დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

16

გაზიარება:

30.01.2026

მოკლე აღწერა

30 იანვარი კარ­გი დღეა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის და­სა­წყე­ბად; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. არ იკა­მა­თოთ, გა­და­დეთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი. კარგ დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე­ე­ბის­თვის. სწავ­ლის­თვის და გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. კარ­გი დღეა საქ­მი­ა­ნო­ბის, სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად. თა­მა­მად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, მივ­ლი­ნე­ბა­ში.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      ეს დღე პროფილაქტიკური მკურნალობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ხელსაყრელია. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. პრობლემას, რომელიც ამჟამად გაწუხებთ, მხოლოდ სიტუაციის გააზრებისა და ანალიზის საშუალებით ვერ მოაგვარებთ. დღის მეორე ნახევარში ნებისმიერი წვრილმანი გაგაღიზიანებთ.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      ეცადეთ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, თორემ უფროსის კეთილგანწყობას დაკარგავთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობა შესაძლოა, წარმატებით დასრულდეს.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს, ამიტომ ეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ. სასურველია, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. თავი შეიკავეთ სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე საუბრისა და კრიტიკისგან, რათა მარტო არ დარჩეთ. გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თქვენ ხართ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, რომანტიკული პაემნებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებებისთვის. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, ბავშვებს ჩვეულზე მეტი ყურადღება მიაქციოთ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         აქტიური, დატვირთული დღეა. ხელსაყრელია ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც ახალი იდეებით შთაგაგონებთ. მოულოდნელმა შემთხვევამ შესაძლებელია, გეგმები დაგირღვიოთ.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         დილიდან რთული და დაძაბული დღე გელით. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, გაითვალისწინეთ, რომ კარგი დროა რემონტისა და ბინაში ცვლილებებისთვის. სასურველია, რომ საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. მადლობას გეტყვიან თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო წინადადება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან, სავარაუდოდ, ეს საქმე თქვენთვის მოგებიანი არ იქნება. ზოგი მორიელი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა საქმისთვის - ამ დღეს ზედმეტად დაბნეული ხართ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. გახსოვდეთ, რომ ტყუილი ვერაფრით დაგეხმარებათ, პირიქით, შექმნილ ვითარებას უფრო დაამძიმებს. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს იმედებს განსაზღვრავს. არ არის გამორიცხული გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სატელეფონო ზარმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდი - დიდი შესყიდვებისთვის. დიდი ალბათობით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ და დიდი ხნის დაპირისპირებას წერტილი დაუსვათ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze