეთ და მეორე ნახევრის პოზიცია გაიზიაროთ. კარიერული თვალსაზრისით, ხელსაყრელი პერიოდია გავლენიან ადამიანებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად. სამსახურში თქვენი აქტიურობა აუცილებლად სასურველ შედეგს გამოიღებს. ამ დღეს კვების მენიუში უპირატესობა ხილს და ბოსტნეულს მიანიჭეთ, ასევე შეგიძლიათ ცოტა ტკბილეულიც მიირთვათ – ორგანიზმს ახლა ნახშირწყლები სჭირდება.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ვარსკვლავები შანსს გაძლევენ გააცნობიეროთ, საკუთარი ცხოვრების რეჟისორი როგორ გახდეთ და სასურველი მიმართულებით როგორ წარმართოთ. ოჯახში უმცროსი ნათესავები საზრუნავს გაგიჩენენ და საოჯახო საბჭოზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. წვრილმანი საქმეები და სამუშაო პრობლემები დღის მანძილზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა მაინც დაგრჩებათ ენერგია იმისთვის, რომ ღამით მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაატაროთ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze