დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
0
12
12.02.2026
მოკლე აღწერა
12 თებერვალი კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, თუმცა გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის
ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )
ეს დღე მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. ფრთხილად იყავით - იზრდება მოწამვლის რისკი. ერიდეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან.
კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )
თქვენი სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად განაწილებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცამ შეიძლება, თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოს. უცხოურ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.
ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )
ამ დღეს ბევრი გაუგებრობა ახლავს, რაც თქვენი მხრიდან მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას გეგმავთ, ფრთხილად იმოქმედეთ, რომ არ გაგაცურონ.
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
ცვლილებისა და სიახლეების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური პრობლემების მოგვარება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. თქვენმა სიჯიუტემ და სიხისტემ შეიძლება, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ, გაუგებრობა დროულად მოაგვაროთ, თორემ წყენა თქვენს ურთიერთობას დაღს დაასვამს.
ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )
დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის დიდი წარმატება გელით. სამსახურში მოსალოდნელია მცირე კამათი, რომელიც თუ გონიერებას არ გამოიჩენთ, შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც უფრო რთული იქნება თქვენი დავალება, მით უკეთესად გაუმკლავდებით. ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან.
ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )
დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა არ ინერვიულოთ, საღამომდე მხნეობა დაგიბრუნდებათ. ამ დღეს ყველა სადავო საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. თქვენს სურვილს - ბინა განაახლოთ და გაარემონტოთ, შესაძლოა, ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვეს. მოერიდეთ მძიმე და არაჯანსაღ საკვებს.
სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )
ეცადეთ, ამ დღეს უხილავი ადამიანი გახდეთ, რომ ვერავინ გიპოვოთ. დროა, ნაჩხუბარ ადამიანებთან მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ. თქვენდა გასაოცრად, შეიძლება რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.
მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )
ხელსაყრელი დღეა შემოქმედები მორიელებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების იმუნიტეტის ამაღლებაზე.
მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სამაგიეროდ, ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ და მიხვდებით, რომ ფული წყალს გაატანეთ. ახალი ნაცნობობა დიდ მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზრდება.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )
თუ გრძნობებს ვერ უმკლავდებით, დროა, მარტოხელა ცხოვრების დასრულებაზე იფიქროთ. ამ დღეს ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, რამაც შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საღამოს სასურველია, რომ სილამაზის სალონში ვიზიტი და სტილის შეცვლა დაგეგმოთ. თავი შეიკავეთ სამსახურებრივი რომანისგან, რადგან ეს კოლეგებსა და უფროსის თვალში თქვენს ავტორიტეტს მიწასთან გაასწორებს. ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან.
თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )
სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. არ არის გამორიცხული მოულოდნელი წინადადება ან საქმიან პარტნიორთან შეხვედრა.
0