დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

10

გაზიარება:

15.11.2025

მოკლე აღწერა

15 ნოემბერი პასიური დღეა. მო­უს­მი­ნეთ თქვენს ში­ნა­გან ხმას. არ იჩ­ქა­როთ. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­ის­ვე­ნეთ. მო­აგ­ვა­რეთ მარ­ტი­ვი სა­კი­თხე­ბი. გა­და­დეთ რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ დაგეგმოთ რომანტიული შეხვედრები, არც ქორწინება ან გარქონწინება.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      შესაძლებელია, რომ იმედის მომცემი რომანის წყალობით მატერიალური ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ.

ეცადეთ დიპლომატიურად იმოქმედოთ - საჭირო არ არის საკუთარი მოსაზრებების ნებისმიერ ფასად დაცვა. სხვა შემთხვევაში, გარშემო მყოფებმა შეიძლება პრინციპულ კი არა, უხეშ ადამიანად ჩაგთვალონ.

ნუ ისესხებთ ფულს და ნუ დახარჯავთ მას რომანტიკულ პარტნიორებზე — დღეს ეს თქვენ ბიუჯეტს გაანადგურებს.

არსებობს ალბათობა, რომ მყესის დაჭიმულობა ან სხვა მტკივნეული ტრავმა მიიღოთ, რომელიც დიდხანს შეგაწუხებთ.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      თავისუფალ კუროებს უახლოეს დღეებში სასიყვარულო ურთიერთობა ელით.

პრინციპული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ ყოველთვის იცით, როდისაა საჭირო უკან დახევა და გეგმების განხორციელების სამომავლოდ გადადება.

ამ დღეს თავში უცნაური, მაგრამ საინტერესო იდეები მოგივათ, რომლებიც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. გირჩევთ კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი, რაც მომავალ სამუშაო გეგმებს უკავშირდება, განსაზღვროთ შვებულების დრო და საჭირო ნივთები შეიძინოთ.

შესაფერისი დროა შესყიდვებისთვის — ისინი არა მხოლოდ სიხარულს, არამედ რეალურ სარგებელსაც მოგიტანთ.

ეცადეთ ჯანსაღი კვებითა და სრულფასოვანი ძილით იმუნიტეტი გააძლიეროთ — ორგანიზმი თავის რესურსებს სწორედ ღამე აღიდგენს.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        ამ დღეს მეორე ნახევართან ურთიერთობაში ერთდროულად სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. აქტიური მარსი კონფლიქტებს გამოიწვევს — ერთი დაუფიქრებელი სიტყვაც კი შეიძლება დიდი აგრესიის მიზეზი გახდეს.

ამ დღეს ფიზიკური შრომა სულს და სხეულს გააჯანსაღებს. სახლისთვის აუცილებელი ნივთების შეძენის შემდეგ შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ეს მომავალში ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ.

მტკივნეულმა კბილმა შეიძლება თავი შეგახსენოთ —სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ამ დღეს თქვენი მახვილი ინტუიცია დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. უმჯობესია მას უსმინოთ, რადგან მეგობრების რჩევები დღეს ნაკლებად გამოგადგებათ.

მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. სამსახურში შეთანხმების მიღწევა რთული იქნება — კოლეგების ქცევამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

უახლოეს ხანებში იღბალი გაგიღიმებთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. შანსი გექნებათ, რომ მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ.

დღის მეორე ნახევარში დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ და ადამიანებთან ურთიერთობაში თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         სასიყვარულო ურთიერთობებისთვის საოცრად იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ საღამოს პაემანი დაგეგმოთ — ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც გსურთ.

ძველი პარტნიორებისგან თანამშრომლობის შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.

ეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ უფრო თბილი და თავშეკავებული იყოთ — არსებობს გაუგებრობის რისკი, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობაში.

ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის არახელსაყრელი დღეა — არასწორმა ფინანსურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება თქვენი გეგმების განხორციელება შეაფერხოს.

თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროთ.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         უახლოესი დღეები ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. გონივრულად იმოქმედეთ და გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.

ახლობლებთან შეიძლება მცირე გაუგებრობა მოხდეს, რაც ურანისა და მერკურის ნეგატიური გავლენით აიხსნება. მთლიანობაში, რთული პერიოდია, ამიტომ ჯობს, შეძლებისდაგვარად მშვიდად და ფრთხილად მოიქცეთ.

