დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

15

გაზიარება:

03.02.2026

მოკლე აღწერა

3 თებერვალი კარ­გი დღეა ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ახ­ლებს ნუ წა­მო­ი­წყებთ. ნუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს. სწავ­ლის­თვის ნე­იტ­რა­ლუ­რი დღეა, მაგ­რამ გა­მოც­და სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეთ. უმ­ჯო­ბე­სია ეს დღე გან­მარ­ტო­ე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი, გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბი. გა­თა­ვი­სუფ­ლდით უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი­სა­გან.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი ჯერ კიდევ დაბალია. პროფესიული საქმიანობის სფეროში გამორიცხული არ არის დიდი ფინანსური ზარალი. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ ერთობლივ საქმიანობასში. გირჩევთ, სხვის აზრი არ გაითვალისწინოთ - ის მცდარია ან შეგნებულად დამახინჯებულია.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      შეიძლება, კვლავ გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. მოსალოდნელია მსუბუქი დისკომფორტი, დაღლილობა ან თავის ტკივილი, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვაზე უარი თქვით და ეცადეთ, მეტი დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს - ერიდეთ ზედმეტ ჭამას და ალკოჰოლურ სასმელებს.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        კოსმოსური ენერგიის, სიყვარულისა და მონანიების დღეა. სასურველია ღმერთთან განმარტოება. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ ფულის ნაწილი გაჭირვებულს შესწიროთ. რაც მთავარია, ბავშვები არ დაივიწყოთ - მათთან ერთად სუფთა ჰაერზე გასეირნებით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         თქვენი შრომისმოყვარეობა და გულმოდგინება აუცილებლად დაფასდება, თუმცა შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ. სასიყვარულო ფრონტზე ჯერჯერობით, ყველაფერი უცვლელად რჩება, ამიტომ არაფერი შეგიშლით ხელს, რომ სერიოზული საკითხები გადაწყვიტოთ. დღის მეორე ნახევარში თამამი გადაწყვეტილებები შეგიძლიათ უშიშრად მიიღოთ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ან დაძაბული მუშაობა შეიძლება, ნერვული სტრესის ან დაავადების მიზეზი გახდეს. პროფესიული საქმიანობის სფეროში არ არის გამორიცხული დიდი ფინანსური ზარალი. ფრთხილად იყავით ნებისმიერ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის დროს.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები ან ავადმყოფობა. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის საყვარელ ადამიანთან ან ნათესავებთან პრობლემები და მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, სამუდამოდ დაშორდებით თუ ურთიერთობას გააგრძელებთ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოსაცდელი პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. მოსალოდნელია გარკვეული შეცდომები და არასწორი გათვლები, რაც გაიძულებთ, საქმისა და საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ეს დღე ყველაზე ხელსაყრელია სექსუალური კონტაქტებისა და მეგობრობული კავშირებისთვის.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი მისწრაფებების განსახორციელებლად. თქვენს შესაძლებლობებსა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული საქმის საბოლოო შედეგი და კოლეგების აღიარება. დღის მეორე ნახევარში სასურველია, მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმოთ. დღის ბოლოს სიყვარული და სიმშვიდე ისევ შემოვა თქვენს სახლში და ცუდი განწყობა დაგტოვებთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებას გპირდებიან. მშვილდოსანი მამაკაცები დღეს საყვარელ ქალთან ურთიერთობაში შექამნილი პრობლემის მოგვარებას შეძლებენ. კეთილგანწყობა და მოთმინება საერთო ენის პოვნაში და ურთიერთგაგებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მშვილდოსან ქალებს ურჩევენ, რომ ახალ ნაცნობობაზე უარი თქვან - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. დაუმსახურებელმა წყენამ ან იმედგაცრუებამ შეიძლება ხასიათი დიდი ხნით გაგიფუჭოთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        დაძაბული დღეს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ცდუნებს არ აჰყვეთ. დაგეგმილი შეხვედრები უმჯობესია სხვა დღისთვის გადაიტანოთ. სამუშაო დიდ ძალისხმევას, არატრადიციულ ხედვას და ოროგინალურ აზროვნებას მოითხოვს. ამ დღის გატარება სასურველია კოტეჯში ან ტყეში. სასაფლაო სიზმარში - სიღარიბის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლას ნიშნავს.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი კლებას იწყებს. შეეცადეთ, უფრო მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და ახალი ხილ-ბოსტნეული მიირთვათ. რეაქციის სისწრაფე, ახალი და საინტერესო იდეები ფინანსური აფრენისთვის წინაპირობებს შექმნის. ვარსკვლავები ქალებს ურჩევენ, დაავადების ნებისმიერ სიმპტომს ყურადღება მიაქციონ. სიზმარში დაღვრილი წყალი ან რძე უსიამოვნების ნიშანია.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ეს დღე სიბრძნეს და მორჩილებას განასახიერებს. ყურადღებით მოუსმინეთ გამოცდილი პროფესიონალების, ძველი ნათესავებისა და მასწავლებლების რჩევებს. სწორედ დღეს რჩევების უგულებელყოფამ, რაც გახასიათებთ ხოლმე, შეიძლება დაგაზიანოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოთ შვილებს. პირადი ცხოვრება დღეს თქვენგან სიფრთხილეს და ეკონომიურობას მოითხოვს. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და დაგროვების პროცესი დაიწყოთ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze