7 საუკეთესო დუეტი ''ჰარი პოტერის'' სერიებიდან
მოკლე აღწერა
ჰარი პოტერის ფილმების სერიის განმავლობაში მრავალი პერსონაჟის დუეტი ჩნდება, რომლებიც გვთავაზობენ გადამდები ენერგიით ან ბრძნული ინტუიციით სავსე დინამიკას, რაც ჰოგვორტსის გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის. თუმცა, ყველა მათგანიდან, სავარაუდოდ, ეს შვიდი მათგანი ჰარი პოტერის საუკეთესო დუეტებია.
ლორდი ვოლდემორტი და ნაგინი
ერთგული გველი და ჰორკრუქსი, რომელიც ასრულებს თავისი ბატონის ყველა ბრძანებას
მიუხედავად იმისა, რომ ლორდ ვოლდემორს მეგობრები არ ჰყავს და ჰყავს მხოლოდ ერთგული მიმდევრები, ბნელი ლორდის უახლოესი თანამგზავრი მისი შინაური გველი, ნაგინი, მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნაგინი შექმნილი როგორც შვიდი ჰორკრუქსიდან ერთ-ერთი, რომელიც ვოლდემორის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოიყენება, ნაგინი ერთგული გველია, რომელიც თავისი ბატონის სურვილებს ასრულებს, ხშირად კლავს და შთანთქავს ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება, ძალადობრივი გზით სევერუს სნეიპსაც კი უღებს ბოლოს.
რაკი ვოლდემორის ერთ-ერთი ჰორკრუქსია, ბნელი ლორდი ნაგინის თავის გვერდით ინარჩუნებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიტყობს ჰარის შვიდივე ჰორკრუქსის განადგურების მცდელობის შესახებ. თუმცა, მოვლენების სასწაულებრივად განვითარების შედეგად, ნევილ ლონგბოტომი გმირულად კლავს ნაგინის, რაც ვოლდემორტის დასასრულს აღნიშნავს, რაც საბოლოოდ ჰარის მიერ თავისი საბედისწერო მტრის დამარცხებით მთავრდება.
რემუს ლუპინი და სირიუს ბლექი
საუკეთესო მეგობრები ჰოგვორტსში სტუდენტობის დროიდან
ათწლეულების განმავლობაში, სირიუს ბლეკი და რემუს ლუპინი ბოროტმოქმედებთან ბრძოლის ოსტატები იყვნენ, რაც მათი ჰოგვორტსში სწავლის დროიდან იწყება, ჯეიმს პოტერთან და პიტერ პეტიგრიუსთან ერთად. ძმების მსგავს ურთიერთობაში გაზრდილმა წყვილმა საერთო მწუხარება გამოთქვა მათი ძვირფასი მეგობრების, ჯეიმს და ლილი პოტერების დაკარგვის გამო. შედეგად, ისინი ტრავმირებულები არიან, რემუსი და სირიუსი თავს დაკარგულად გრძნობენ, განსაკუთრებით სირიუსის აზკაბანში უკანონო პატიმრობისა და რემუსის მიერ მისთვის ახლობელი ადამიანების დაკარგვის გამო.
''ჰარი პოტერი და აკზაბანის ტყვეში'' წყვილის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრისას ჰარის, რონის და ჰერმიონის წინაშე ვხედავთ, რომ ძველი მეგობრები ავლენენ პიტერის მონაწილეობას ჯეიმსისა და ლილის სიკვდილში. მიუხედავად იმისა, რომ პიტერი სამართლიანობის აღდგენამდე გარბის, სირიუსიც და რემუსიც ჰარის მშობლები ხდებიან და ავსებენ მისი მამის მიერ დატოვებულ სიცარიელეს, რომელსაც ორივე პერსონაჟი ძალიან უყვარდა.
ალბუს დამბლდორი და სევერუს სნეიპი
თანამზრახველი დირექტორი და მასწავლებელი
ჰოგვორტსის დირექტორი, ალბუს დამბლდორი და მასწავლებელი, სნეიპი, ორი მეგობარი, რომლებიც წლების განმავლობაში ხშირად ეყრდნობოდნენ ერთმანეთს. ისინი ხშირად განიხილავენ ჰარის და იმას, თუ რა ელის მოსწავლეს ვოლდემორტის წინააღმდეგ. წყვილი ცდილობს, დაეხმაროს გადარჩენილ ბიჭს თავისი მისიის წარმატებით შესრულებაში.
მოვალეობის გრძნობით შეპყრობილნი, დამბლდორი და სნეიპი ახორციელებენ გრძელვადიან გეგმას, რომლის მიხედვითაც სნეიპი დამეგობრდება ვოლდემორთან და გახდება მისი ერთ-ერთი სანდო მოკავშირე. ასეთი გაბედული გეგმა გულისხმობს, რომ სნეიპს მოუწევს დამბლდორის მოკვლა, რითაც ხელს უწყობს მათი ხედვის განხორციელებას და რაც ყველაზე მთავარია ამ ამბავში, სნეიპს ყოველთვის გულწრფელად უყვარდა ჰარი რადგან თავის ერთადერთ სიყვარულს, ლილი პოტერს ახსენებდა.
რონ უიზლი და ჰერმიონ გრეინჯერი
მეგობრობიდან სიყვარულამდე
ჰარისთან ერთად ჰოგვორტსა და მის ფარგლებს გარეთ მუდამ მის გვერდით იმყოფება რონისა და ჰერმიონის ტანდემი, ორი მეგობარი, რომლებსაც ნელ-ნელა შეუყვარდებათ ერთმანეთი ცნობილ ჯადოქრების სკოლაში სწავლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასდროს ყოფილა ერთი ნახვით სიყვარული, წყვილის საპირისპირო პიროვნული თვისებები მათ აკავშირებდა: რონის მშვიდი ხასიათი და ჰერმიონის ორგანიზებული ბუნება მათ ჰარის საუკეთესო მეგობრებად და ერთმანეთისთვის საუკეთესო მეწყვილედ აქცევდა.
ჰერმიონის მიერ რონისადმი ხშირი საყვედური სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის გამო, წყვილის რომანტიკული გრძნობები ერთმანეთის მიმართ მხოლოდ ად მხოლოდ ზრდიდა, რაც კულმინაციას აღწევს „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილში“, სადაც ისინი საბოლოოდ ხდებიან წყვილი ვოლდემორტის მრავალი ჰორკრუქსიდან ერთ-ერთის განადგურების შემდეგ.
ჰარი პოტერი და ჰერმიონ გრეინჯერი
საუკეთესო მეგობრები ჭირსა და ლხინში
რონის გარდა, ჰარის კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარია ყველაფრის მცოდნე და მზრუნველი ჰერმიონი, მათი დინამიკა მოიცავს ძლიერ მეგობრულ კავშირს, რომელიც ნდობასა და ურთიერთ აღტაცებაზეა აგებული. „ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის“ შემდეგ, ჰერმიონმა და ჰარიმ რონთან ერთად განსაკუთრებული კავშირი განავითარეს, რადგან ისინი იძიებენ უამრავ რამეს და მიდიან ერთად ჰარისა და ვოლდემორტთან დაკავშირებულ სახიფათო გზებზე.
ყველაზე რთულ პერიოდში ჰარი და ჰერმიონი ყოველთვის მზად იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად, მაგ: ჰარი ანუგეშებდა ჰერმიონს, როდესაც რონი კოცნიდა ლავანდერ ბრაუნს. წყვილი ერთად რჩება ჰორკრუქსების ძიებაშიც კი, როდესაც რონი დრამატულად მიატოვებს მათ.
ფრედ და ჯორჯ უისლები
ტყუპები, რომლებიც ქაოსს იწვევენ ჰოგვორტსა და მის ფარგლებს გარეთ
ჰარი პოტერის სერიებში არც ერთი დუეტი არ არის ისეთი სახალისო და ენერგიული, როგორც ფრედი და ჯორჯი, უისლის ტყუპები. ჰოგვორტსის ოინბაზების როლში მოქცეული ეს დახვეწილი დუეტი ერთად ყველანაირ ხრიკს სჩადის, რაც ხშირად უამრავ მხიარულებას იწვევს. წამლების გამოყენებით, რომლებიც მათ მოხუცებად აქცევს, დიდ დარბაზში გამოცდების დროს ექსტრავაგანტული ფეიერვერკების მოწყობით დამთავრებული.
მოგვიანებით, ტყუპებმა უისლების ჯადოქრული ხრიკების მაღაზია გახსნეს მრუდე ქუჩაზე, მაღაზია რომელიც სავსეა სასაცილო ნივთებითა და ხუმრობების მაგიით, რაც წყვილს ინოვაციურ ბიზნესმენებად აქცევს. ჰოგვორტსის ბრძოლაში ფრედის უეცარი სიკვდილი განსაკუთრებით სამწუხარო მოვლენად იქცევა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჯორჯმა დაკარგა საუკეთესო მეგობარი და ''დანაშაულში'' პარტნიორი, რაც ტრაგიკულ მომენტს აღნიშნავს, რომელიც სერიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ტანდემის დასასრულს აღნიშნავს.
ჰარი პოტერი და რონ უისლი
მეგობრები პირველივე დღიდან, ბოლომდე
ეკრანული მეგობრობა ძალიან ცოტაა ისეთი გულწრფელი როგორც ჰარისა და რონის, ორი გრიფინდორის სტუდენტის, რომლებიც ჰოგვორტსში სწავლისას გამუდმებით ეხვევიან უსიამოვნებებსა და უბედურებაში ინტელექტუალ ჰერმიონთან ერთად. ჰოგვორტსისკენ მიმავალ მატარებელში წყვილის შეხვედრის მომენტიდან რონი და ჰარი განუყოფლები არიან. რონის უმწიფრობამ და ჰარის წესების დარღვევისადმი ვნებამ გართობითა და ქაოსით სავსე დუეტი შექმნა.
ფილმების განმავლობაში ჰარი და რონი, როგორც ჩანს, ძმურ კავშირს ავითარებენ, ჰარი ხშირად რჩება უისლების ოჯახთან მათი მეგობრობის სიმტკიცის გამო. მიუხედავად „ცეცხლის თასისა“ და „სიკვდილის საჩუქრების“ დროს კამათისა, რომლებიც მათ დაშორებას იწვევს, ჰარი და რონი ყოველთვის ერთიანდებიან, მათი უნაკლო კავშირი კი მთელი „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
რას იტყვით? იქნებ თქვენც გყავთ თქვენი გამორჩეული წყვილი, გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში 😊
5