''მისი მსგავსი აღარ დაიბადება''
5
20
23.07.2025
მოკლე აღწერა
ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დასავლური მედია მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის ნახსენები, თუმცა ნათქვამია, რომ ის დღეს დილით გარდაიცვალა.
„ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს ასეთ დროს", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოზი ოსბორნმა ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.
ჯონ მაიკლ „ოზი“ ოსბორნი ინგლისელი როკ-მუსიკოსი, მან პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა. 2011 წელს იგი დაუბრუნდა Black Sabbath-ს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი 13. ოსბორნს წარმატებამ შესძინა „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება.
5