ანატორი (ნასოფლარი)

ანატორი (ნასოფლარი)

ავტორი
lucien vanserra

lucien vanserra

შეფასება

0

(0)

27

გაზიარება:

01.07.2025

მოკლე აღწერა

არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 2,3 კმ-ზე, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, კლდოვან მთაზე. სოფელში, რომელიც ისტორიული წყაროებით მე–18 საუკუნეში ამოწყდა, ძირითადად, სისაურებს უცხოვრიათ.

ანატორის აკლდამები

1974-1976 წლებში ნასოფლარზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

ნასოფლარის აღმოსავლეთით ადგილ მეიდანზე, მდებარეობს XI-XV საუკუნეების სამაროვანი. სამაროვანზე გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა. იქვე ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა.
გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კლდეების გასწვრივ მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამის ისრული ფორმის კამარა იატაკის დონიდან იწყება და წვერწაკვეთილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქალით. აკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა ქვედა იარუსის თაროების ქვეშ იყო დაგროვილი. აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.

გადმოცემის თანახმად, რაღაც ინფექცია, აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდნენ სიკვდილს.

ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია. აკლდამური დაკრძალვის ეს წესი შატილში გვიანობამდე (XX საუკუნემდე) შემორჩა.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები