დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
0
22
27.06.2026
მოკლე აღწერა
27 ივნისი ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. დღეს არ არის რეკომენტირებული რომანტიკული პაემნები.
ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )
პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. არ არის გამორიცხული, რომ მაქინაციების მსხვერპლი გახდეთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია. ეცადეთ, საკუთარ განცდებზე ნაკლები ყურადღება გაამახვილოთ, რადგან ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაართულებს.
კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )
სულიერი განწმენდისა და მონანიების დღეა. საქმის მიმდინარეობაში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები - როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. ყურადღებით იყავით, რომ თაღლითების მაქინაციების მსხვერპლად არ იქცეთ ან პარტნიორებზე დამოკიდებული არ გახდეთ. მოსალოდნელია ოჯახური პრობლემები და ურთიერთბრალდებები.
ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )
ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან ხარჯების მოცულობა შემოსავალს გადააჭარბებს. ბოლოდროინდელ გარიგებაზე იმედს ტყუილად ამყარებთ. შესაძლებელია მოულოდნელმა და გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ოჯახის ბიუჯეტზე გავლენა მოახდინოს. პირად ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები გელით, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური.
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
ამ დღეს თქვენს საქმეებში შეიძლება სერიოზული ცვლილებები მოხდეს. გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. ეცადეთ, თავისუფლება ბოროტად არ გამოიყენოთ - ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )
პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება სამსახურებრივ პოზიციაზე ან პროფესიული საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გამორიცხული არ არის, რომ ბოროტი ადამიანების დაცინვის ობიექტი გახდეთ. ეცადეთ, საკუთარ განცდებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ - სიმამაცე და გამძლეობა დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )
მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. დამშვიდდით, ფინანსური კრიზისი ყველას ემართება და ამას ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.
სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )
ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, სწავლისა და ახალი საქმის დასაწყებად. ახალი ამბავი თქვენს წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, მცირე სისუსტეს და უმიზეზო სევდას იგრძნობთ. არ არის სასურველი დარდის ალკოჰოლში ჩახშობა.
მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )
ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის შესავსებად. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას და თავდადებას სათანადოდ დააფასებს, მაგრამ ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან არ უნდა იმუშაოთ. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესია, ხელი არაფერს მოაწეროთ. სამსახური ძალების კონცენტრაციას მოითხოვს, ხოლო სახლში თქვენგან ზრუნვას და ჩართულობას ელიან.
მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )
ამ დღეს მშვილდოსან მამაკაცებს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ელით - ან მოწინააღმდეგის ინტრიგების მსხვერპლი ან პარტნიორის განწყობაზე დამოკიდებული გახდებით. ორივე შემთხვევა თქვენთვის არახელსაყრელი შედეგით დასრულდება. ამ ღამის სიზმარი წინასწარმეტყველურია და აუცილებლად ახდება.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )
განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი საქმეები და ურთიერთობები გელით. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სიახლისა და გრძელვადიანი გეგმების შესაქმნელად. ნებისმიერი, ყველაზე სარისკო წამოწყებაც კი, მოგვიანებით კარგ შემოსავალს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ სოციალური ან სამსახურებრივი პოზიციის შეცვლა მოგიწიოთ. ამ ღამის სიზმრები პირიქით უნდა განმარტოთ.
მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )
დაძაბული დღეა, რომელიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო სიახლემ შინაგანი ოჯახში არახელსაყრელი გარემო შექმნას. ქალებს ვურჩევთ, საკუთარი მოსაზრებები თავს არავის მოახვიონ და ნაკლები იუხეშონ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების (განსაკუთრებით მოზარდების) ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )
ფინანსური პრობლემები უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ. მთავარია შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებისგან თავი დაიცვათ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. სასურველია, ეს დღე უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაავადება, რომელსაც გართულება მოჰყვება. გაითვალისწინეთ, რომ კვალიფიციური დახმარების გარეშე კრიზისული სიტუაცია გელით.
0