დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

შეფასება

3

(1)

24

გაზიარება:

15.06.2025

მოკლე აღწერა

ბოლო მონაცემებით, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადში Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავ ბოინგ 787-ის ჩამოვარდნის შედეგად 274 ადამიანი დაიღუპა. Boeing 787 Dreamliner-ი ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ახალი და მოთხოვნადი მოდელია

ბორტზე დაიღუპა 241 ადამიანი, მიწაზე კი 33. თვითმფრინავი ჩამოვარდა სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, სადაც ათი ექიმი და მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.

უფრო ადრე ხელისუფლებამ დაადასტურა 270 ადამიანის ცხედრის აღმოჩენა.

ლონდონისკენ მიმავალი Boeing 787 Dreamliner აჰმედაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ეს Dreamliner-ის პირველი ავიაკატასტროფაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ბორტზე ერთადერთი გადარჩენილი მგზავრია 40 წლის რამეშ ვისვაშკუმარი.

Boeing 787 Dreamliner-ი ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ახალი და მოთხოვნადი მოდელია, რომლის ჩამოვარდნა Boeing-ის შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენ გამოწვევასთან მოუწია კომპანიას გამკლავება ბოლო წლების განმავლობაში.

დატოვე შეფასება

3

(1)
კომენტარები