დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შეფასება

5

(1)

23

გაზიარება:

24.07.2025

მოკლე აღწერა

24 ივლისს არა­ფე­რი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ გა­ა­კე­თოთ, და­ას­რუ­ლეთ ის, რაც ადრე და­ი­წყეთ. გა­უფრ­თხილ­დით სახ­ლს და ოჯახს, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რომ მო­აგ­ვა­როთ ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბი, ხელი არ მო­ა­წე­როთ დო­კუ­მენ­ტებს. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის სეს­ხე­ბა და გა­სეს­ხე­ბას, ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბას. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას.

ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )

      კარგი დროა, ცვლილებებისთვის, სასურველია, აგრეთვე, მოიშოროთ ვალები და გათავისუფლდეთ უსიამოვნო ტვირთისა და პრობლემებისგან. ამგვარი ქმედებით მოიზიდავთ წარმატების ენერგიებს.


კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )

      დასვენება და მედიტაცია დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, აგრეთვე, სწრაფად შეძლებთ სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას, ფხიზელი გონებით უკეთ გაერკვევით ადამიანებშიც.

ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )

        მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა გააქტიურება. დაისვენეთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.


კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )

         ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, დღეს ახლობელმა ფინანსური დახმარებისთვის მოგმართოთ. მხარი დაუჭირეთ მათ და დაეხმარეთ, ახლა ეს გამართლებულია.


ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )

         შეცვალეთ თქვენი გარემო, შეიცვალეთ იმიჯი, განაახლეთ თქვენი გარდერობი, იზრუნეთ გარეგნობაზე, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი, გაახარეთ სიურპრიზებით თქვენი ახლობლები.


ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )

         შეეცადეთ მეტად კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ. დაისვენეთ და ნაკლებად იფიქრეთ საქმეებზე.


სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )

         შესაძლოა, რუტინულმა საქმიანობამ დიდი დრო და ენერგია წაიღოს, იზრუნეთ გუნება-განწყობის და ენერგოტონუსის ამაღლებაზე, მოაწყვეთ მხიარული საღამო მეგობრების გარემოცვაში და განიტვირთეთ.


მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )

       ნუ აჰყვებით შიშებსა და ნეგატიურ ემოციებს, იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან, კარგი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად.


მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )

        ახალი იდეები მოგივათ, მზარდია თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებიც. თქვენი დრო და ენერგია მიმართეთ ნაყოფიერი საქმიანობისკენ. ოღონდ, ნუ დაივიწყებთ, რომ დასვენება აუცილებელია.


თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )

        კარგი პერიოდია, თამამად წადით წინ ახალი სიმაღლეებისკენ. თუმცა, დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებელია.


მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )

        უარს ნუ იტყვით წარმატებულ ადამიანთა რჩევებზე, ისწავლეთ რაღაც ახალი, შეიძინეთ გამოცდილება და გახდით თქვენი თავის უკეთესი ვერსია. 


თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )

          იყავით მეტად თავდაჯერებული და საკუთარი ძალებით შეეცადეთ, მიზნის მიღწევას. სასურველი დღეა მცენარეების მოვლისთვის , ქალაქგარეთ გასვლისა და აქტიური დასვენებისთვის.

დატოვე შეფასება

5

(1)
კომენტარები