დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

17

გაზიარება:

29.04.2026

მოკლე აღწერა

29 აპ­რილს ცაზე პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა გვა­ი­ძუ­ლებს, რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მოთ ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს და იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის მარ­თლა ძვირ­ფა­სია. ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე - ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ინ­ტუ­ი­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რდე­ბა და სამ­ყა­როს­გან მი­ნიშ­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა უფრო ად­ვი­ლი ხდე­ბა.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      დღევანდელი საღამო ვერძის ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ფრთხილად იყავით სექსუალური თუ საქმიანი პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      ამ დღეს მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. არახელსაყრელი დღეა შეძენისთვის, რადგან შესაძლო, იმედგაცრუებული დარჩეთ.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ეს დღე სულიერ სიმშვიდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა და ძალიან სანდო ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანი შეიძლება, კოლეგებისა მხრიდან ღია დაპირისპირება გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         ეცადეთ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ, რადგან ეს თქვენს ხელფასზე და კარიერაზე აისახება. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე და მათზე ზრუნვაზე გაქვთ გადატანილი. თუ დაქორწინებული არ ხართ, დროა, თქვენი სასიყვარულო კავშირის რეგისტრაციაზე იფიქროთ. მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         გამორიცხული არაა, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისთვის, თუმცა ბევრი მაცდური შეთავაზება გელით. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლის დოზას.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ და ძილის წინ თბილი შხაპი მიიღოთ.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი დღეა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, სარგებელს მოგიტანთ. საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ეს დღე დილიდან დაძაბული იქნება. თუ ავტომობილს მართავთ, ეცადეთ, გზაზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. მოერიდეთ მარილიან, ცხიმიან და ცხარე საკვებს და რამდენიმედღიანი დიეტა დაიწყეთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ახალი ბიზნესკავშირები შეიძლება. ძალიან მყარი და საიმედო გამოდგეს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        შესაძლოა, საქმიანი წინადადებით მოგმართონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. სამსახურში საკუთარი ნიჭისა და უნარების სრულად გამოვლენას შეძლებთ. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ხელსაყრელი დროა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ამ დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. მოერიდეთ კატეგორიულ მსჯელობას და ინდივიდუალურ სამუშაოს. რაც მთავარია, ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze