13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

შეფასება

5

(1)

10

გაზიარება:

13.06.2025

მოკლე აღწერა

"მზე ისევ გაათბობს თბილისს და აღარ იწვიმებს ,,ცა მეტს''. მე რა დამავიწყებს ივნისს მე რა დამავიწყებს ცამეტს!"😞 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა. დაზარალდა 200-მდე ოჯახი - 1000-მდე ადამიანი. 

ზოოპარკის ბინადართა გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა. 

ქალაქში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის შემდეგ, მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოხატეს, დაზიანებული ტერიტორიის გასუფთავებაში და დაკარგული ადამიანების ძებნაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დატოვე შეფასება

5

(1)
კომენტარები