დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

13

გაზიარება:

17.03.2026

მოკლე აღწერა

17 მარტი კარგი დღეა რომანტიული ურთიერთობების წამოსაწყებად და ძველი ურთიერთობების გასახალისებლად, კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ხანგრძლივი მოგზაურობის დასაგეგმად ან ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      გახსოვდეთ, რომ თავაზიანობა და მზრუნველობა გაცილებით ძლიერი იარაღია, ვიდრე უხეშობა. ნუ ეცდებით, საკუთარი შეხედულებების ნებისმიერი გზით დაცვას — ეს უსიამოვნებების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოსალოდნელია სიახლე, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრების წესი და ნათესავებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეცვალოს. გარეგნულად ყველაფერი სტაბილურად და წარმატებულად ჩანს, თუმცა ილუზიებისა და ცრუ მოლოდინების საფრთხე მაინც არსებობს. შინაგან დაძაბულობასა და მძიმე წინათგრძნობას ებრძვით, რაც საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდება.

აკონტროლეთ ხარჯები და გაუფრთხილდით დანაზოგს. დილით შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, რომელიც შუადღისთვის გაივლის. დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმეთ.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      ამ დღეს თქვენი ურთიერთობების საფუძველი ნდობა და პატივისცემა იქნება. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოთ და გაითვალისწინოთ. ძვირად ღირებული ნივთის ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე შეძენას შესაძლოა კამათი და დაპირისპირება მოჰყვეს. სავარაუდოდ, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ პროცესს ნუ გააჭიანურებთ და ეცადეთ, არჩევანი სინანულის გარეშე გააკეთოთ. თუ ფინანსური დახმარება დაგჭირდათ, ბანკის ნაცვლად, ახლობლებს მიმართეთ და დახმარებასთან ერთად, მეგობრულ რჩევასაც მიიღებთ.

ამ დღეს არსებობს სოკოვანი ინფექციის გავრცელების რისკი, ამიტომ, თუ აუზზე ან საუნაში წასვლას გეგმავდით, პირადი ჰიგიენის დაცვა არ დაივიწყოთ.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        ამ დღეს მარტოხელა ტყუპებს მეორე ნახევრის პოვნის შანსი ექნებათ, თანაც რომანტიკული ურთიერთობა სწრაფად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე განვითარდება. მშვენიერი დღეა რემონტის დაწყების, სახლის საფუძვლიანად დალაგების ან დაწყებული საქმის დასრულებისთვის. ეს დღე შეგიძლიათ გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის გამოიყენოთ.

გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი წარმოიშვას. მნიშვნელოვანია, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ და საკუთარი პოზიცია არგუმენტებით დაიცვათ. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ მატერიალურ წახალისებას იმსახურებთ! მოთმინება გამოიჩინეთ - მალე თქვენს ცხოვრებაში ფინანსურად იღბლიანი პერიოდი დაიწყება.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის, თუმცა გონივრულად იმოქმედეთ და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. პირად ცხოვრებაში თქვენ და თქვენი პარტნიორი საერთო ენას იპოვით და უთანხმოებები წარსულს ჩაბარდება.

შესაძლოა, მალე სამსახურის შეცვლის აუცილებლობა დადგეს, ამიტომ ეცადეთ შრომის ბაზარი წინასწარ შეისწავლოთ. ბოლოდროინდელ ხარჯებზე ნუ ინერვიულებთ — სულ მალე დაუგეგმავ შემოსავალს მიიღებთ. ზოგიერთ კირჩხიბს შესაძლოა ძველ სიყვარულთან შეხვედრის გამო მსუბუქი სევდა და ნოსტალგია დაეუფლოს.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         მარტოხელა და რომანტიკულად განწყობილ ადამიანებს მოგზაურობა საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება, შეყვარებულებს კი ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები ელით. ახლობლები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაგიჭირონ, ამიტომ პრობლემების დამალვას ნუ ეცდებით. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ძველი გეგმები განახორციელოთ. გამორიცხული არ არის, საიმედო მოკავშირე გამოგიჩნდეთ, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობით. რჩევა ბიზნესმენებს - ხელსაყრელი დროა კრედიტების დაფარვისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.

თუ დიეტის დაწყებას გეგმავთ, სჯობს ორიოდე დღე მოიცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სატურნი ხელს ყველანაირად შეგიშლით და სხვადასხვა ნუგბარით .გაცდუნებთ


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         ახალი ნაცნობობა იმდენად გაგიტაცებთ, რომ შესაძლოა გარშემო სხვა ყველაფერი დაივიწყოთ. ზედმეტი პერფექციონიზმი კარგს არაფერს მოგიტანთ და გარშემომყოფებსაც გააღიზიანებს — ეს არ დაგავიწყდეთ, თუ მორიგი რემონტის წამოწყებას აპირებთ.

ნუ იქნებით პასიური დამკვირვებელი — სწორედ ახლა შეგიძლიათ მოვლენების მსვლელობაზე გავლენა მოახდინოთ. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, როცა სხვებზე დამოკიდებულებას შეწყვეტთ და ისე მოიქცევით, როგორც თავად გსურთ. საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ. თუ არ გადაიღლებით, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბა, მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაოა. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! სავარაუდოდ, დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. შესაფერისი დროა გარიგებებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. უახლოეს დღეებში ფინანსური ოპერაციები წარმატებით დასრულდება. არც დასვენება დაგავიწყდეთ — ძალები აღიდგინეთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ეს დღე ერთობლივი პროექტებისთვის ხელსაყრელია. საერთო საქმე გარშემომყოფებთან დაგაახლოებთ. აკეთეთ ის, რაც დიდი ძალისხმევის გარეშე გამოგდით. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა მხარდაჭერა დაგჭირდეთ — შეგიძლიათ ოჯახის წევრების იმედი გქონდეთ.

მთელი ყურადღება გუნდურ მუშაობაზე გადაიტანეთ, რადგან ერთობლივი ძალისხმევა მოულოდნელ შედეგს გამოიღებს. მზე მერწყულის ნიშანში სწავლასა და მგზავრობაში წარმატებას გპირდებათ. ურანისა და მზის ასპექტის წყალობით, თქვენი მეგობრების წრე გაფართოვდება. ვახშამზე ცხიმიან და მძიმე საკვებს მოერიდეთ, რათა კუჭის პრობლემები თავიდან აიცილოთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ამ დღეს თქვენი სიმკაცრე და ენამახვილობა გარშემო მყოფებს მხოლოდ გააღიზიანებს. გირჩევთ, მხოლოდ ლოგიკით იხელმძღვანელოთ, გამოცდილებას დაეყრდნოთ და პოზიციების გასამყარებლად ინიციატივა გამოიჩინოთ.

სატურნისა და იუპიტერის გავლენით, ფინანსური და კარიერული ზრდის შანსი გეძლევათ, თუმცა მსხვილი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ჯობია სამომავლოდ გადადოთ. საეჭვო პროექტში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა ინფექციური დაავადებების რისკი შეამციროთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        რომანტიკული პაემანი სასიამოვნო აღმოჩნდება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. მარტოხელებს ვურჩევთ, საზოგადოებრივ ღონისძიებას დაესწრონ, სადაც შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნონ. ბავშვებთან და უფროსი ასაკის ნათესავებთან ურთიერთობისას თავაზიანობა გამოიჩინეთ, რათა კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

სამსახურში ყველაფერი რიგზეა, განსაკუთრებით მატერიალური კუთხით. ეს დღე ხელსაყრელია მიზნების მიღწევისა და ახალი ცოდნის შესაძენად. თუ დიდი ხანია ძვირად ღირებულ ნივთზე ოცნებობთ, ეცადეთ, ის მალე შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას — მძიმე და ცხიმიანი პროდუქტების ნაცვლად, სჯობს უპირატესობა ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭოთ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. ბავშვების ან უფროსი ნათესავების გამო შესაძლოა ოჯახის წევრებთან უთანხმოება წარმოიშვას. ამ დღეს მთელი ყურადღება გადაიტანეთ დავალებაზე, რომელსაც ხელმძღვანელი მოგცემთ — თქვენი კარიერა მასზეა დამოკიდებული.

დღის მეორე ნახევარში ძველი სურვილების ასრულების შანსი გექნებათ, თუმცა ერთი პირობით — ახლებურად მოქმედება უნდა ისწავლოთ. დღის ბოლოს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ახალმა შეხვედრამ შესაძლოა გრძნობები განაახლოს. ძველი წყენა წარსულს ჩაჰბარდება — შესაფერისი დღეა მეგობრული და ნათესაური კავშირების განსამტკიცებლად. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობასა და საბუთებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან. ამჟამად არახელსაყრელი დროა მსხვილი ფინანსური გარიგებებისა და ძვირად ღირებული შენაძენებისთვის.

მკურნალობისას სინთეტიკურ მედიკამენტებს მოერიდეთ, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ და უპირატესობა ნატურალურ საშუალებებს მიანიჭეთ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze