დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

0

(0)

29

გაზიარება:

19.09.2025

მოკლე აღწერა

19 სექტემბერს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია: მე­დი­ტა­ცია, სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნის მი­ღე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ყვე­ლა ფი­ნან­სურ სა­კი­თხზე. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. შუ­ა­დღის შემ­დეგ გა­ა­ფორ­მეთ კონ­ტრაქ­ტე­ბი და და­ი­წყეთ ახა­ლი საქ­მე. მო­აგ­ვა­რეთ პრობ­ლე­მე­ბი პარტნი­ო­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან და უფ­რო­სებ­თან. დრო და­უთ­მეთ სწავ­ლას.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      ამ დღეს საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გექნებათ. არ უარყოთ შეთავაზებები, რომლებსაც დღის განმავლობაში მიიღებთ. საღამოს მცირე განტვირთვა და მეგობრებთან ერთად გართობა დაგეხმარებათ, რომ საქმეებს ახალი ძალებით შეუდგეთ. შეცვალეთ გარემო საყვარელ ადამიანთან ერთად. დროს შესანიშნავად გაატარებთ და ერთმანეთში ახალ თვისებებს აღმოაჩენთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. შესაძლოა, ის სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს, მაგრამ სასიამოვნო გარემოში დროს მაინც მშვენივრად გაატარებთ.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და ეს გრძნობა მთელი დღე გაგყვებათ. საღამო სავსე იქნება სიურპრიზებითა და საჩუქრებით. კულმინაცია კი საღამოს იქნება, როცა მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია - მცირე სირთულეები საერთო სურათს ვერ შეცვლის. თამამად დაიწყეთ ახალი საქმეები — თუ მაქსიმალურ მოთმინებასა და მონდომებას გამოიჩენთ ყველაფერი გამოგივათ. სრულყოფილი ძილი არ დაივიწყოთ, ის ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        წინააღმდეგობრივი დღეა თავისი დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციებით. ეცადეთ, ყველა სირთულეს ოპტიმიზმით მიუდგეთ, რადგან ნებისმიერი განსაცდელი გაკვეთილია, რომელიც რაღაცას გვასწავლის. ამ დღის საუკეთესო სტრატეგია ისაა, რომ ეჭვი არაფერში შეიტანოთ. თავდაჯერებულად იმოქმედეთ და ნუ ინერვიულებთ – იღბალი თქვენს მხარესაა. თავი შეიკავეთ საკუთარი ხელით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთებისგან, რადგან ტრავმის რისკი მაღალია.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         სამსახურში შეიძლება გარკვეული დაძაბულობა შეიქმნას და მისგან თავის დაღწევა რთული აღმოჩნდეს. საკუთარ თავზე რთულ ვალდებულებებს ნუ აიღებთ და მხოლოდ მარტივი საქმეები აკეთეთ. ეს მიმდინარე პროექტების დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან უთანხმოება გელით. ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ და კომპრომისი დროულად იპოვოთ. საღამოს შეიძლება მოულოდნელი აღიარება მიიღოთ ადამიანისგან, ვისგანაც ამას არ ელოდით. საპასუხო გრძნობა გექნებათ თუ არა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         ლომებო, გირჩევთ ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე, გარდერობი განაახლეთ. მუშაობა საჭირო არ არის – ამ დღეს მაინც არაფერი გამოგივათ და მხოლოდ დროს დაკარგავთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსამართლო კრიტიკას — შურიანი ადამიანები თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ. ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შორის – ლომების მოთმინებასაც. თუ ვინმეს ქცევა თქვენთვის მიუღებელია, მაშინვე უთხარით.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         ვარსკვლავების მხარდაჭერით, ამ დღეს ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ. ბევრი პრობლემის ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ, თანაც პრობლემების უმეტესობა სხვებმა შეგიქმნეს. შინაგანი სიმშვიდე დაგეხმარებათ, დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ და ახალს თამამად შეუდგეთ. ნებისმიერ დავალებას დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებით, მაგრამ შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რაც პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანგარიშებს და ეცადეთ, ყურადღებიდან არცერთი წვრილმანი არ გამოგეპაროთ.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         ამ დღეს რაც უფრო ხალისიანად დაიწყებთ, მით უფრო წარმატებული იქნება. თუ ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ, რათა დაისვენოთ და ძალა მოიკრიბოთ. გაითვალისწინეთ, რაც ოჯახში ხდება, საჯაროდ არ უნდა გამოიტანოთ. ეცადეთ, ყველა პრობლემა ოჯახურ წრეში, გარეშე პირების ჩაურევლად მოაგვაროთ. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ზოგიერთ სიტუაციაში ემოციების შეკავება მოგიწევთ.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       მორიელებო, დილიდან ყურადღებით დააკვირდით თქვენს მდგომარეობას. თუ თავს კარგად გრძნობთ, მუშაობას შეუდექით. თუ მცირე ავადმყოფობა მაინც გაწუხებთ, დაისვენეთ. არსებობს ვირუსული დაავადების შეყრის რისკი, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ და ურთიერთობა მაქსიმალურად შეამცირეთ. თუ დიდი ხანია სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა გსურთ, ამისთვის ხელსაყრელი დროა და თამამად იმოქმედეთ.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        უამრავი საქმე და საზრუნავი გაქვთ და მთელ დღეს ერთი ადგილიდან მეორემდე გადასვლაში გაატარებთ, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ მოასწრებთ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გარკვეული დრო დასვენებასა და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. ფინანსებს სერიოზულად, სრული პასუხისმგებლობით მიუდექით. აკონტროლეთ ყველა ხარჯი და ეცადეთ, ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მაცდური ფინანსური წინადადება მიიღოთ. დათანხმდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდ ხარჯსა და ინვესტიციას არ მოითხოვს.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        სირთულეებით სავსე დღეა და დილიდან უხასიათოდ ხართ. უარყოფითი ფონის მიუხედავად, ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ და იმაზე დაფიქრდეთ, რაც ბოლო დროს გაწუხებთ. სწავლისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ, რომელიც სამსახურის შეცვლას უკავშირდება. კარგად დაფიქრდით და უარის თქმას ნუ იჩქარებთ.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        ამ დღეს ბევრი და არც ისე სასიამოვნო საქმე გელით. თუ ყველა დავალებას წარმატებით გაუმკლავდებით, ხელმძღვანელობისგან ბონუსს დაიმსახურებთ. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სუფთა ჰაერზე გაატაროთ. დასვენება და სეირნობა ახალი იდეებით აგავსებთ, რომლებიც ახლა ძალიან გაკლიათ. ბოლო დროს თქვენში ბევრი უარყოფითი ემოცია დაგროვდა და ყოველდღიურობამ ძალიან დაგღალათ. გირჩევთ, ცხოვრება გაიხალისოთ და იმიჯის შესაცვლელად სილამაზის სალონს ეწვიოთ.


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          შესაძლოა, დილიდან დისკომფორტმა და კუჭის მსუბუქმა ტკივილმა შეგაწუხოთ. ძალიან ნუ ინერვიულებთ – უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელი მიიღეთ და დაისვენეთ. მოულოდნელი შეხვედრა ძალიან გაგახარებთ და მოწყენის მიზეზიც გაქრება. გირჩევთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და კოლეგებთან, ახლობლებთან თუ ნაცნობებთან უთანხმოება მშვიდობიანად მოაგვაროთ. ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან – ისინი შეიძლება ახდეს!

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze