აფანტაზია
მოკლე აღწერა
აფანტაზიური ინდივიდები ცხოვრობენ სრულყოფილი პროფესიული ცხოვრებით — ისინი წარმატებას როგორც სამეცნიერო, ასევე შემოქმედებით სფეროებში აღწევენ. 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯
აფანტაზია - ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანს არ აქვს წარმოსახვის უნარი.
ბევრს შეუძლია, რომ გონებაში წარმოისახოს ადამიანის სახე, გარეგნობა, გარემოება და ეს, ისე დაინახოს, როგორც რეალობა, თუმცა აფანტაზიის მქონე ადამიანები ვერ ქმნიან გონებაში სურათს, უჭირთ წაკითხულის, ანდაც ნანახის წარმოდგენა და თუ მათ სთხოვს რამის წარმოდგენას, ისინი უბრალოდ ვერაფერს დაინახავენ.
2015 წელს ამ მოვლენას აფანტაზია უწოდეს.
და ეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5 % ახასიათებს.
მკვლევრებმა აფანტაზიისა და ტიპური წარმოსახვის მქონე ადამიანთა ვიზუალური მეხსიერების ხარისხი შეადარეს.
კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ოთახების სურათები.
შემდეგ მათ მეხსიერების დახმარებით უნდა აღედგინათ გამოსახულებები და ფურცელზე გადაეტანათ.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აფატაზიის მქონე ადამიანები ობიექტებს სწორი ზომითა და მდებარეობით ხატავდნენ, თუმცა მათ გამოსახეს საგნების მცირე რაოდენობა და ნაკლებად გამოიყენეს ისეთი ვიზუალური მახასიათებელი, როგორიცაა ფერი.
მათ სიტყვიერად აღნიშნეს ზოგიერთი საგანი მაგალითად: ,,საწოლი,, ,,მაგიდა,, და ასე შემდეგ.
ესეიგი აფანტაზიის მქონე პირები ,,სურათის,, ნაცვლად მათ სახელებს უკეთ იმახსოვრებენ.
აფანტაზიის მქონე სკოლის მოსწავლეებს არ უჭირთ სწავლა, რადგან ისინი სწორედ ტექსტს იმახსოვრებენ თუმცა მათთვის კითხვა ბევრად უსიამოვნოა, ვიდრე წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანისათვის.
აფანტაზიური ინდივიდები ცხოვრობენ სრულყოფილი პროფესიული ცხოვრებით — ისინი წარმატებას როგორც სამეცნიერო, ასევე შემოქმედებით სფეროებში აღწევენ.
4.83