აქსოლოტლი
მოკლე აღწერა
აქსოლოტლი - წყლის დრაკონი. აცტეკების მითოლოგიაში აქსოლოტლი იყო სიკვდილისა და აღორძინების ღმერთი - ქსოლოტლი. რომელიც გაექცა მსხვერპლშეწირვას და ტბაში დაიმალა.
აქსოლოტლი - წყლის დრაკონი, ბინადრობს მექსიკის ტბებში, მას ხშირად ,,მომღიმარ ბავშვს,, უწოდებენ.
აქსოლოტლი მეცნიერებისთვის საინტერესო არსებაა. მას არა მხოლოდ ლაყუჩებით შეუძლია სუნთქვა, არამედ ფილვებითაც და ასევე კანითაც.
მისი ერთერთი უჩვეულო თვისებაა ,,მარადიული ბავშვობა,, - ბიოლოგიაში ამას ნეოტენია ჰქვია.
ეს არის უნარი მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენა ,,ბავშვად,, (ლავრად), თუმცა მას ამავე დროს შეუძლია გამრავლება.
აქსოლოტლი არასდროს ამოდის ხმელეთზე და არ ჰკარგავს ლაყუჩებს და ფარფლს.
მას ასევე აქვს უნიკალური შესაძლებლობები, მაგალითად: თუ ის დაკარგავს თათს, ის მას რამდენიმე კვირაში სრულად აღიდგენს. ამ არსებას ასევე შეუძლია აღიდგინოს ზურგის ტვინი, გულის ნაწილი და ტვინის გარკვეული უბნები.
მეცნიერები სწავლობენ მის გენომს, იმ იმედით, რომ ადამიანებშიც შეძლებენ ამ პროცესის გააქტოურებას. (მაგალითად: დამწვრობის და ტრავმების სამკურნალოდ.)
აცტეკების მითოლოგიაში აქსოლოტლი იყო სიკვდილისა და აღორძინების ღმერთი - ქსოლოტლი.
რომელიც გაექცა მსხვერპლშეწირვას და ტბაში დაიმალა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიებში მილიონობით აქსოლოტლი ცხოვრობს, ველურ ბუნებაში ისინი გადაშენების პირას არიან.
5