დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
0
12
21.03.2026
მოკლე აღწერა
21 მარტი ისეთი დღეა როცა აუცილებლად უნდა გასცეთ მოწყალება, თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას.
ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )
ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ მაცდურმა შეთავაზებამ არ მოგატყუოთ. გირჩევთ ვალები დროულად გადაიხადოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. ნუ გამოიჩენთ უმადურობას ადამიანების მიმართ, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ.
კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )
შესაძლოა, ვიღაცამ ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვათ. ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, რომელიც უანგაროდ დაგეხმარათ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ჯერ ამის დრო არ მოსულა. ამ დღეს წარმატება ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ.
ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )
ეცადეთ ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და თავი არ მოიტყუოთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, საღამოს შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
დილიდან გაღიზიანებული ხართ, მაგრამ ეცადეთ, რომ ჯავრი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ. ცუდი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და სექსისთვის. თუ არ იზარმაცებთ დასაქმეს ბოლომდე მიიყვანთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.
ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების ყველა თქვენი მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - შესაძლოა, ერთ-ერთმა თქვენგანმა დაშორება გადაწყვიტოს. ეცადეთ გულწრფელი საუბრით გაუგებრობა აღმოფხვრათ.
ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )
ეს დღე სასიყვარულო განცდებითა და ინტრიგებით დაგამახსოვრდებათ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.
სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )
კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის საქციელით იმედგაცრუებული დარჩეთ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და რაც მთავარია, ისეთი არაფერი გააკეთოთ, რაზეც მოგვიანებით ინანებთ. საუკეთესო დღეა უცხოელ მეგობრებთან და პარტნიორებთან შესახვედრად.
მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )
შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ, ეს დროებითია. რთულ დროს შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. გირჩევთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.
მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )
საქმის საბოლოო შედეგი თქვენს სიმშვიდეზეა დამოკიდებული. ნუ აღელდებით და ინერვიულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ეცადეთ მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ. ეცადეთ, ღამით ადრე დაიძინოთ და ზოგადად საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, მაგრამ ეცადეთ უკვე დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ.
თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )
მუშაობა კარგია,მაგრამ ეცადეთ, პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, მეგობრებმა წვეულებაზე მიგიწვიონ და უარი არ თქვათ - საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით. უფროსთან რთული საუბარი საბოლოოდ ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად იმოქმედოთ.
0