მერკურის მხარდაჭერით, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხელსაყრელ პოზიციაშია, პროფესიულ სფეროში წარმატება გელით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თუმცა არასრული მოცულობით და გარკვეული დაგვიანებით.

ყურადღება მიაქციეთ თვალებს — ახლა მხედველობის ორგანოებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის მარტივი არაა — ზოგჯერ მეტისმეტად ფეთქებად ხასიათს ავლენთ, თუმცა პარტნიორი მზადაა, ეს ნაკლი გაპატიოთ.

საოჯახო საქმეები მოიცდის - გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ. მუშაობის შემდეგ დასვენება და სიამოვნება დაიმსახურეთ.

არახელსაყრელი დღეა საჯარო უწყებებთან ურთიერთობისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის. სჯობს ძველი საბუთები დაახარისხოთ და ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ.

უახლოეს დღეებში შინაგან სიმშვიდეს და მოდუნებას იგრძნობთ — თითქოს კურორტზე დასვენების შემდეგ სახლში ბრუნდებით. საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ, სწრაფი გამარჯვების იმედი არ გაქვთ და ახლობლებისგან დახმარებას არ ელით.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       მომდევნო 24 საათში სიყვარულის სფეროში შესამჩნევი ცვლილებები გელით. გამოიჩინეთ სიფრთხილე, განსაკუთრებით მათთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ.

შესაფერისი დროა, რომ გუნდში არაოფიციალური ლიდერის როლი იტვირთოთ. სარისკო ფინანსური გარიგებები ჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. უკიდურეს შემთხვევაში, სანდო იურისტს მიმართეთ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გადაღლას და სარისკო მოქმედებებს მოერიდოთ — არსებობს ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        სიყვარულის გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ - ამით საკუთარ თავსაც და ურთიერთობებსაც გაამდიდრებთ. გარშემო მყოფთა მზერა და ყურადღება მხოლოდ თქვენკენ არის მიმართული — გამოიყენეთ ეს შანსი მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად.

კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს ჭორების გამო, რომლებსაც არაკეთილმოსურნე ადამიანი ავრცელებს. ფინანსური სტაბილურობისთვის შეიძლება დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწიოთ.

იუპიტერისა და სატურნის კვინქონსი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობასა და შინაგან წონასწორობას მეტი ყურადღება დაუთმოთ — დაგეგმეთ ფიზიკური აქტივობა და გამონახეთ დრო მედიტაციისთვის.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        დათმობებისა და კომპრომისის გზით შეძლებთ კონფლიქტის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას აფუჭებს. ვარსკვლავები გირჩევენ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ — კარიერა კარგია, მაგრამ ახლობლები არ უნდა დაგავიწყდეთ.

შესაძლოა, ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით რაღაცის დათმობა მოგიწიოთ. საუკეთესო დროა ფულის დაგროვებისთვის, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ.

მერკურის გავლენა დასუსტებულია, ამიტომ ფინანსური მომავალი გაურკვევლობაშია. მეტი ყურადღება მიაქციეთ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობას.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        რა აზრი აქვს აუხდენელ ოცნებებზე ფიქრს, თუ საკუთარ პრიორიტეტებში ვერ გარკვეულხართ? დადგა დრო რეალობასა და ილუზიას შორის არჩევანი გააკეთოთ! თუ ურთიერთობაში ჩიხში შევიდა, გრძნობების განახლება სცადეთ — გააოცეთ პარტნიორი რამე განსაკუთრებულით.

სავარაუდოდ, სამუშაოზე მოლაპარაკების გამართვა მოგიწევთ. მზად იყავით დათმობებისთვის, თუმცა საკუთარ ინტერესებზე უარი არ თქვათ.

შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები, დანაკარგები ან ქურდობის შემთხვევები.

მოერიდეთ გადაღლას და ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას — დასვენება აუცილებელია.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          თუ ურთიერთობაში გაურკვევლობაა, დროა ყველაფერი დაალაგოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. საყოფაცხოვრებო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ, რათა სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ.

იყავით გულწრფელი და გახსნილი ახლობლებთან. ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია.

იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ადამიანმა შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze