დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

17

გაზიარება:

31.01.2026

მოკლე აღწერა

31 იანვარი ის დღეა როცა ნებისმიერ აქტივობას უნდა მოერიდოთ, არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის გა­დაჭ­რას. ვაჭ­რო­ბა და კა­მა­თი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. მო­ე­რი­დეთ მგზავ­რო­ბას, სამ­სა­ხუ­რის, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლას. კარ­გია ვარ­ჯი­ში. არ გირ­ჩევთ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ნიშ­ნო­ბას.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      დღე უკიდურესად არასასურველია. დილით მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ნერვული სტრესი, ინფექციური დაავადება ან დაზიანება. ერიდეთ ცეცხლს და არ გამოიყენოთ ალკოჰოლი.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      თქვენი შრომისმოყვარეობა და მონდომება სასურველ შედეგს გამოიღებს. ეფექტური რჩევები, პარტნიორის მხარდაჭერა და წარსული გამოცდილება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეძლებთ, საკუთარი შესაძლებლობები მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        მოემზადეთ სიახლეებისთვის – ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ფრთხილად იყავით ნებისმიერი კოლექტიური მოქმედების დროს. ნუ დაეყრდნობი სხვის აზრს, თორემ შეცდებით. შეეცადეთ, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ოჯახური ან პირადი ხასიათის პრობლემების მოგვარება მოახერხოთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, რომელიც კომფორტისა და სიმყუდროვის განცდას მოგიტანთ. იყავით მოსიყვარულე თქვენს რჩეულებთან და თავს ნეტარების მწვერვალზე იგრძნობთ – თქვენი ნებისმიერი სურვილი და და ახირებაც კი ასრულდება. არ არის გამორიცხული, რომ საყოფაცხოვრებო და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რომლებიც ყველა დანარჩენ საქმეს დაგავიწყებთ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         ეს დღე განსაკუთრებით არახელსაყრელია ლომი ქალებისთვის. მათ, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემები – ნერვული აშლილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებები ან ტრამვა ელით. გამორიცხული არ არის გართულებები ახლობელ ადამიანებთან. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ბრალი ხომ არ არის, რომ თავს გვირგვინოსან პრინცესად და გარშემომყოფებზე მაღლა მდგომად გრძნობთ.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         უკიდურესად უსიამოვნო დღეა, რომელიც მოტყუებისა და გაუგებრობის ნიშნით ჩაივლის. შეეცადეთ, თავაზიანად მოიცილოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს საქმეებში ერევიან. ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმების და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. სავარაუდოდ, სასიხარულო ამბავს შეიტყობთ და მომგებიანი საქმეს დაიწყებთ, რომელიც თქვენმა კონკურენტმა ხელიდან გაუშვა.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებამ შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ, მაგრამ საკუთარი ამპარტავნება მოთოკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლეგებთან, უფროსებთან და ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია ურთიერთობის გაუარესება. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ამ დღეს წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. სამსახურში დაბრკოლებები და გაუგებრობები გელით. შეიძლება, თავი უბედურადაც კი იგრძნობთ. ექიმთან ვიზიტი შეიძლება უსიამოვნო იყოს, რადგან დიაგნოზი თქვენთვის სრულიად მოულოდნელი იქნება.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მოსალოდნელია სამსახურებრივი პოზიციის შეცვლა. ვარსკვლავები გირჩევენ, ექსპერიმენტებს ერიდოთ და ნებისმიერ სარისკო მოქმედეებაზე უარი თქვათ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ერთი უყურადღებო სიტყვით ყველაფერი გააფუჭოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიე კოლექტიურ საქმიანობაში, რადგან შეიძლება, ფინანსური ზარალი განიცადეოთ. ინდივიდუალური საქმიანობა კი პირიქით, წარმატებას გპირდებათ. დღევანდელი სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ვარსკვლავები პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელი წარუმატებლობის შესახებ გაფრთხილებენ. ეს შეიძლება, შეცდომა, არასწორი გათვლა ან არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები იყოს. შეეცადეთ, თავაზიანად მოიცილოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი საქმეების მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს იჩენენ. ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია და რამდენიმე დღე გაუმჯობესებას არ უნდა ელოდოთ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ამ დღეს კეთილმოსურნეების რჩევაზე მეტად, საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ჩვეულებრივი სამუშაო დღე გელით, რომელსაც შეუძლია კომფორტისა და თავდაჯერებულობის გრძნობა მოგიტანოთ. ოჯახური და პირადი პრობლემები დროებით სამსახურებრივ და ბიზნესსაქმეებს დაგავიწყებთ. მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი და თითქმის ბავშვური გულწრფელობა გარშემო მყოფ ხალხს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ უმჯობესია, დაისვენოთ, ვიზიტებზე უარი თქვათ და სტუმრები არ მოიწვიოთ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze