დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

11

გაზიარება:

29.01.2026

მოკლე აღწერა

29 იანვარი კარ­გი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. კარ­გი დღეა სწავ­ლი­სა და გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. და­გეგმეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, მაგ­რამ მათი და­წყე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეთ. მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. კონ­ფლიქ­ტის­გან თავი შე­ი­კა­ვეთ. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ. მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტრავ­მე­ბი.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      საკუთარი გამოცდილების და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ამ დღეს შეიძლება პროფესიული საქმიანობის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა საქმეს გაგიადვილებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, სამუშაოზე არ იფიქროთ, კარგად დაისვენოთ და ძალა აღადგინოთ. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. მუშაობისა და რთული საკითხების მოგვარებისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი ან უმიზეზო გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ ,გარშემო მყოფების მიმართ მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი ხუმრობით თანამოსაუბრე შეურაცხყოთ.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        უმჯობესია, დიდი და რთული საქმეების განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. 29 იანვარი ხელსაყრელია რუტინული სამუშაოების შესრულების ან საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. მოერიდეთ კამათს, ნუ დაიწყებთ ჩხუბს წვრილმანებზე და გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ამ დღეს რთული პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. პრობლემებზე ნუ ინერვიულებთ – მოვლენები ისე განვითარდება, რომ ყველაფერი თქვენი მონაწილეობის გარეშე, თავისთავად მოგვარდება.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         შესაძლოა, ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელიც არ იცით ან არ მოგწონთ. მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ 29 იანვარს მნიშვნელოვანი შეხვედრები ან ღონისძიებები არ უნდა დაგეგმოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა და ფინანსური ზარალი გამოიწვიოს, ამიტომ მშვიდად უნდა იმუშაოთ. ვარსკვლავები თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას დააფასებენ.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         ამინდის ჭირვეულობის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილმა ან უგუნებობამ შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, რთული სამუშაო ან დამატებითი ვალდებულებები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს უცნობებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ და საყვარელ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, მეტი უნდა იზრუნოთ. მარტოობაში, მშვიდად გატარებული საღამო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებები შეცდომამდე მიგიყვანთ, ამიტომ მოვლენების შუაგულში უნდა იტრიალოთ და ყველაფერი აკონტროლოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეს საშუალებას მოგცემთ, სიტუაციას თქვენთვის საჭირო მიმართულება მისცეთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოს, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელმაც საიდუმლოს ფასი არ იცის.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ და ის აკეთეთ, რაც მიზნამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. მხიარული განწყობა შეიძლება გარემოებების არახელსაყრელმა განვითარებამ ან ვიღაცის მოულოდნელმა ჩარევამ გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ვალის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებთ, რომ ვისაც გინდათ და რაშიც გსურთ, დაარწმუნებთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ – გადაღლამ შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        ამ დღეს გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება, გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება გამოიწვიოს. ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ – ისინი დღეს მნიშვნელოვანია. ასევე სასარგებლოა პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ფიქრი. ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ, დადგენილი წესები არ დაარღვიოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბრისგან – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება მოინდომოს.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          თქვენს გარემოცვაში ბევრო არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანია, ამიტომ საკუთარი წარმატების შესახებ მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა უამბოთ. გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაზე ან პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ – ეს საქმიდან ყურადღებას გაგიფანტავთ. საღამოს ჯობს, სახლში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze