დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
5
14
14.06.2025
მოკლე აღწერა
14 ივნისი რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ არ მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ვერძი ( 21 მარტი - 20 აპრილი )
მიეცით საშუალება ბუნებას, წარმართოს თქვენი იმპულსები. ხვალ შეიძლება იგრძნოთ ენერგიის მოზღვავება წინსვლისთვის, მაგრამ შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ? იმის მაგივრად რომ ერთდროულად რამდენიმე რამ აკეთოთ, აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად სურს თქვენს გულს. თუ დღეს თქვენი ქმედებები იქნება მიზნობრივი, თქვენი ენერგია გახდება ძლიერი და ფოკუსირებული. მთავარია რომ ენდოთ თქვენს ინსტინქტებს, ასევე თქვენს ღირებულებებს. იმოქმედეთ თავისუფლად. თქვენ მეტს მიაღწევთ, როდესაც მოძრაობაში ხართ და მიჰყვებით თქვენს შინაგან მოთხოვნილებებს.
კურო ( 21 აპრილი - 20 მაისი )
დღეს თქვენთვის ზედმეტად ემოციური დღე იქნება, ზედმეტად მგრძნობიარე, ოღონდ არა იმისთვის, რომ გაგტეხოთ და დაგასევდიანოთ, არამედ იმისთვის, რომ გაგათავისუფლოთ. შეიძლება მოგონებები და გრძნობები მოგეძალოთ და ამის გამო ცრემლები და პირზე მომდგარი სიტყვები არ შეიკავოთ, დღეს თქვენი თავისუფლების დღეა.
გახსოვდეთ, ემოციების ხმამაღლა გამოხატვა არის ის რაც თქვენს სულს და სხეულს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს. ზოგჯერ, მართლაც, პროგრესი შედეგებში კი არა, შინაგან სიმსუბუქეში ჩანს.
ტყუპები ( 21 მაისი - 21 ივნისი )
დღეს თქვენთვის ძველი მოგონებების და ძველი ნაცნობების დაბრუნების დღეა, დღეს თქვენთვის წარსულის კარი გაიხსნება, თუმცა ადამიანები ან მოგონებები რომლებიც შეიძლება დაგიბრუნდეთ, თქვენთვის სრულიად სხვა მნიშვნელობის მატარებლები იქნებიან ვიდრე წარსულში იყვნენ. რადგან თქვენ გაიზარდეთ, შეიცვალეთ და ყველას მოუწევს მიგიღონ ისეთი როგორიც ახლა ხართ.
ყურადღებით იყავით, დღეს თქვენთვის დადგება მომენტი, როდესაც შეგეძლებათ ერთი ნაბიჯით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ისიც დაიმახსოვრეთ რომ ზოგჯერ წარსული ბრუნდება არა განმეორებისთვის, არამედ განთავისუფლებისთვის, ახსნისთვის ან უბრალოდ მოსაბოდიშებლად.
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. მთავარია ზედმეტი ფიქრის, დრამის ან დაძაბულობის გარეშე შეძლოთ კრიტიკულ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნება.
იაზროვნეთ ცივი გონებით, ნაკლები თქვით და ნელა იმოქმედეთ; დარწმუნებული იყავით თქვენს სიმართლეში და დაიმახსოვრეთ, ყველა ღია კარი არ არის თქვენთვის და კარგად აარჩიეთ რომელში გაივლით.
ლომი ( 23 ივლისი - 23 აგვისტო )
დრო მოვიდა ის სიხარული, სითბო და ბედნიერება მოიმკოთ რომელსაც აქამდე ასე დაუშურვებლად გასცემდით. თქვენ ძალიან ბევრ ენერგიას აძლევთ სხვებს თქვენი ძალით, სიყვარულითა და სინათლით; ახლა დროა, უბრალოდ უკან დაიბრუნოთ ეს ყველაფერი.
დღეს თქვენთვის, საკუთარ თავზე ფიქრის დღეა. შეეშვით სხვებზე ფიქრს, გააკეთეთ მხოლოდ ის რაც გსურთ და გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ. დაიმახსოვრეთ, როდესაც ნებას რთავთ სიხარულს, რომ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე შემოვიდეს თქვენს გულში, სწორედ მაშინ გრძნობს სული თავისუფლებას.
ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი )
შესაძლოა, დღეს სრულიად შემთხვევით იმ სიმართლეს წააწყდეთ, რომელსაც აქამდე თავს არიდებდით. დღეს შეიძლება ყველა სიმართლე გამოაშკარავდეს, რასაც ჩუმად ინახავდით. თუმცა გირჩევთ რომ შიშის ნაცვლად, მთელი გულით მიიღოთ იგი.
დიდი ალბათობით ამ სიმართლის გამოაშკარავება ძირეულ სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. ნუ გეშინიათ, როგორც კი წინააღმდეგობას შეწყვეტთ, შესაძლოა, ეს სასიკეთოთ წაადგეს თქვენს სულსა და სხეულს, ეს საშუალებას მოგცემთ, თავი უფრო მსუბუქად იგრძნოთ. შესაძლოა, ეს სიმართლე თქვენი პირველი ნაბიჯი იყოს უფრო ღრმა მშვიდობისკენ.
სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი )
თუ გინდათ დღეს წარმატებული იყოთ, თქვენს აზრებს სწორი მიმართულება უნდა მისცეთ, დღეს თქვენთვის მთავარია პოზიტიური განწყობა. მოერიდეთ იმ ადამიანებს და ისეთ მოვლენებს რომლებიც თქვენს გარშემო ქაოსს ჰქმნიან.
თუ ეცდებით თქვენი აზრები და ცნობიერება გააკონტროლოთ, დაინახავთ როგორ მშვიდად და წარმატებულად ჩაივლის თქვენი დღე.
მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი )
დღეს იგრძნობთ ინტენსიურ მოთხოვნილებას, იმოქმედოთ წინასწარგანზრახულად და დაგეგმილად. დღეს თქვენს მიერ განხორციელებულ ყოველ ქმედებას ექნება მნიშვნელობა თქვენი მომაცლისთვის, ამიტომ ნუ იჩქარებთ. ასჯერ გაზომეთ სანამ გადაჭრით. ისაუბრეთ შეგნებულად; აწონ-დაწონეთ გადაწყვეტილებები და სიტყვები რომლებსაც იტყვით; უპირატესობა მიანიჭეთ შეგნებულ და ცნობიერებას.
დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი ან გამაბრუებელი საშუალებები, ასეთი რამ ძალიან ცუდად იმოქმედებს თქვენს მომავალზე.
მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი )
დღეს ფრთხილად იყავით და კარგად დაუკვირდით ყოველ მოვლენას, შეიძლება თქვენი საქმეები ან დაგეგმილი აქტივობები არასწორად წარიმართოს და ეს აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ, დღეს არ ენდოთ ადამიანებს და მათ გადაწყვეტილებებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ისინი.
დღეს თქვენი დღე არ იქნება იდეალური და შინაარსიანი, თუმცა გული არ გაიტეხოთ, არავინ იცის რას გვპირდება ხვალინდელი დღე.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 21 იანვარი )
დღეს მარტოობა გელით. თუმცა ეს თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, სიჩუმესა და მარტოობაში შეიძლება ისეთი იდეები მოგივიდეთ რაც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.
მოუხმეთ სიმშვიდეს, მოდუნდით ად იფიქრეთ ბევრი, ხანდახან ფიქრი მეტად სასარგებლოა ვიდრე ფიზიკურად კეთება საქმის.
მერწყული ( 22 იანვარი - 19 თებერვალი )
დღევანდელ დღეს მიეცით საშუალება, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები სასიკეთოდ შეცვალოს. თქვენ დიდი შრომით შეინარჩუნეთ საქმეების სწორ გზაზე სვლა; ახლა ვარსკვლავები გთხოვთ, იყოთ ცოტა უფრო მოქნილი და მეტად მოდუნდეთ.
გამოყავით დრო და ადგილ დასვენებისთვის, ემოციებისთვის და სპონტანური გართობისთვის. გონება ძლიერია, მაგრამ გული ასევე მოითხოვს ნაზ მზრუნველობას და ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ თქვენი მიზნების დათმობა; საქმე მხოლოდ მათ მარტივად შენარჩუნებაშია. ბალანსი არ არის კონტროლი; ეს არის დინება. უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს ხვალ წყნარად დინების საშუალება!
თევზები ( 20 თებერვალი - 20 მარტი )
დღეს შეიძლება ისეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც ოდესღაც ძალიან რთულად მოგეჩვენათ, მაგრამ ახლა გაგიმარტივდებათ. არ შეგეშინდეთ არჩევნის გაკეთება, დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
დღესეცადეთ მოუსმინოთ გულს, თქვენმა გულმა უკეთ იცის, რა არის სწორი. გადაწყვიტეთ გულის კარნახით და ნახავთ როგორ წაგადგებათ ეს გადაწყვეტილებები.
5