დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
0
2
18.05.2026
მოკლე აღწერა
18 მაისს გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად.
ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )
ამ დღეს ყველაზე მეტად აზარტულ თამაშებს უნდა ერიდოთ, რადგან შეიძლება დიდი ფული დაკარგოთ. მთელ დროს და ენერგიას ახალ საქმეზე ნუ დახარჯავთ, რადგან შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში შეიძლება გაგიმართლოთ. მნიშვნელოვანია, თქვენი საბოლოო მიზნები გააცნობიეროთ და სასურველ შედეგს მოთმინებით დაელოდოთ.
კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )
წინააღმდეგობრვი დღეა - მოსალოდნელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები. ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. ეცადეთ, გარშემომყოფების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და თქვენი ფეთქებადი ხასიათის გამო არავინ გაანაწყენოთ. თქვენს გონიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაღალია მოწამვლის რისკი —ალკოჰოლურ სასმელებს და ეგზოტიკურ კერძებს უნდა მოერიდოთ.
ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )
ტყუპებისთვის უაღრესად არასახარბიელო დღეა. მამაკაცებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების ან უბედური შემთხვევის ალბათობა. მოერიდეთ ისეთ სარისკო მოქმედებებს, როგორიცაა ავტომობილის სწრაფი ტარება ან ექსტრემალური სპორტი. გირჩევთ სახლშიც და სამსახურშიც უსაფრთხოების წესები დაიცვათ. გამოიჩინეთ მოთმინება საყვარელი ადამიანების მიმართ. ახალი კავშირები და ურთიერთობები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება კოლეგებთან თქვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს. ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად დაისვენოთ ან მედიტაციით დაკავდეთ. სიზმარი, რომელსაც ამ ღამეს ნახავთ, შეიძლება მალე ასრულდეს.
ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )
ვარსკვლავები გირჩევენ სწრაფად დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდ ძალისხმევასა და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. სავარაუდოდ, საქმიანი დებატები თქვენთვის არასახარბიელოდ დასრულდება. შეგიძლიათ საიმედო მეგობრებს რჩევისთვის მიმართოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობების მიღწევაც სრულიად რეალურია.
ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )
ხელსაყრელი დღეა საკუთარი პრინციპების დაცვისა და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისთვის. ინტუიცია, გარემოსა და რეალობის აღქმა გაძლიერდება — ეს განსაკუთრებით შემოქმედ ადამიანებს ეხებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანი შეხვედრისთვის საგულდაგულოდ მოემზადოთ. ღრუბლებში ფრენის ნაცვლად, ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. კარგი დღეა შესყიდვებისა და კარიერული წინსვლისთვის.
სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )
ზედმეტი პრაქტიკულობა შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს. გამორიცხული არ არის, რომ გარშემო მყოფებმა თქვენი მიზანდასახულობა უხეშობად აღიქვან. საკუთარ მოვალეობებს პასუხისმგებლობით ეკიდებით, ამიტომ დასვენებისთვის დრო თითქმის არ გრჩებათ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )
ამ დღეს პლანეტები აქტიური ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, რაც მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია საკუთარი აგრესიისა და მოუთმენლობის კონტროლი — ეს თვისებები მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. ნუ მოითხოვთ ბედისგან მეტისმეტს, ისწავლეთ იმის დაფასება, რაც უკვე გაქვთ. საყვარელი ადამიანების შენიშვნებზე მტკივნეულად ნუ რეაგირებთ. მოერიდეთ ყველანაირ ავანტიურას, თუნდაც ეს უახლოესმა მეგობრებმა შემოგთავაზონ.
მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )
დროულად დაასრულეთ საქმე, რომელიც მომავალში შეიძლება პრობლემად იქცეს. ამით არა მხოლოდ შვებას იგრძნობთ, არამედ უფრო სასიამოვნო საქმეებისთვის დროსა და ენერგიას გაათავისუფლებთ. პარტნიორებთან ან კოლეგებთან დაძაბულმა ურთიერთობებმა შეიძლება თქვენს გეგმებზე გავლენა მოახდინოს და მათი შეცვლა მოგიწიოთ. მეგობრების რჩევის გათვალისწინება სასარგებლო იქნება.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )
დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, სიამაყე და ეჭვიანობა მოთოკოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ. საკუთარ შეცდომებსა და წარუმატებლობებებში ახლობლებს ნუ დაადანაშაულებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ან შემოქმედებით პროცესებს უკავშირდება. შესაძლებელია, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც მომავალში სიხარულს მოგიტანთ.
მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )
ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა. დიდი შანსია, რომ თქვენი გეგმები განხორციელდეს. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი. სხვის აზრს ნუ დაეყრდნობით — ის შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. სიფრთხილით მოეკიდეთ ხალხმრავლობას და კოლექტიურ ღონისძიებებს. დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )
ხელსაყრელი დღეა გუნდური აქტივობებისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის. ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი უნარები სრულად გამოავლინონ. მარტოხელა თევზებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. მამაკაცები ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდონ - მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები და უბედური შემთხვევების რისკი.
0